png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge

საქართველოში გვყავს პრორუსული მთავრობა, პრორუსი ლიდერი, რომელიც რუსეთიდან აღებულ პრაქტიკას იყენებს, ცდილობს გაანადგუროს სამოქალაქო საზოგადოება, ზუსტად ისე, როგორც ეს რუსეთში მოხდა - სალომე ზურაბიშვილი

  • პოლიტიკა
  • 13.10.2025
  • 21:00
 საქართველოში გვყავს პრორუსული მთავრობა, პრორუსი ლიდერი, რომელიც რუსეთიდან აღებულ პრაქტიკას იყენებს, ცდილობს გაანადგუროს სამოქალაქო საზოგადოება, ზუსტად ისე, როგორც ეს რუსეთში მოხდა - სალომე ზურაბიშვილი

საქართველოში გვყავს პრორუსული მთავრობა, პრორუსი ლიდერი, რომელიც რუსეთიდან აღებულ პრაქტიკას იყენებს, ცდილობს გაანადგუროს სამოქალაქო საზოგადოება, ზუსტად ისე, როგორც ეს რუსეთში მოხდა, - ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პრაღაში “Forum 2000”-ის ფარგლებში გამართულ პანელურ დისკუსიაზე განაცხადა.

"საქართველოში დღეს ეს მთავრობა და პარტია, „ქართული ოცნება“, რომელიც უკვე „ქართული კოშმარი“ გახდა, თავიდან სულ სხვა რამ იყო. დღეს კი სრულიად სხვა პარტიაა. 2012 წლის წევრების დაახლოებით, 80% დღეს პარტიაში აღარაა. პირვანდელი კოალიციის სხვა პარტიებიც აღარ არსებობენ. ასე რომ, ეს უკვე სხვა ძალაა. მაგრამ მთავარ ფიგურას, ბატონ ივანიშვილს თუ დავუბრუნდებით, ის მაშინაც იყო, დღესაც არის და სწორედ ის არის ერთადერთი ადამიანი, ვინც დღეს გადაწყვეტილებებს იღებს, სრულად ნათელია, რომ მის გარშემო მყოფი ყველა ადამიანი მისთვის უბრალოდ მარიონეტია. ის აშკარად იყენებს რუსულ მეთოდებს, რუსულ ნარატივებს, რუსულ ინსტრუქციებს. რატომ? რა იყო შეთანხმება, ან რა მოხდა? ამას, ალბათ, ისტორია გვეტყვის.

ამჟამად ჩვენ მხოლოდ ფაქტებს ვხედავთ და არა მათ ახსნას. ფაქტი კი ის არის, რომ საქართველოში გვყავს პრორუსული მთავრობა, პრორუსი ლიდერი, რომელიც რუსეთიდან აღებულ პრაქტიკას იყენებს, ცდილობს გაანადგუროს სამოქალაქო საზოგადოება, ზუსტად ისე, როგორც ეს რუსეთში მოხდა, ერთი დიდი განსხვავებით: ქართული სამოქალაქო საზოგადოება არ არის რუსული სამოქალაქო საზოგადოება.

საქართველოში სამოქალაქო საზოგადოება საბჭოთა პერიოდშიც კი არსებობდა, გვყავდა ადამიანები, რომლებიც მაშინაც ფიქრობდნენ თავისუფლად და გამოხატავდნენ საკუთარ აზრს. დღესაც გვაქვს ძლიერი სამოქალაქო საზოგადოება. გვყავს ახალგაზრდები, და მათ შორის თითქმის ყველა, ვინც 30 წლამდეა, ნამყოფია, ან სწავლობდა ევროპასა თუ ამერიკაში. ეს უკვე სხვა თაობაა, თაობა, რომელსაც ვერ დაამარცხებენ, და სწორედ ეს არის ჩვენი იმედი", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა პრაღაში, Forum 2000 -ის პანელურ დისკუსიაზე „ცხოვრება საშიშ მეზობელთან - რუსეთთან ურთიერთობების მომავალი“.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
  • 17:05
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
  • 16:35
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge