png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge

ღირსეული პასუხი გვექნება ყველა ინსტანციაში - ირაკლი კირცხალია BBC-ის სტატიაზე

  • პოლიტიკა
  • 01.12.2025
  • 15:51
ღირსეული პასუხი გვექნება ყველა ინსტანციაში - ირაკლი კირცხალია BBC-ის სტატიაზე

გვექნება ღირსეული პასუხი ყველა ინსტანციაში, ყველა დონეზე, ყველას გავაგებინებთ ძალიან ხმამაღლა, რეალურად რა ბინძურ თამაშთან გვაქვს საქმე და როგორი ბინძური თამაში გრძელდება ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კირცხალიამ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა BBC-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, სადაც საუბარია, რომ „საქართველოში მომიტინგეების წინააღმდეგ, სავარაუდოდ, პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური იარაღი გამოიყენეს“.

„ქართული ოცნების“ გადაწყვეტილება არის სრულიად ლოგიკური, რადგან რაც BBC-ის მხრიდან ვნახეთ და მოვისმინეთ, გასცდა ყველანაირ ზღვარს. რა შეიძლება დავარქვათ? ძალიან მარაზმში არიან გადასული. გასაკვირი არ არის, როდესაც იმ მეინსტრიმ მედიებზე ვსაუბრობთ, როგორიც არის BBC. მათი სახე მსოფლიოს მასშტაბით განსაკუთრებით 2022 წლის შემდეგ გამოჩნდა. ასევე, ნიშანდობლივია თეთრ სახლში რომ დაემატა ერთი გრაფა, სადაც არასანდო მედიასაშუალებებია ჩამოთვლილი და იქ BBC-ც არის. გავიხსენოთ რამდენიმე კვირის წინანდელი სკანდალი, რომელსაც შეეწირა, დირექტორი თუ ახალი ამბების ხელმძღვანელი. ამ ყველაფრის შემდეგ რას ვხედავთ? სრულიად მარაზმს, აბსურდს ვისზე დაყრდნობით? ჩახუნაშვილი და ა.შ. მათი რიგითი აგენტურები, პატარა „აგენტუკები", რომლებიც ჩადიოდნენ და ქვეყნის საწინააღმდეგო დასმენას ახდნენ. შედარებით მძიმე წონიანი აგენტურული წარმომადგენლებიც ვნახეთ - ჰელსინკის კომისია იქნება თუ სხვა - ამაზე დაყრდნობით BBC -ს, ყოფილი ძალიან კარგი და მნიშვნელოვანი რეპუტაციის მქონე მედიის, მხრიდან ვისმენთ ასეთ დეზინფორმაციას. სასაცილოა, მაგრამ რეალურად, სასაცილო არ არის, რადგან ამ მარაზმის ქვეშ არის მთელი მსოფლიო. როცა ასეთი მედიასაშუალებებისგან ვისმენთ ასეთ ინფორმაციას და ვისმენთ ასეთ უსტანდარტო სიცრუეზე აგებულ ინფორმაციას, რაზე უნდა ვისაუბროთ საერთოდ?”- განაცხადა კირცხალიამ.

შეგახსენებთ, გამოცემა BBC-ის გამოაქვეყნა მასალა, რომელშიც ნათქვამია, რომ საქართველოში დეონსტრანტების წინააღმდეგ, სავარაუდოდ, პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური იარაღი გამოიყენეს.BBC-ის ინფორმაციით, მათ მიერ შეგროვებული მტკიცებულებები მიუთითებს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ გასულ წელს მთავრობის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციების ჩასახშობად პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური იარაღი გამოიყენა. როგორც BBC-ი წერს, “საქართველოს მთავრობის მიერ ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის შეჩერების წინააღმდეგ მებრძოლი დემონსტრანტები სხვადასხვა სიმპტომებს - მათ შორის თვალების წვას, ქოშინს, ხველასა და ღებინებას უჩიოდნენ, რომელიც კვირების განმავლობაში გაგრძელდა“.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
  • 17:05
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
  • 16:35
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge