png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge

მას შემდეგ, რაც გადავწყვიტეთ, გაკონტროლებულიყო უცხოეთიდან შემოსული ის თანხები, რომელიც გაზულუქებულ არასამთავრობო ორგანიზაციებში მიდიოდა, მერე გამოდგა გამჭვირვალობა ცუდი - კახა კალაძე

  • კომენტარები
  • 17.12.2025
  • 15:33
მას შემდეგ, რაც გადავწყვიტეთ, გაკონტროლებულიყო უცხოეთიდან შემოსული ის თანხები, რომელიც გაზულუქებულ არასამთავრობო ორგანიზაციებში მიდიოდა, მერე გამოდგა გამჭვირვალობა ცუდი - კახა კალაძე

„როდესაც ვისმენთ ცრუ განცხადებებს, თავდასხმებს, როგორ გგონიათ, ჩუმად უნდა ვიყოთ და ხალხს სიმართლე არ უნდა ვუთხრათ?“, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ ევროსაბჭოს გაფართოების შესახებ გამოქვეყნებული დასკვნის შეფასებისას განაცხადა, სადაც აღნიშნულია, რომ საქართველოს ხელისუფლებამ უნდა შეწყვიტოს ისეთი განცხადებები, რომლებიც ევროკავშირის პოზიციებს ეწინააღმდეგება.

კახა კალაძის განმარტებით, საზოგადოებამ აუცილებლად უნდა იცოდეს სიმართლე და ჰქონდეს გამჭვირვალე ინფორმაცია, ესა თუ ის ორგანიზაცია საიდან და ვის მიერ ფინანსდება.

„დღეს საქართველოს ხელისუფლება, ჩვენი ქვეყანა თავდაცვის რეჟიმშია. როდესაც ვისმენთ ცრუ განცხადებებს, თავდასხმებს, როგორ გგონიათ, ჩუმად უნდა ვიყოთ და ხალხს სიმართლე არ უნდა ვუთხრათ? პირიქით, ხალხმა უნდა გაიგოს სიმართლე. თუ ასეთი მართლები არიან, რატომ ეწინააღმდეგებიან მაშინ გამჭვირვალობის კანონს? როდის გახდა გამჭვირვალობა ცუდი?“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, მას შემდეგ, რაც საქართველოს ხელისუფლებამ გამჭვირვალობის შესახებ კანონი მიიღო, ევროკავშირის ზოგიერთი წარმომადგენლის მიერ ეს არასწორ ნაბიჯად შეფასდა.

„ყოველთვის გვეუბნებოდნენ, რომ გამჭვირვალობა მნიშვნელოვანი იყო. მას შემდეგ, რაც გადავწყვიტეთ, გაკონტროლებულიყო უცხოეთიდან შემოსული ის თანხები, რომელიც გაზულუქებულ არასამთავრობო ორგანიზაციებში მიდიოდა და თან გვეუბნებოდნენ, თითქოს სასიკეთო პროექტებში, კეთილ საქმეებში იხარჯებაო, ამ ყველაფრის აღკვეთა დავიწყეთ - ვამბობდით, რომ გამჭვირვალე უნდა იყოს ყველაფერი, მერე გამომდგარა გამჭვირვალობა ცუდი და თურმე როგორ შეიძლება საქართველოს ხელისუფლებამ გამჭვირვალობაზე ისაუბროს. რეალურად ეს თანხები ქართულ პოლიტიკას, ქართველების დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღრმავებას, ექსტრემიზმის, ძალადობრივი ჯგუფების წახალისებას ხმარდებოდა. ეს არის სამწუხარო რეალობა“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
  • 17:05
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
  • 16:35
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
3 ოქტომბრამდე საქართველოში კვლავ ნალექია მოსალოდნელი
  • 16:29
3 ოქტომბრამდე საქართველოში კვლავ ნალექია მოსალოდნელი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge