png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge

„თეგეტა მოტორსი“ ზრუნვის საერთაშორისო დღეს შეუერთდა

  • ბიზნესი
  • 30.10.2025
  • 11:44
„თეგეტა მოტორსი“ ზრუნვის საერთაშორისო დღეს შეუერთდა

ზრუნვა უკვე წლებია, „თეგეტა მოტორსმა“ კორპორაციული პასუხისმგებლობის სტრატეგიის განუყოფელ ნაწილად აქცია. Back to Tegeta - ამ მიმდინარე ინიციატივით შეუერთდა ამჯერად კომპანია ზრუნვის საერთაშორისო დღეს, რომელიც 29 ოქტომბერს აღინიშნა. ზრუნვა იწყება ქმედებით, მათ შორის საკუთარ ავტომობილზე, რომელიც მძღოლის, მგზავრისა თუ ფეხით მოსიარულის უსაფრთხოებისთვის აუცილებელია. Back to Tegeta სწორედ ცნობიერების ამაღლებას ისახავს მიზნად.

ზრუნვის დღის ფარგლებში, 29 ოქტომბერს, „თეგეტა მოტორსის“ სერვისცენტრებში მისულ მომხმარებლებს თემატური, სიმბოლური საჩუქრები დახვდათ. ასევე მათ ჰქონდათ შესაძლებლობა, ადგილზე გასცნობოდნენ ინფორმაციას ზრუნვის დღის მნიშვნელობის შესახებ, რათა მათთვის თვალსაჩინო იყოს, თუ როგორ გარდაიქმნება ზრუნვა „თეგეტაში“ პრაქტიკულ ქმედებად.

თათია ხორბალაძე, „თეგეტა ჰოლდინგის“ სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის ხელმძღვანელი: „ზრუნვა „თეგეტა მოტორსის“ ერთ-ერთი მთავარი ღირებულებაა - ენერგია, რომელიც ყოველდღიურ საქმიანობას, ადამიანურ ურთიერთობებსა და პასუხისმგებლობას აერთიანებს. ზრუნვა იწყება ერთი უბრალო, თუმცა მნიშვნელოვანი ქმედებით - სხვისთვის გზის დათმობით, ავტომობილზე ზრუნვით ან განათლების მხარდაჭერით, თითოეული ასეთი ნაბიჯი კი სამყაროს უკეთესად აქცევს.

„თეგეტა მოტორსში“ გვჯერა, რომ ზრუნვისკენ მომართული საზოგადოებისთვის შეუძლებელი არაფერია. ეს მრავალწლიანი პროცესი ჩვენი გზის უწყვეტ ენერგიად იქცა - სტიმულად ცვლილებებისკენ, პასუხისმგებლობისა და პროგრესისკენ“.

„თეგეტა მოტორსში“ ზრუნვის დღის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრაქტიკული გამოხატულება ავტომობილის გამართულობაზე ზრუნვაა. Back to Tegeta - კომპანიამ მიზნად დაისახა საზოგადოებაში აამაღლოს ცნობიერება, რომ ავტომობილის შემოწმება მნიშვნელოვანია არა მხოლოდ მაშინ, როდესაც კონკრეტული დეტალები გაცვეთილია ან ტექნიკური ხარვეზი შეინიშნება, არამედ პრევენციის მიზნით, გაუმართაობისა და რისკების თავიდან აცილებისთვის.

ვახტანგ მძინარაშვილი, „თეგეტა მოტორსის“ კომერციული და საოპერაციო მარკეტინგის მიმართულების ხელმძღვანელი: „ზრუნვა ავტომობილზე არ მოიაზრებს მხოლოდ პერიოდულ შემოწმებას, ის ყოველდღიურ პასუხისმგებლობად აქცევს უსაფრთხო გადაადგილებას.

სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ, Back to Tegeta  ზრუნვის დღესთან დაგვეკავშირებინა, რათა მომხმარებელმა გაითავისოს, რომ ავტომობილის დროული შემოწმება არა მხოლოდ ტექნიკური მოვლაა, არამედ უსაფრთხოების მნიშვნელოვანი მექანიზმია. ეს არ არის ერთჯერადი ქმედება, ეს ყოველდღიური პრაქტიკაა, რომელიც სიღრმისეულად უკავშირდება როგორც მძღოლის, ისე მისი ოჯახისა და გარშემო მყოფთა უსაფრთხოებას“.

ინიციატივას მხარს უჭერს Bridgestone - „თეგეტა მოტორსის“ მრავალწლიანი პარტნიორი. საბურავების წამყვანი ბრენდისთვის უსაფრთხოება და პასუხისმგებლობა გადაადგილებისას მთავარი პრიორიტეტია.

შეგახსენებთ, რომ უკეთესი საზოგადოების შექმნაზე ზრუნვა, „თეგეტას“ კორპორაციული პასუხისმგებლობის სტრატეგიული მიმართულებაა. ზრუნვის პლატფორმა Tegeta.care სწორედ ამ ღირებულების საფუძველზე შეიქმნა. Tegeta.care დონაციის პლატფორმაა, რომელიც  სოციალურ და გარემოსდაცვით საჭიროებებზე მომუშავე ორგანიზაციებს, საქველმოქმედო ფონდებს, სოციალურ საწარმოებსა და პროექტებს აერთიანებს. ვებგვერდის საშუალებით „თეგეტა ჰოლდინგი“ ნებისმიერ მსურველს აძლევს შესაძლებლობას, საკუთარი წვლილი შეიტანოს იმ ადამიანების ცხოვრების გაუმჯობესებაში, რომლებსაც ეს ყველაზე მეტად სჭირდებათ. კომპანია ზრუნვის დღეს კიდევ ერთხელ შეახსენებს საზოგადოებას, რომ პლატფორმის საშუალებით მარტივად შეუძლიათ, გახდნენ სასიკეთო ცვლილებების თანამონაწილეები.

--

„თეგეტა მოტორსის“ შესახებ: „თეგეტა ჰოლდინგში“ შემავალი კომპანია „თეგეტა მოტორსი“ 1995 წლიდან ოპერირებს ბაზარზე მსუბუქი, სატვირთო და სპეციალური დანიშნულების სერვისის მიმართულებით. ავტოინდუსტრიის ლიდერი კომპანია მომხმარებელს ავტომომსახურების სრულ სპექტრს სთავაზობს, როგორც მსუბუქი და სატვირთო ავტომობილების, ისე ავტობუსებისა და მიკროავტობუსების, ასევე სპეციალური დანიშნულების ტექნიკის მიმართულებით. კომპანიას მთელი ქვეყნის მასშტაბით 28 ფილიალი აქვს, რომლებიც 500 000-მდე საცალო და 35 000-მდე კორპორაციულ მომხმარებელს ემსახურება. „თეგეტა მოტორსი“ 300-მდე მსოფლიო ბრენდის წარმომადგენელია საქართველოში, მათ შორის არის Bridgestone, Michelin, Varta, Shell, Motul, Hengst და სხვა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
  • 17:05
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
  • 16:35
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge