png.ge
png.ge
png.ge
16+
20 ნოემბერი, 2026, პარასკევი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
20 ნოემბერი, 2026, პარასკევი
png.ge

E-Commerce Day 2025 – „თეგეტა ჰოლდინგი“ მომავლის ტექნოლოგიების მხარდამჭერი

  • ბიზნესი
  • 05.11.2025
  • 16:36
E-Commerce Day 2025 – „თეგეტა ჰოლდინგი“ მომავლის ტექნოლოგიების მხარდამჭერი

ქვეყნის ყველაზე მასშტაბური ელექტრონული კომერციის საერთაშორისო ღონისძიება წელს „თეგეტა ჰოლდინგის“ მონაწილეობით გაიმართა. E-Commerce Association Georgia-ს მიერ ორგანიზებულ რიგით მესამე კონფერენციაზე ადგილობრივი და უცხოური ბიზნესის წარმომადგენლები შეიკრიბნენ, მათ შორის თბილისში საგანგებოდ ჩამოვიდნენ ისეთი კომპანიებიდან, როგორებიცაა Amazon Web Service, IE Tech School, Visa. საავტომობილო სექტორს „თეგეტა ჰოლდინგი“ წარმოადგენდა, როგორც ინდუსტრიის ლიდერი საქართველოსა და რეგიონის ქვეყნებში.

ნიკა კოხოძე, „თეგეტა ჰოლდინგის“ ციფრული ტრანსფორმაციის ლიდი: „თეგეტასთვის“ ციფრული ტრანსფორმაცია ბიზნესის განვითარების ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა, E-Commerce Association Georgia-სთან პარტნიორობა კი საუკეთესო პლატფორმაა იმისათვის, რომ ჩვენი ტექნოლოგიური გამოცდილება ადგილობრივ თუ საერთაშორისო პროფესიონალებს გავუზიაროთ.

თეგეტას ციფრული ტრანსფორმაცია ტრადიციულ ავტოსერვისს მონაცემზე დაფუძნებულ ბიზნესად გარდაქმნის. დღეს უკვე გვიჩნდება შესაძლებლობა, მომხმარებლებს მათი ავტომობილის ფლობაში პრობლემის წარმოქმნამდეც კი დავეხმაროთ — წინასწარ ვივარაუდოთ საჭიროებები, შევთავაზოთ ინდივიდუალური გადაწყვეტილებები და გავაუმჯობესოთ ავტოსერვისის გამოცდილება“.

E-Commerce კონფერენციის მთავარი თემები წელს ასე განისაზღვრა: ხელოვნური ინტელექტი იქომერსში, ლაივ და სოცმედია იქომერსი, ონლაინ სერვისების პლატფორმები. „შერატონ მეტეხი პალასში“ შეკრებილმა სტუმრებმა ერთმანეთს დაგროვებული ცოდნა და სამომავლო გეგმები გაუზიარეს.

უკვე დანერგილ სისტემებთან ერთად, „თეგეტას“ AI პროდუქტები, სამომავლო ტექნოლოგიური ხედვა და მიმდინარე პროექტები ჰოლდინგის ციფრული ტრანსფორმაციის ლიდმა წარადგინა.

კომპანია ამჟამად სამ ძირითად მიმართულებაზე მუშაობს:  Tegeta App ჰოლდინგის მთავარი ციფრული არხია, რომელიც სერვისების დაჯავშნას, ჯარიმების გადახდას, პროდუქციის შეძენასა და პერსონალიზებულ შეთავაზებებს აერთიანებს. მეორეა Intelligent Shop და Product Catalogue. ეს არის ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული სისტემა, რომელიც მოიცავს კატალოგს, მარაგსა და მომხმარებლის მანქანის მონაცემებს. მისი დახმარებით როგორც მომხმარებელი, ისე კონსულტანტები კონკრეტული ავტომობილისთვის ნაწილის შესაბამისობასა და მის ხელმისაწვდომობას რეალურ დროში განსაზღვრავენ. დაბოლოს, Predictive -Maintenance მოდული - სისტემა, რომელიც მანქანის ისტორიისა და VIN მონაცემების საფუძველზე  მომავალ საჭიროებებს პროგნოზირებს.

ნიკა კოხოძე, „თეგეტა ჰოლდინგის“ ციფრული ტრანსფორმაციის ლიდი: „თეგეტა ხელოვნურ ინტელექტს განიხილავს, როგორც მომავალ მობილობის ეკოსისტემის ცენტრალურ ბირთვს, სადაც მანქანა, სერვისი და მომხმარებელი  ერთმანეთთან ერთიან კავშირშია. ჩვენი მიზანია, შევქმნათ ინტელექტუალური ჰოლისტიკური სისტემა, რომელიც სწავლობს ქცევას, პროგნოზირებს საჭიროებებს და ამავე დროს რეალურ დროში უკავშირდება ჩვენს ფილიალებსა და აპს “.

კომპანიაში აცხადებენ, რომ უახლოეს მომავალში „თეგეტას“ ექნება ციფრული მობილობის პლატფორმა, რომელიც ფიზიკურ და ვირტუალურ სამყაროს ერთ ჭკვიან სისტემაში გააერთიანებს.

E-Commerce Day ელექტრონული კომერციით დაინტერესებულ პირებს ერთი წლით დაემშვიდობა. ღონისძიებაზე ნათლად გამოიკვეთა, რომ ციფრული ტრანსფორმაცია აღარ არის მხოლოდ ტექნოლოგიური ტრენდი, არამედ ბიზნესების კულტურის ახალი ფაზაა. „თეგეტა ჰოლდინგი“ კი ამ ცვლილების ერთ-ერთი მთავარი მოთამაშეა რეგიონის მასშტაბით და ტრადიციას, ტექნოლოგიასა და ადამიანზე ორიენტირებულ ინოვაციას აერთიანებს.

--

„თეგეტა ჰოლდინგის“ შესახებ: უმსხვილესი საავტომობილო კომპანია კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში მომხმარებელს საავტომობილო ეკოსისტემის სრულ სპექტრს სთავაზობს, რაც მსუბუქ, სატვირთო და სამშენებლო, ასევე კომერციულ, სამგზავრო და ინდუსტრიულ ტრანსპორტს მოიცავს. მთელი ქვეყნის მასშტაბით „თეგეტას“ 28 სერვისცენტრი აქვს. „თეგეტა“ ექსკლუზიურად წარმოადგენს ცნობილ ბრენდებს Porsche, Lamborghini, Bentlye, Volvo, Toyota, Mazda, Geely, Zeekr. სატვირთო და სპეცტექნიკის მიმართულებით ჰოლდინგის პარტნიორები არიან ისეთი დიდი ბრენდები, როგორებიცაა: MAN, JCB, HINO, LIEBHERR, BOMAG და სხვები. „თეგეტა“ მსოფლიოს 300-ზე მეტი წამყვანი საავტომობილო ბრენდის იმპორტიორია საქართველოში. „თეგეტა ჰოლდინგი“, 3000-მდე თანამშრომლით, დღეს საქართველოში ერთ-ერთი უმსხვილესი დამსაქმებელია.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

მაშველები ნანგრევებში ეძებენ შვიდ მოქალაქეს, რომელთა შორის, სამი მცირეწლოვანია
  • 17:10
მაშველები ნანგრევებში ეძებენ შვიდ მოქალაქეს, რომელთა შორის, სამი მცირეწლოვანია
ღმერთო, დაგვიფარე ასეთი მეგობრებისგან - დონალდ ტუსკი ტრამპის მიერ პუტინის „მეგობრად“ მოხსენიებაზე
  • 16:59
ღმერთო, დაგვიფარე ასეთი მეგობრებისგან - დონალდ ტუსკი ტრამპის მიერ პუტინის „მეგობრად“ მოხსენიებაზე
ივანიშვილი, რომელმაც სამჯერ უკანონოდ ჩამსვა, რომ დაასანქცირონ, მიხარია კი არა, საერთოდ ჩაიტანოს დედამიწამ - ნიკა გვარამია
  • 16:57
ივანიშვილი, რომელმაც სამჯერ უკანონოდ ჩამსვა, რომ დაასანქცირონ, მიხარია კი არა, საერთოდ ჩაიტანოს დედამიწამ - ნიკა გვარამია
გაყიდვების რეკორდი საბურავებში - საავტომობილო პროდუქციის ფართო არჩევანი და ზამთრის შეთავაზებები „თეგეტა მოტორსში“
  • 12:43
გაყიდვების რეკორდი საბურავებში - საავტომობილო პროდუქციის ფართო არჩევანი და ზამთრის შეთავაზებები „თეგეტა მოტორსში“
„თეგეტა აკადემიის“ სავალი ნაწილის შეკეთების პროგრამა დასრულდა - კურსდამთავრებულების ნახევარზე მეტი „თეგეტაში“ დასაქმდება
  • 12:31
„თეგეტა აკადემიის“ სავალი ნაწილის შეკეთების პროგრამა დასრულდა - კურსდამთავრებულების ნახევარზე მეტი „თეგეტაში“ დასაქმდება
Tegeta App-ში მოგების დროა - ყოველი 50-ე ახალი მომხმარებელი საჩუქრად „გალფის“ ქულებს მიიღებს
  • 16:47
Tegeta App-ში მოგების დროა - ყოველი 50-ე ახალი მომხმარებელი საჩუქრად „გალფის“ ქულებს მიიღებს
კაცმა ცივი იარაღის გამოყენებით დედა დაჭრა - თელავში 1 პირი დააკავეს
  • 11:14
კაცმა ცივი იარაღის გამოყენებით დედა დაჭრა - თელავში 1 პირი დააკავეს
Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
  • 14:40
Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge