png.ge
png.ge
png.ge
16+
20 ნოემბერი, 2026, პარასკევი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
20 ნოემბერი, 2026, პარასკევი
png.ge

მარტა კოსი გაგნებაში არ არის, რა უნდა ქართველ ხალხს - შალვა პაპუაშვილი

  • პოლიტიკა
  • 16.12.2025
  • 14:05
მარტა კოსი გაგნებაში არ არის, რა უნდა ქართველ ხალხს - შალვა პაპუაშვილი

მარტა კოსის განცხადებაში იყო, რომ საქართველოს ხელისუფლებამ უნდა უსმინოს ქართველ ხალხს. მას წარმოდგენა არ აქვს, რა უნდა ქართველ ხალხს, გაგნებაში არ არის, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

პაპუაშვილის თქმით, ყველა უცხოელი, ვინც ლაპარაკობს ქართველი ხალხის სახელით, არ არის ქართველი ხალხის მეგობარი.

„მარტა კოსის განცხადებაშიც იყო, რომ საქართველოს ხელისუფლებამ უნდა უსმინოს ქართველ ხალხს. რამდენადაც ვიცი, კოსი ოფიციალურად ნამყოფი არ არის აქართვფელოში, კერძო ვიზიტით თუ იყო არ ვიცი. ერთადერთი შემთხვევა, როდესაც მარტა კოსი საქართველოში იმყოფებოდა, იყო, ჩვენს თავზე რომ გადაგვიფრინა, სომხეთსა და ბაქოში ჩავიდა. მარტა კოსს წარმოდგენა არ აქვს, რა უნდა ქართველ ხალხს, გაგნებაში არ არის. როდესაც ბრიუსელის ბიუროკრატი თავს აძლევს უფლებას, ამგვარი მორალური პედესტალით, მეურვეობითი დამოკიდებულებით ისაუბროს ქართველი ხალხის ხელისუფლებასთან, ეს არის ქართველი ხალხის უპატივისმცემლობა, ჩვენი ნაკლები ხარისხის ადამიანებად ჩათვლა, თითქოს ქართველებს არ შეგვიძლია ჩვენი თავის მართვა, ჩვენი ხელისუფლების არჩევა და ჩვენი ინტერესების წარმომადგენლების ყოლა ხელისუფლებაში. ეს არის ყველაზე სახიფათო გზა, რომელსაც ადგას ევროპული ბიუროკრატია. ამაზე რამდენჯერმე ვისაუბრე, თუმცა, ვატყობ, ეს ყველაფერი არ ჰყოფნის და მაინც აგრძელებენ. ამიტომ, დღეიდან ამ საკითხზე განსაკუთრებულ ყურადღებას გავამახვილებ.

ყველა უცხოელი, ვინც ლაპარაკობს ქართველი ხალხის სახელით, არ არის ქართველი ხალხის მეგობარი, ის არის ადამიანი, რომელიც ფიქრობს, რომ ქართველი ხალხი მასზე ნაკლები არის რაღაცით. საქართველოს მოსახლეობამ 2012 წელს, 2020 წელს, 2024 წელს მხარი დაუჭირა „ქართულ ოცნებას“ და იმავე რაოდენობის, მილიონ ასი ათასმა ადამიანმა ახლახან, ორი თვის წინ, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე მხარი დაუჭირა საქართველოს ხელისუფლებას. რას ამბობს მარტა კოსი, რომ ეს ხალხი ხალხი არ არის? რაიმე ქვეადამიანები არიან და მაღალი კასტის წარმომადგენლები გველაპარაკებიან დაბალი კასტის წარმომადგენლებს.

ყველა უცხოელმა თავი დაანებოს საუბარს ქართველი ხალხის ნაცვლად და ქართველი ხალხის სახელით. არცერთ ქართველს არ მიუცია მისთვის არც ლეგიტიმაცია, არც უფლება, ისაუბრონ ქართველი ხალხის სახელით, ესაუბრონ ქართველი ხალხის არჩეულ ხელისუფლებას. ასეთი ევროპა არსებობდა, ოღონდ 100, 150, 200 წლის წინ, სხვა ხალხებს რომ ესაუბრებოდა, მეურვეობითი დამოკიდებულება რომ ჰქონდა, თითქოს მათ უკეთ იცოდნენ, როგორი იყო სხვა ხალხების ინტერესები. აქეთ ნუ მიაქანებენ, იმდენს ნუ იზამენ, რომ საბჭოთა კავშირს გადაასწრონ, ნუ დაუბრუნდებიან იმ ევროპას, რომელიც სხვა ხალხების სახელით საუბრობდა, თავს უფლებას აძლევდა, სხვა ხალხებისთვის ჭკუა ესწავლებინა. ამიტომ, რამდენი განცხადებაც იქნება, კომისარი იქნება თუ რომელიმე ქვეყნის წარმომადგენელი, რომელიც გაბედავს, ისაუბროს ქართველი ხალხის ნაცვლად, მისი სახელით – ეს არის წითელი ხაზი. დღეიდან ყველას მივუთითებთ, რომ ეს არის ჩვენი სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობის უპატივისმცემლობა. კოსის ერთი ფრაზა, რომ ხელისუფლება ხალხს უსმენს, ნიშნავს, რომ გვაუქმებენ, როგორც დამოუიკიდებელ ქვეყანას, გვაუქმებენ, როგორც ერს, როგორც სახელმწიფოს, ხალხს, რომელსაც აქვს თავისი სუვერენიტეტი, იბრძოლა ამისთვის. ამიტომ, ამის უფლებას არავის მივცემთ და ამ დამოკიდებულებას შეეშვან“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ცნობისთვის, გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა, მარტა კოსმა განაცხადა: „იმედი მაქვს, ხალხის მხარდაჭერით საქართველოს ხელისუფლება, მთავრობა დაუბრუნდება ევროპულ გეზს, თუმცა ეს მათ ხელშია“.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

მაშველები ნანგრევებში ეძებენ შვიდ მოქალაქეს, რომელთა შორის, სამი მცირეწლოვანია
  • 17:10
მაშველები ნანგრევებში ეძებენ შვიდ მოქალაქეს, რომელთა შორის, სამი მცირეწლოვანია
ღმერთო, დაგვიფარე ასეთი მეგობრებისგან - დონალდ ტუსკი ტრამპის მიერ პუტინის „მეგობრად“ მოხსენიებაზე
  • 16:59
ღმერთო, დაგვიფარე ასეთი მეგობრებისგან - დონალდ ტუსკი ტრამპის მიერ პუტინის „მეგობრად“ მოხსენიებაზე
ივანიშვილი, რომელმაც სამჯერ უკანონოდ ჩამსვა, რომ დაასანქცირონ, მიხარია კი არა, საერთოდ ჩაიტანოს დედამიწამ - ნიკა გვარამია
  • 16:57
ივანიშვილი, რომელმაც სამჯერ უკანონოდ ჩამსვა, რომ დაასანქცირონ, მიხარია კი არა, საერთოდ ჩაიტანოს დედამიწამ - ნიკა გვარამია
გაყიდვების რეკორდი საბურავებში - საავტომობილო პროდუქციის ფართო არჩევანი და ზამთრის შეთავაზებები „თეგეტა მოტორსში“
  • 12:43
გაყიდვების რეკორდი საბურავებში - საავტომობილო პროდუქციის ფართო არჩევანი და ზამთრის შეთავაზებები „თეგეტა მოტორსში“
„თეგეტა აკადემიის“ სავალი ნაწილის შეკეთების პროგრამა დასრულდა - კურსდამთავრებულების ნახევარზე მეტი „თეგეტაში“ დასაქმდება
  • 12:31
„თეგეტა აკადემიის“ სავალი ნაწილის შეკეთების პროგრამა დასრულდა - კურსდამთავრებულების ნახევარზე მეტი „თეგეტაში“ დასაქმდება
Tegeta App-ში მოგების დროა - ყოველი 50-ე ახალი მომხმარებელი საჩუქრად „გალფის“ ქულებს მიიღებს
  • 16:47
Tegeta App-ში მოგების დროა - ყოველი 50-ე ახალი მომხმარებელი საჩუქრად „გალფის“ ქულებს მიიღებს
კაცმა ცივი იარაღის გამოყენებით დედა დაჭრა - თელავში 1 პირი დააკავეს
  • 11:14
კაცმა ცივი იარაღის გამოყენებით დედა დაჭრა - თელავში 1 პირი დააკავეს
Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
  • 14:40
Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge