png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge

ჩორჩანასთან დაკავშირებით გიორგი გახარიასთან ერთნაირი პრეტენზიები აქვთ მხოლოდ „ოცნებისა“ და ცხინვალის რუსულ საოკუპაციო რეჟიმებს - ბერდია სიჭინავა

  • პოლიტიკა
  • 20.11.2025
  • 15:07
ჩორჩანასთან დაკავშირებით გიორგი გახარიასთან ერთნაირი პრეტენზიები აქვთ მხოლოდ „ოცნებისა“ და ცხინვალის რუსულ საოკუპაციო რეჟიმებს - ბერდია სიჭინავა

"ჩორჩანასთან დაკავშირებით გიორგი გახარიასთან ერთნაირი პრეტენზიები აქვთ მხოლოდ „ოცნების“ რეჟიმს და ცხინვალის რუსულ საოკუპაციო რეჟიმს" - ასე ეხმაურებიან ყოფილი პრემიერის გუნდში ე.წ. სამხრეთ ოსეთის დელეგაციის ხელმძღვანელის, იგორ კოჩიევის განცხადებას, რომლის თანახამადაც გახარიას წინააღმდეგ დაწყებული სამართლებრივი პროცესი ქართული მხარის აღიარებაა, რომ საგუშაგო იქ არ უნდა იდგეს.

ბრიფინგზე ბერდია სიჭინავამ განაცხადა,  რომ ჩორჩანაში ქართული მიწის დაცვის საქმეზე გიორგი გახარიას მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნით, „ოცნება“ ღალატობს საქართველოს ეროვნულ ინტერესებს, ანგრევს საერთაშორისო სამართლებრივ ფუნდამენტს და გამოუსწორებელ ზიანს აყენებს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს.

"გუშინ „ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის“ (IPRM) ფორმატში გამართული შეხვედრისას, ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის დელეგაციის ხელმძღვანელმა ეგორ კოჩიევმა გააკეთა საგანგაშო განცხადება, თითქოს ჩორჩანა წარმოადგენს ე.წ. სამხრეთის ოსეთის ტერიტორიას, რითაც პირდაპირ დაადასტურა ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის პრეტენზიების არსებობა ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩორჩანაზე, რომლის ოკუპირებასაც მცოცავი მეთოდით გეგმავდნენ 2019 წელს, რასაც გიორგი გახარიამ საპოლიციო საგუშაგოს განთავსებით შეუშალა ხელი და მცოცავი ოკუპაცია მშვიდობიანი მეთოდებით შეაჩერა.
ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლის - კოჩიევის განმარტებით, საქართველოს ხელისუფლების მხრიდან სოფელ ჩორჩანაში საგუშაგოს გახსნის შეცდომის აღიარების ლოგიკური გაგრძელება - მისი მოხსნა იქნება, რის არგუმენტადაც მოჰყავს „ოცნების“ რეჟიმისა და მისი პროკურატურის მიერ გიორგი გახარიას მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებისა და მისთვის პატიმრობის დაუსწრებლად შეფარდების ფაქტი. 
ფაქტია, რომ ჩორჩანასთან დაკავშირებით გიორგი გახარიასთან ერთნაირი პრეტენზიები აქვთ მხოლოდ „ოცნების“ რეჟიმს და ცხინვალის რუსულ საოკუპაციო რეჟიმს.
ჩორჩანაში ქართული მიწის დაცვის საქმეზე გიორგი გახარიას მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნით, „ოცნება“ ღალატობს საქართველოს ეროვნულ ინტერესებს, ანგრევს საერთაშორისო სამართლებრივ ფუნდამენტს და გამოუსწორებელ ზიანს აყენებს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს.
საქართველოს ეროვნული ინტერესების ღალატი, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის დაზიანება არცერთ შემთხვევაში არ დარჩება პასუხგაუცემელი და ყველა პირი, ვინც ამ დანაშაულებრივ პროცესში არის ჩართული აგებს ისტორიულ და სამართლებრივ პასუხს ამ ქვეყნის წინაშე", - განაცხადა ბერდია სიჭინავამ. 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
  • 17:05
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
  • 16:35
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge