png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge

ალეკო ელისაშვილს პატიმრობა შეეფარდა

  • სამართალი
  • 01.12.2025
  • 14:41
ალეკო ელისაშვილს პატიმრობა შეეფარდა

ტერორისტული აქტის ჩადენის მცდელობის ბრალდებით დაკავებულ პოლიტიკოსს, „ლელო - ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთ ლიდერს, ალეკო ელისაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ლელა მარიდაშვილმა მიიღო.

საქმეზე წინასასამართლო სხდომა 22 იანვარს 14:00 საათზე ჩაინიშნა. 

 აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს ბრალდების მხარემ მიმართა.

"არსებობს ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხე, ადვოკატსაც უთხრა, რომ მარტო იმას ნანობს, რომ განზრახვა სისრულეში ვერ მოიყვანა. ასევე სხვა მოქმედი საქმეცაა მასზე. მოწმებებზე ზემოქმედების საფრთხეცაა და მიმალვისაც" - განაცხადა პროკურორმა, მარიამ ბერძენიშვილმა. 

პროკურორის თქმით, ელისაშვილი "წინასწარ შემუშავებული გეგმით მოქმედებდა". რაც შეეხება აალებადი ნივთიერების გამოყენებას, ბრალდების მხარის განცხადებით, აღნიშნული ქიმიური ექსპერტიზის დასკვნით დადასტურდა.

დაცვის მხარე ბრალდების შუამდგომლობას არ დაეთანხმა, ადვოკატის განცხადებით, ელისაშვილს ტერორისტული აქტის ჩადენის მცდელობა არ ჰქონია. ადვოკატმა ელისაშვილის 5 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლება მოითხოვა.

"მან განზრახ აირჩია შაბათი დილა, იმ მოტივით, რომ შიგნით არავინ ყოფილიყო და დაზიანებულიყო, რაც ზიანის მიყენების განზრახვას ეწინააღმდეგება, რაც ერთ-ერთი მთავარია ტერორიზმის დროს". - განაცხადა ადვოკატმა გიორგი რეხვიაშვილმა. 

ალეკო ელისაშვილმა დარბაზი შემდეგი სიტყვებით დატოვა: „ცეცხლი უსამართლობას“.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
  • 17:05
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
  • 16:35
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
3 ოქტომბრამდე საქართველოში კვლავ ნალექია მოსალოდნელი
  • 16:29
3 ოქტომბრამდე საქართველოში კვლავ ნალექია მოსალოდნელი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge