png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge

2 000-მდე მეორადი საბურავი - „თეგეტამ“ გიორგიწმინდის დასახლება საავტომობილო ნარჩენებისგან გაწმინდა

  • საზოგადოება
  • 12.12.2025
  • 16:53
2 000-მდე მეორადი საბურავი - „თეგეტამ“ გიორგიწმინდის დასახლება საავტომობილო ნარჩენებისგან გაწმინდა

„თეგეტა“ გარემოზე ზრუნვას აგრძელებს - „თეგეტა მოტორსისა“ და „თეგეტა გრინ პლანეტის“ ერთობლივი ინიციატივით ამჯერად მეორადი საბურავებისგან გიორგიწმინდის დასახლება გაიწმინდა. ფართომასშტაბიანი გარემოსდაცვითი აქტივობის ფარგლებში, დასახლებასთან არსებული ყოფილი ნაგავსაყრელის ტერიტორიიდან 2 000-მდე მეორადი საბურავი გაიტანეს.

გიორგიწმინდაში წლების განმავლობაში მოწყობილ არალეგალურ ნაგავსაყრელზე გადაყრილი საბურავები  სერიოზულ საფრთხეს უქმნიდა როგორც ნიადაგსა და წყალს, ისე ადგილობრივი მოსახლეობის ჯანმრთელობას. შედეგად, დაბინძურებული და სამუშაოდ რთული რელიეფური პირობების მქონე  ტერიტორია, უსაფრთხოების სტანდარტების სრული დაცვით, რამდენიმე დღის განმავლობაში კომპანიის რესურსებით სრულად გაიწმინდა - ამოღებული საბურავები ტექნიკური რეგლამენტის შესაბამისად გადამუშავდება.

თათია ხორბალაძე, „თეგეტა ჰოლდინგის“ სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის ხელმძღვანელი: „გარემოზე ზრუნვა „თეგეტასთვის“ ერთჯერადი კამპანია არ არის. ეს არის ჩვენი CSR სტრატეგიის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი. როგორც კი გიორგიწმინდაში არსებული საავტომობილო ნარჩენების შესახებ გავიგეთ, გადავწყვიტეთ, მყისიერი რეაგირება გვქონოდა.

კარგად გვესმის, რომ საავტომობილო ნარჩენები, მათ შორის საბურავები, ათწლეულების განმავლობაში რჩება გარემოში, არ იშლება, გამოყოფს ტოქსიკურ ნივთიერებებს და პირდაპირ საფრთხეს უქმნის ეკოსისტემასა და ადამიანების ჯანმრთელობას. სწორედ ამიტომ „თეგეტა მოტორსი“ და „თეგეტა გრინ პლანეტი“, ჩვენი პასუხისმგებლობის ფარგლებში, წლებია, ამ გამოწვევას ვპასუხობთ. ეს არის ის მიდგომა, რომელიც „თეგეტას“ გამოარჩევს: ჩვენ არ ვართ მხოლოდ ბიზნესი - ჩვენ ვართ პასუხისმგებლობიანი პარტნიორი საზოგადოებისა და გარემოს წინაშე“.

აქტივობის მიზანი არა მხოლოდ კონკრეტული ტერიტორიის გაწმენდა, არამედ საზოგადოებისთვის იმის შეხსენება იყო, რომ საბურავებისა და სხვა საავტომობილო ნარჩენების უკონტროლო გადაყრას შესაძლოა, მძიმე შედეგები მოჰყვეს. სწორედ ამ მიზანს ემსახურება „თეგეტა გრინ პლანეტი“ - მწარმოებლის გაფართოებული ვალდებულების (მგვ) ორგანიზაცია, რომელიც კანონის შესაბამისად საავტომობილო ნარჩენების შეგროვებას, ტრანსპორტირებასა და გადამუშავებას უზრუნველყოფს.

შალვა ახვლედიანი, „თეგეტა გრინ პლანეტის“ დირექტორი: „მოხარულები ვართ, რომ „თეგეტა მოტორსისა“ და „თეგეტა გრინ პლანეტის“ ერთობლივი ინიციატივით მორიგი მასშტაბური პროექტი განვახორციელეთ და საბურავების ნარჩენებისგან კიდევ ერთი  დაბინძურებული ტერიტორია გავწმინდეთ. ასეთი აქტივობები მნიშვნელოვნად ამცირებს გარემოზე ნეგატიურ ზემოქმედებას, მით უმეტეს, რომ შეგროვებული ნარჩენები ტექნიკური რეგლამენტის სრული დაცვით გადამუშავდება.

მსგავსი პროექტები აქამდეც არაერთხელ გვქონია. მხოლოდ გასულ წელს „თეგეტა გრინ პლანეტმა“ 6 000 ტონაზე მეტი საავტომობილო ნარჩენი - საბურავები, აკუმულატორები და გამოყენებული ზეთი შეაგროვა და გადაამუშავა. ვამაყობთ, რომ ეს ციფრები ყოველწლიურად იზრდება და ამ გზით ქვეყანაში ცირკულარული ეკონომიკის განვითარებასა და გარემოზე ზრუნვაში ჩვენი წვლილი შეგვაქვს.

ჩვენს მოქალაქეებს ვთხოვდით, თუ საავტომობილო ნარჩენებით დაბინძურებულ ადგილებს შეხვდებიან, შეუძლიათ, შეგვატყობინონ - „თეგეტა გრინ პლანეტის“ ვებგვერდზე ან Tegeta App-ში შეავსონ განაცხადები, ჩვენ კი შესაბამისი რეაგირება გვექნება“.

„თეგეტა მოტორსისა“ და „თეგეტა გრინ პლანეტისთვის“ ეს საბურავების ნარჩენებისგან ტერიტორიის დასუფთავების პირველი შემთხვევა არ არის. გასულ წლებში მათი ინიციატივით მსგავსი აქტივობა თბილისსა და ბაკურიანშიც განხორციელდა. გარდა ამისა, მთელი საქართველოს მასშტაბით, „თეგეტა გრინ პლანეტის“ 45-მდე შეგროვების პუნქტი ფუნქციონირებს, სადაც მოსახლეობას საავტომობილო ნარჩენების ჩაბარების შესაძლებლობაც აქვს. კომპანიის გზავნილია: „არ გადაყარო, ჩააბარე“, რომლის ფარგლებშიც, ჩაბარებული ნარჩენები ახალ ნედლეულად გარდაიქმნება.

--

გარემოს დაცვა „თეგეტა მოტორსის“ CSR-ის სტრატეგიული მიმართულებაა, რომელიც მდგრადი განვითარების პრინციპების გათვალისწინებით იგეგმება. „თეგეტა“ აქტიურად მუშაობს მდგრად სატრანსპორტო გადაწყვეტაზე ნულოვანი ემისიების მისაღწევად, ნარჩენების ეფექტიანად მართვისა და გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლების მიმართულებით. „თეგეტა გრინ პლანეტთან“ ერთად, ყოველწლიურად გროვდება მილიონობით ტონა საავტომობილო ნარჩენი - მეორადი საბურავები, აკუმულატორები და ზეთები, რომლებიც ტექნიკური რეგლამენტის შესაბამისად გადამუშავდება. „თეგეტა“ აფართოებს ელექტრომანქანების დამტენების ქსელს, მისი ავტოპარკი კი ნაწილობრივ სრულად ელექტრული და ჰიბრიდული ავტომობილებისგან შედგება, მათ შორის, 2021 წლიდან შიდა ბიზნესპროცესებს - სასაწყობე მეურნეობასა და გადაზიდვებს - ეკომეგობრული ტრანსპორტით მართავს. ინფრასტრუქტურული პროექტები კი ითვალისწინებს მზის პანელების მონტაჟსა და ბუნებრივი რესურსების მდგრად გამოყენებას. დამატებით, „თეგეტა მოტორსი“ მუშაობს მომხმარებლებისა და თანამშრომლების ჩართულობაზე გარემოსდაცვით პროექტებში. მათ შორისაა კამპანია „არ გადაყარო, ჩააბარე“ და მომხმარებლების მხრიდან ასობით სპეციფიკური ნარჩენის ჩაბარება, მაკულატურისა და პლასტმასის შეგროვებისთვის ათეულობით მწვანე ყუთი „თეგეტას“ სერვისცენტრებსა და ფილიალებში, დასუფთავების აქციები, ახალგაზრდების ინფორმირება და ა.შ.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
  • 17:05
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
  • 16:35
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge