png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge

EBRD „თეგეტა ჰოლდინგს“ საავტომობილო სექტორის ტრანსფორმაციისთვის 25 მილიონი ევროს სესხს გამოუყოფს

  • ბიზნესი
  • 17.12.2025
  • 15:00
EBRD „თეგეტა ჰოლდინგს“ საავტომობილო სექტორის ტრანსფორმაციისთვის 25 მილიონი ევროს სესხს გამოუყოფს

„თეგეტა ჰოლდინგი“ და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი (EBRD) საავტომობილო სექტორში განვითარების მასშტაბურ პროექტს იწყებენ. სტრატეგიული თანამშრომლობა საავტომობილო სერვისის რეგიონული ჰაბის გაფართოებას, პროფესიული განათლების ხელშეწყობასა და ჰოლდინგის კორპორაციული მმართველობის გაძლიერებას ისახავს მიზნად.

პროექტის ფარგლებში EBRD 25 მილიონი ევროს ოდენობის სესხს გასცემს, ხოლო „თეგეტა ჰოლდინგი“ 7 მილიონ ევროს საკუთარი ინვესტიციით აფინანსებს. მიღებული ფინანსური რესურსი თბილისის შემოვლით გზაზე მდებარე „გეზის“ ფილიალის გაფართოებას მოხმარდება, რომელიც ქვეყნის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სატრანზიტო ჰაბია. სესხის დაფინანსების გარდა, EBRD უზრუნველყოფს ტექნიკური თანამშრომლობის სერვისებს, რომლებიც „თეგეტა აკადემიაში“ საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისი სპეციალიზებული სასწავლო პროგრამების განვითარებასა და კორპორაციული მმართველობის პრაქტიკების დანერგვას მოიცავს.

შეთანხმებას „თეგეტას“ მრავალფუნქციურ სერვისცენტრში მოეწერა ხელი, რომელიც სატვირთო ავტომობილებს, ავტობუსებსა და კომერციულ ტრანსპორტს აერთიანებს. ხელმოწერის ღონისძიებას EBRD-ს რეგიონული დირექტორი კავკასიის რეგიონში და სხვა მოწვეული სტუმრები დაესწრნენ.

ეკატერინე ქავთარაძე, „თეგეტა ჰოლდინგის“ მთავარი აღმასრულებელი ოფიცერი: „მოხარულები ვართ, რომ EBRD-სთან მასშტაბურ პროექტს ვიწყებთ. „თეგეტას“ გამოცდილებითა და ჩვენი პარტნიორის მხარდაჭერით პროფესიული განათლების ხელმისაწვდომობის კიდევ უფრო მეტად გაფართოებას ვგეგმავთ. ეს ნაბიჯი მნიშვნელოვნად განამტკიცებს კადრების მომზადების სტანდარტებს საავტომობილო სექტორში და შექმნის დამატებით შესაძლებლობებს დასაქმებისა და პროფესიული წინსვლისთვის.

სტრატეგიულ გზაჯვარედინზე მდებარე სატვირთო ავტომობილების სერვისცენტრი უკვე რეგიონულ ჰაბად ჩამოყალიბდა და მსოფლიო ბრენდის, MAN-ის, მიერ A კატეგორიით არის აღიარებული. ფილიალის კიდევ უფრო განვითარება მნიშვნელოვნად გაზრდის სერვისების მოცულობას და გააძლიერებს როგორც „თეგეტას“, ისე საქართველოს, როგორც მთავარი ტრანზიტული ქვეყნის, როლს რეგიონში. 

საავტომობილო ინდუსტრიაში 30-წლიანი გამოცდილება, მდგრადი განვითარების თანმიმდევრული სტრატეგია და ბიზნესპროცესების გამჭვირვალობა ის კრიტერიუმებია, რითაც EBRD-ს მოთხოვნებს სრულად ვაკმაყოფილებთ. შესაბამისად, გვაქვს ნდობა და მხარდაჭერა, რომ შვიდწლიანი პროექტის ფარგლებში დასახულ მიზნებს წარმატებით მივაღწიოთ.

ეს არის ინოვაციური სივრცე, რომელიც ერთ ადგილზე აერთიანებს სატვირთო ავტომობილების, კომერციული ტრანსპორტისა და ავტობუსების სრულ სერვისს. ჩვენი ერთობლივი ძალისხმევით მიზნად ვისახავთ ისეთი ზონის შექმნას, რომელიც ადგილობრივ და ტრანზიტულ ათასობით ავტომობილს უმაღლესი ხარისხის მომსახურებას შესთავაზებს, ხოლო მძღოლებისთვის მაქსიმალურ კომფორტს უზრუნველყოფს“.

პროექტის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება „თეგეტა აკადემიის“ მხარდაჭერაა, რომლის ფარგლებშიც შემუშავდება ახალი სასწავლო მოდულები სატვირთო და კომერციული ავტომობილებით დაინტერესებული პირებისთვის. სასწავლო პროგრამებში მინიმუმ 200 მონაწილე ჩაერთვება. ისინი თეორიულ სწავლებას „თეგეტა აკადემიაში“ გაივლიან, პრაქტიკულ სესიებს კი - „თეგეტა მოტორსის“ „გეზის“ ფილიალში, რომელიც აღჭურვილია უახლესი ტექნოლოგიებით. სწავლება პროფესიონალი ტრენერების მონაწილეობით წარიმართება. ამ პროცესში EBRD და „თეგეტა ჰოლდინგი“ ერთობლივად ჩართავენ ექსპერტთა გუნდს, რაც საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის დანერგვას უზრუნველყოფს.

პარტნიორობა ასევე მიმართულია კორპორაციული მმართველობისა და გამჭვირვალობის გაძლიერებაზე. „თეგეტა ჰოლდინგი“ - საქართველოში ერთადერთი საავტომობილო კომპანია, რომელიც ნებაყოფლობით აქვეყნებს წლიურ ანგარიშს, EBRD-ს პარტნიორობით დანერგავს კორპორაციული მმართველობის დამატებით მექანიზმებს, რათა სრულ შესაბამისობაში მოვიდეს საერთაშორისო სტანდარტებთან.

EBRD-სთან შვიდწლიანი პროექტის ფარგლებში, „თეგეტა ჰოლდინგი“ საერთაშორისო თანამშრომლობის ახალ ეტაპზე გადადის, რომელიც კიდევ უფრო აახლოებს ევროპულ სტანდარტებთან და მყარად იმტკიცებს პოზიციებს როგორც შიდა, ისე რეგიონულ საავტომობილო ბაზრებზე.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
  • 17:05
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
  • 16:35
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
3 ოქტომბრამდე საქართველოში კვლავ ნალექია მოსალოდნელი
  • 16:29
3 ოქტომბრამდე საქართველოში კვლავ ნალექია მოსალოდნელი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge