png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge

თუ შემოხვედით პარლამენტში, ძალიან გთხოვთ, მორალს ნუ წაგვიკითხავთ! - ირაკლი ქადაგიშვილი ფრაქცია „საქართველოსთვის“ წევრებს

  • პოლიტიკა
  • 11.11.2025
  • 15:32
თუ შემოხვედით პარლამენტში, ძალიან გთხოვთ, მორალს ნუ წაგვიკითხავთ! - ირაკლი ქადაგიშვილი ფრაქცია „საქართველოსთვის“ წევრებს

„ახლა რასაც ვუყურებთ,  გვაქვს  ფარისევლობის პერფორმანსი, ამას სხვას ვერაფერს დავარქმევ. იმაზე კი არ არის საუბარი, რომ ქვეყანაში პრობლემები არ არის, უბრალოდ, ამაზე გვესაუბრება ის პოლიტიკური გუნდი, რომელმაც თავისი ლიდერის თამადობით საქართველო ყველაზე უფრო მძიმე მომენტში მიატოვა და უღალატა. უღალატა იმიტომ, რომ გადარჩენილიყო „ნაციონალური მოძრაობა“ და ეს დავალება მიიღო ამერიკის შეერთებული შტატების მაშინდელი ელჩისგან - ხელისუფლება უნდა ჩამოშლილიყო“, - განაცხადა პლენარულ სხდომაზე ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრმა ირაკლი ქადაგიშვილმა.

მისივე თქმით, ფრაქცია „საქართველოსთვის“ პოლიტიკური ლიდერი (გიორგი გახარია) პასუხისმგებლობას გაექცა და ქვეყნიდან გაიქცა.

„ქართული ოცნება“ კი პასუხისმგებლობის ამღები პარტიაა. მაშინაც, როცა გახარია  ხელისუფლებას შლიდა, ჩვენ ავიღეთ პასუხისმგებლობა. დღეს, როცა გამოწვევებია, ჩვენ ავიღეთ პასუხისმგებლობა და ნაბიჯები გადავდგით. დღეს რომ გინდათ უკეთესი ცხოვრება ქვეყნისათვის, მაგრამ ფარისევლურად ებრძვით ინვესტიციას, ჩვენ ამ ინვესტიციებს განვახორციელებთ. დღეს, როდესაც თქვენ ამბობთ, რომ  თითქოს „ნაცებისთვის“ ხელი არ შეგიწყვიათ,  ჩვენ სწორედ  „ნაცების“ წინააღმდეგ შეგვაქვს ეს საკონსტიტუციო სარჩელი. ამიტომ, კიდევ ერთხელ - თუ შემოხვედით პარლამენტში, ძალიან გთხოვთ, მორალს ნუ წაგვიკითხავთ და თუ რამე საქმიანი წინადადება გაქვთ, თქვით და გავითვალისწინებთ“, - მიმართა ირაკლი ქადაგიშვილმა ფრაქცია „საქართველოსთვის“ წევრებს.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
  • 17:05
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
  • 16:35
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge