png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge

საქართველოში ყოველ 100 ათასს მოსახლეზე საშუალოდ 11 ადამიანი იღუპება გზებზე - დარახველიძე

  • საზოგადოება
  • 19.11.2025
  • 16:29
 საქართველოში ყოველ 100 ათასს მოსახლეზე საშუალოდ 11 ადამიანი იღუპება გზებზე - დარახველიძე

ავარიების შედეგად გარდაცვალების მაჩვენებელი წინა წლის ცხრათვიან პერიოდთან შედარებით, 41 ერთეულით არის გაზრდილი, ხოლო დაშავების მაჩვენებელი – 637 ერთეულით, – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ყველაზე ხშირად ავარიებს და დაშავების შედეგებს სიჩქარის გადაჭარბება იწვევს.

„სამწუხაროდ, საქართველოში გზებზე დაშავების და გარდაცვალების მაჩვენებელი ისევ მაღალ ნიშნულზეა. ევროპაში პირველ ადგილზე ვართ, 100 ათასს მოსახლეზე საშუალოდ 11 ადამიანი იღუპება გზებზე. ეს მაშინ, როცა ევროპული, საუკეთესო მაჩვენებელია 2-3 ადამიანი, ყველაზე მაღალია 7 ადამიანი, რომელიც რუმინეთში ფიქსირდება, საქართველოში კი ეს მაჩვენებელია 11-ია. ეს ის ციფრია, რაც გვავალდებულებს, რომ გარკვეული ზომები მივიღოთ.

2024 წელს ავარიების შედეგად 7 587 დაშავების შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა – 444 ადამიანი. მიმდინარე წლის 9 თვის მონაცემებით, 6 041 ადამიანია დაშავებული, გარდაიცვალა – 345 ადამიანი. ავარიების შედეგად გარდაცვალების მაჩვენებელი წინა წლის ცხრათვიან პერიოდთან შედარებით, 41 ერთეულით არის გაზრდილი, ხოლო დაშავების მაჩვენებელი – 637 ერთეულით. 373 ერთეულით არის გაზრდილი ავარიების რაოდენობა. ყველაზე ხშირად ავარიებს და დაშავების შედეგებს სიჩქარის გადაჭარბება იწვევს. გასულ წელს სიჩქარის გადაჭარბებაზე მილიონ-ნახევარზე მეტი ჯარიმა დაიწერა. სიჩქარის გადაჭარბების მაჩვენებელი საერთო სამართალდარღვევის ჭრილში 41.96%-ით არის გაზრდილი“, – განაცხადა დარახველიძემ.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
  • 17:05
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
  • 16:35
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge