png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge

მოემზადე სეზონური ცვლილებებისთვის „თეგეტა მოტორსის“ რჩევებით

  • პოლიტიკა
  • 10.11.2025
  • 11:52
მოემზადე სეზონური ცვლილებებისთვის „თეგეტა მოტორსის“ რჩევებით

ზამთრის მოახლოებასთან ერთად, ამინდი მკვეთრად იცვლება - ტემპერატურა იკლებს, ხილვადობა რთულდება და გზებზე მოცურების რისკიც იზრდება. სწორედ ამიტომ ავტომობილის წინასწარი შემოწმება და სეზონისთვის მომზადება უსაფრთხო მგზავრობის აუცილებელი წინაპირობაა.

„თეგეტა მოტორსი“ მძღოლებს მოუწოდებს, ზამთრისთვის სამზადისს პასუხისმგებლობით მოეკიდონ და ავტომობილის გამართვისთვის მომხმარებელს სთავაზობს: 15%-იან ფასდაკლებას აკუმულატორების სრულ ასორტიმენტზე და გაორმაგებულ ქეშბექს ზამთრის საბურავებზე.

ლაშა ნარუსაშვილი, „თეგეტა მოტორსის“ ტექნიკური განვითარების მთავარი ოფიცერი: „თეგეტა მოტორსისთვის“ მომხმარებლების უსაფრთხო გადაადგილებაზე ზრუნვა ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. ჩვენი საქმიანობიდან გამომდინარე, მუდმივად ვცდილობთ, საზოგადოებას შევახსენოთ, რომ ავტომობილის მოვლა არა მხოლოდ კონკრეტულ სეზონს უკავშირდება, არამედ მთელი წლის განმავლობაში მნიშვნელოვანია. სწორად შერჩეული საბურავები, გამართული აკუმულატორი და დროულად გამოცვლილი ზეთი მნიშვნელოვნად ამცირებს გზაზე მოსალოდნელ რისკებს. ჩვენი მიზანია, ხელი შევუწყოთ მომხმარებლებს, შეხვდნენ ცივ სეზონს თავდაჯერებულად და მშვიდად - ისე, რომ ყოველი მგზავრობა იყოს უსაფრთხო და საიმედო“.

როგორ მოვამზადოთ ავტომობილი სეზონის ცვლილებისთვის?

ზამთრის საბურავები

საბურავი ავტომობილის ერთადერთი ნაწილია, რომელიც უშუალოდ ეხება გზას, ამიტომ მისი გამართულობა უმნიშვნელოვანესია. როცა ჰაერის ტემპერატურა 7°C-ს ჩამოსცდება, აუცილებელია ზაფხულის საბურავების შეცვლა. ზამთარში არასეზონური საბურავი ელასტიკურობას კარგავს და მოჭიდების უნარი უმცირდება, რაც მოცურების რისკს ზრდის.

ზამთრის საბურავზე აუცილებლად უნდა იყოს გამოსახული მთაში ჩახატული ფიფქის სიმბოლო. მსუბუქი ავტომობილისთვის პროტექტორის მინიმალური დაშვებული სიმაღლეა 3 მმ, ხოლო საბურავის გამოშვებიდან 10 წელზე მეტი არ უნდა იყოს გასული.

აკუმულატორის შემოწმება

ცივ ამინდში აკუმულატორი უფრო ძლიერ დატვირთვას განიცდის და მისი სიმძლავრე მცირდება. თუ ფარების სინათლე შესამჩნევად დასუსტდა ან დაქოქვისას სირთულეები შეინიშნება, სასურველია მისი სერვისცენტრში შემოწმება. აკუმულატორის საშუალო ექსპლუატაციის ვადაა 3-7 წელი, რის შემდეგაც აუცილებელია მისი შეცვლა.

ანტიფრიზის კონტროლი

ძრავის გამართული მუშაობისთვის აუცილებელია, გაგრილების სისტემაში შესაბამისი ხარისხის ანტიფრიზი იყოს. რესურსამოწურული სითხე დაბალ ტემპერატურაზე გაიყინება და ძრავას სერიოზულ ზიანს მიაყენებს. ამიტომ შემოდგომის ბოლოს მიზანშეწონილია ანტიფრიზის დონისა და მდგომარეობის შემოწმება.

მაშუქი ფარები და საქარე მინის საწმენდი სისტემა

მოკლე დღეებისა და ხშირი ნალექის პირობებში გამართული ფარები და საქარე მინის მწმენდავები გადამწყვეტ როლს თამაშობს. ამიტომ აუცილებელია, მძღოლები დარწმუნებული იყვნენ, რომ ფარები სწორად ანათებს, ხოლო მინის საწმენდ სითხეში დამატებულია ყინვაგამძლე კონცენტრატი. ჩვეულებრივი წყალი ზამთარში იყინება და ხედვის არეალს მნიშვნელოვნად ზღუდავს.

სამუხრუჭე სისტემა

თოვლიან და სველ გზებზე მუხრუჭების გამართულობა უმნიშვნელოვანესია. სეზონის ცვლილებისას რეკომენდებულია სამუხრუჭე დისკებისა და ხუნდების შემოწმება სპეციალისტის მიერ.

საგანგებო ნაკრები

გზაზე გადაადგილებისას სასურველია, მძღოლებს ავტომობილში ჰქონდეთ: სათადარიგო საბურავი, ფანარი, თოვლის იარაღები, თბილი პლედი და პირველადი დახმარების ნაკრები - მოულოდნელი შეფერხების დროს ეს ნივთები მნიშვნელოვან როლს შეასრულებს.

განსაკუთრებული შეთავაზებები „თეგეტა მოტორსისგან“

კომპანიაში კვლავ მოქმედებს „უსასრულო გარანტიის“ პროგრამა, რომელიც ვრცელდება პრემიუმ ბრენდების აკუმულატორებსა და საბურავებზე.

უსასრულო გარანტია ვრცელდება შემდეგი ბრენდების შეძენისას:

აკუმულატორები: Varta, Exide, Fiamm, Optima, Bex, Autopower, Feon, Akom, Monbat, Macpower, Energizer.

საბურავები: BRIDGESTONE, PIRELLI, CONTINENTAL, MICHELIN, YOKOHAMA, BF GOODRICH.

ზამთარი მეტ ყურადღებასა და პასუხისმგებლობას მოითხოვს - „თეგეტა მოტორსი“ კი მზად არის, მომხმარებლებს ეს პროცესი გაუმარტივოს. მოემზადე სეზონური ცვლილებებისთვის წინასწარ, რათა მგზავრობა უსაფრთხო, კომფორტული და საიმედო იყოს.

--

„თეგეტა მოტორსის“ შესახებ: „თეგეტა ჰოლდინგში“ შემავალი კომპანია „თეგეტა მოტორსი“ 1995 წლიდან ოპერირებს ბაზარზე მსუბუქი, სატვირთო და სპეციალური დანიშნულების სერვისის მიმართულებით. ავტოინდუსტრიის ლიდერი კომპანია მომხმარებელს ავტომომსახურების სრულ სპექტრს სთავაზობს, როგორც მსუბუქი და სატვირთო ავტომობილების, ისე ავტობუსებისა და მიკროავტობუსების, ასევე სპეციალური დანიშნულების ტექნიკის მიმართულებით. კომპანიას მთელი ქვეყნის მასშტაბით 28 ფილიალი აქვს, რომლებიც 500 000-მდე საცალო და 35 000-მდე კორპორაციულ მომხმარებელს ემსახურება. „თეგეტა მოტორსი“ 300-მდე მსოფლიო ბრენდის წარმომადგენელია საქართველოში, მათ შორის არის Bridgestone, Michelin, Varta, Shell, Motul, Hengst და სხვა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
  • 17:05
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
  • 16:35
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge