png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge

Europcar Georgia აღმოსავლეთ ევროპაში ავტოგაქირავების საუკეთესო კომპანია გახდა

  • ბიზნესი
  • 13.11.2025
  • 18:29
Europcar Georgia აღმოსავლეთ ევროპაში ავტოგაქირავების საუკეთესო კომპანია გახდა

საუკეთესო სერვისი, დეტალებზე ორიენტირებულობა, მომხმარებელზე ზრუნვა და პროფესიონალიზმი - ეს იმ კრიტერიუმების არასრული ჩამონათვალია, რომელთა დამსახურებითაც Europcar Georgia აღმოსავლეთ ევროპაში საუკეთესო კომპანიად დასახელდა და World Luxury Travel Awards 2025-ის ჯილდოც მიიღო. WLTA  ტურიზმის სექტორში ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული საერთაშორისო დაჯილდოებაა. რაც შეეხება Europcar Georgia-ს, კატეგორიაში Best Car Rental Company in Eastern Europe კომპანია 5 ფინალისტს შორის გამოარჩიეს.

ნინო პატარაია, Europcar Georgia-ს საოპერაციო დირექტორი: „ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და ღირებული ჯილდო ტურიზმის სფეროში. ჩვენთვის ორმაგად სასიხარულოა ის ფაქტი, რომ წარმატება ეფუძნება მომხმარებლების უკუკავშირს - მომსახურების მიღების შემდეგ ტურისტები და ვიზიტორები ხმას აძლევენ მათთვის რჩეულ, სანდო და მომხმარებელზე ორიენტირებულ ბრენდებს სხვადასხვა სფეროში და სწორედ ამ შეფასებების შედეგად ვლინდება გამარჯვებულიც. აქედან გამომდინარე, მიღწეულ შედეგსა და ამ წარმატებაში უდიდესი წვლილი სწორედ ჩვენს ლოიალურ მომხმარებლებს მიუძღვით. ამასთანავე, Europcar Georgia-ს გამარჯვება ასახავს თანამშრომელთა შრომის შედეგებს, რაც დიდი სტიმულია გუნდისთვის, შეინარჩუნოს მაღალი სტანდარტები“.

Europcar, რომელიც საერთაშორისო კომპანიაა, კონკურსში სხვადასხვა კონტინენტიდან, სხვადასხვა კატეგორიაში მონაწილეობდა. გამარჯვება კი მხოლოდ 7 ქვეყნის წარმომადგენლობამ, მათ შორის საქართველომ, Europcar Georgia-მ მოიპოვა - მომსახურების ხარისხის, ბრენდის იმიჯის, ავტომობილების მდგომარეობისა და შეფასების სხვა კრიტერიუმების გათვალისწინებით.

World Luxury Travel Awards, რომელსაც „ტურიზმის ოსკარს“ უწოდებენ, წელიწადში ერთხელ იმართება და ტურისტული ინდუსტრიის სხვადასხვა სექტორს მოიცავს, მათ შორის, სასტუმროებს, რესტორნებს, ავიაკომპანიებსა და სატრანსპორტო სერვისის მიმწოდებლებს. დაჯილდოების ფარგლებში, გამარჯვებულები 100-ზე მეტ კატეგორიაში ვლინდებიან. ხმის მიცემის პროცესი აპრილიდან სექტემბრამდე პერიოდში მიმდინარეობდა და მსოფლიოს მასშტაბით, საცალო მომხმარებლებთან ერთად, მასში თავად ტურიზმის ინდუსტრიის წარმომადგენლებიც მონაწილეობდნენ, რომლებიც სფეროსთან დაკავშირებული ამა თუ იმ პროდუქტითა თუ სერვისით სარგებლობენ.

მოპოვებული ჯილდო მნიშვნელოვან როლს ასრულებს ტურისტული ბრენდების რეპუტაციის ამაღლებაში და ხელს უწყობს მომხმარებლების ლოიალობის ზრდას.

--

Europcar Georgia ,,თეგეტა ჰოლდინგში“ შემავალი კომპანიაა, რომელიც საერთაშორისო ბრენდის ექსკლუზიური წარმომადგენელია საქართველოში. კომპანიის ბიზნესპროფილია ავტომობილების გაქირავება როგორც დღიურად, ისე საოპერაციო ლიზინგით გრძელვადიანი საჭიროებისთვის და ასევე სატრანსპორტო მომსახურება. საქართველოში პირველად, Europcar თავის მომხმარებელს Auto Subscription-ის სერვისსაც სთავაზობს.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
  • 17:05
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
  • 16:35
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge