png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge

პრემიერ-მინისტრი წასულია იქ, სადაც საქართველოს ხვალინდელი დღე წყდება - გია ვოლსკი თურქმენეთის ფორუმში ირაკლი კობახიძის მონაწილეობაზე

  • პოლიტიკა
  • 12.12.2025
  • 14:52
პრემიერ-მინისტრი წასულია იქ, სადაც საქართველოს ხვალინდელი დღე წყდება - გია ვოლსკი თურქმენეთის ფორუმში ირაკლი კობახიძის მონაწილეობაზე

აშხაბადის შეხვედრა საგანგებო მნიშვნელობისაა, ყველამ იცის, ვინ არის ოკუპანტი, საქართველო ერთადერთი ქვეყანაა, რომელსაც რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობა არ აქვს, თავის მართლება საჭირო არ არის, ზუსტად ამიტომ არის პრემიერ-მინისტრი წასული, სადაც საქართველოს ხვალინდელი დღე წყდება და იგეგმება, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.

მისი თქმით, ფორუმში ვლადიმერ პუტინი თუ მონაწილეობს, ეს იმას არ ნიშნავს, რომ პრემიერ-მინისტრი არ უნდა შეხვდეს აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრს.

„პრეტენზიები თუ გვაქვს თურქმენეთთან ან მართვის სტილთან, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩვენი ინტერესებით არ უნდა ვიხელმძღვანელოთ, როდესაც ამის მაგალითებს ვხედავთ. ჩვენ თუ  ჩინეთთან ვთანამშრომლობთ, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ევროპის კრიტიკას ავყვეთ, როდესაც თავად ჩადიან ჩინეთში და უშველებელ ხელშეკრულებებს დებენ. სამწუხაროა, ჩვენი ტერიტორიები ოკუპირებულია და ოკუპანტი ვინც არის, ყველამ კარგად იცის. ყველა რეზოლუცია, მათ შორის ბოლო რეზოლუცია, რომელიც გაერო-ში გავიდა, ჩვენი ხელმოწერით გავიდა. მართალია, უკრაინასთან დაკავშირებით იყო, მაგრამ ჩვენ არ შეგვიცვლია პოზიციები. თქვენ თუ გინდათ, მაინც და მაინც შეხვედრაზე, სადაც არის უშველებელ გლობალურ საკითხებთან დაკავშირებით საუბარი, პრემიერ-მინისტრი გამოვიდეს და იგივე იძახოს რასაც ზოგიერთი აკაცუკი ქუჩაში იძახის, ასეთი რამეები არ ხდება. ამ დონის შეხვედრებზე ასეთი რამეები არ ხდება. თქვენ თუ გგონიათ შეხვედრების, ფორუმების გარეშე საქართველოს შეიძლება, რაღაც პერსპექტივა ჰქონდეს მომავალში, არათუ ძალიან ცდებით, არამედ ვფიქრობ, მაინც პროპაგანდისტული ინტერესები გაგაჩნიათ და მეტი არაფერი“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
  • 17:05
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
  • 16:35
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge