png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge

„გადააგორე ზამთარი“ - შეცვალე აკუმულატორი და ანტიფრიზი „თეგეტა მოტორსში“

  • ბიზნესი
  • 19.12.2025
  • 18:23
„გადააგორე ზამთარი“ - შეცვალე აკუმულატორი და ანტიფრიზი „თეგეტა მოტორსში“

ზამთარში ავტომობილის ტექნიკური მდგომარეობა განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს. დაბალი ტემპერატურა, თოვლი და ყინული გზაზე რისკებს ზრდის, ამიტომ აუცილებელია დროული მომზადება იმისთვის, რომ ავტომობილით გადაადგილება ნებისმიერ ამინდში უსაფრთხო იყოს. მათ შორის, მნიშვნელოვანია აკუმულატორისა და ანტიფრიზის შემოწმება და, საჭიროების შემთხვევაში, შეცვლა. ზამთარი რომ უსაფრთხოდ „გადააგოროთ“, „თეგეტა მოტორსში“ დეკემბრის ბოლომდე აკუმულატორების სრულ ასორტიმენტსა და ანტიფრიზზე 25%-იანი ფასდაკლება მოქმედებს.

 

 

ვახტანგ ღულაძე, „თეგეტა მოტორსის“ პროდუქტების მთავარი ოფიცერი: „თეგეტა მოტორსში“ კარგად გვესმის, რამდენად მნიშვნელოვანია ზამთარში ავტომობილის შესაბამისად მომზადება. სწორედ ამიტომ მუდმივად ვცდილობთ, მომხმარებლებს ავტომობილის ფლობა გავუმარტივოთ და სეზონური ცვლილებებისთვის მომზადება მათთვის კიდევ უფრო ხელმისაწვდომი გავხადოთ.

ჩვენს ფილიალებში წარმოდგენილია პროდუქციის ფართო არჩევანი, მათ შორის გერმანული ბრენდის Varta-ს აკუმულატორები, რომელიც ისეთ მნიშვნელოვან უპირატესობებს აერთიანებს, როგორებიცაა ხანგრძლივი სამუშაო რესურსი და გამძლეობა. მსოფლიოს ლიდერი საავტომობილო კომპანიები სწორედ Varta-ს აკუმულატორებს იყენებენ საკუთარი ავტომობილების წარმოებისას. „თეგეტა მოტორსში“ მომხმარებელს სხვა პრემიუმ ბრენდების აკუმულატორები და მაღალი ხარისხის ანტიფრიზებიც დახვდება, რაც ზამთრის სეზონზე ავტომობილის უსაფრთხო გადაადგილებისთვის მნიშვნელოვანია. ჩვენს ფილიალებში მოსულ მომხმარებელს კი მაღალკვალიფიციური სპეციალისტები დაეხმარებიან შესაბამისი პროდუქტის შერჩევაში“.

ზამთრის პერიოდში სწორედ ავტომობილის აკუმულატორი განიცდის განსაკუთრებულ დატვირთვას და მისი სიმძლავრე მნიშვნელოვნად მცირდება. თუ აკუმულატორი უკვე მოძველებული ან დაზიანებულია, ცივ ამინდში შესაძლოა, ძრავა არ დაიქოქოს. დროული შემოწმება და, საჭიროების შემთხვევაში, შეცვლა კი ხელს უშლის უსიამოვნო სიტუაციებს გზაზე, ზოგავს დროსა და ფინანსებს.

ზამთარში ძრავის დაცვაში კრიტიკულ როლს ასრულებს ანტიფრიზიც (გამაგრილებელი სითხე). ის იცავს სისტემას გაყინვისა და კოროზიისგან. რესურსამოწურული ანტიფრიზი კარგავს თვისებებს, რის გამოც ძრავა შეიძლება გადახურდეს ან პირიქით - არ მიაღწიოს საჭირო ტემპერატურას. რეგულარული შემოწმება და დროული შეცვლა კი უზრუნველყოფს ძრავის ხანგრძლივ მუშაობას.

„თეგეტა მოტორსის“ გზავნილი - „გადააგორე ზამთარი“ - კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს პრევენციის მნიშვნელობას: დროული შემოწმება და მომზადება ცივ სეზონზე მშვიდი და უსაფრთხო მგზავრობის გარანტია. ამიტომ კომპანია მომხმარებლებს მოუწოდებს, ზამთარში ავტომობილი სეზონისთვის შესაბამისად აღჭურვონ. „თეგეტა მოტორსში“ სპეციალური შეთავაზებები დეკემბრის ბოლომდე გაგრძელდება. გარდა ამისა, ფილიალებში მისული მომხმარებელი უფასოდ შეძლებს საბურავების პროტექტორის დონის, აკუმულატორის მდგომარეობისა და ანტიფრიზის შემოწმებას.

--

„თეგეტა მოტორსის“ შესახებ: „თეგეტა ჰოლდინგში“ შემავალი კომპანია „თეგეტა მოტორსი“ 1995 წლიდან ოპერირებს ბაზარზე მსუბუქი, სატვირთო და სპეციალური დანიშნულების სერვისის მიმართულებით. ავტოინდუსტრიის ლიდერი კომპანია მომხმარებელს ავტომომსახურების სრულ სპექტრს სთავაზობს, როგორც მსუბუქი და სატვირთო ავტომობილების, ისე ავტობუსებისა და მიკროავტობუსების, ასევე სპეციალური დანიშნულების ტექნიკის მიმართულებით. კომპანიას მთელი ქვეყნის მასშტაბით 28 ფილიალი აქვს, რომლებიც 500 000-მდე საცალო და 35 000-მდე კორპორაციულ მომხმარებელს ემსახურება. „თეგეტა მოტორსი“ არაერთი პრემიუმ ბრენდის ოფიციალური წარმომადგენელია საქართველოში, მათ შორის არის Bridgestone, Michelin, Varta, Shell, Motul, Hengst და სხვა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
  • 17:05
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
  • 16:35
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
3 ოქტომბრამდე საქართველოში კვლავ ნალექია მოსალოდნელი
  • 16:29
3 ოქტომბრამდე საქართველოში კვლავ ნალექია მოსალოდნელი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge