png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge

ია დარახველიძემ საპატიმრო დატოვა

  • სამართალი
  • 11.10.2025
  • 20:16
 ია დარახველიძემ საპატიმრო დატოვა

4 ოქტომბრის  საქმეზე დაკავებული  კრეატიული დირექტორი და მუსიკოსი ია დარახველიძე თავისუფალია. მან რუსთავის ქალთა ციხე უკვე დატოვა. 

ია დარახველიძეს სასამართლომ 10 ათასი საპატიმრო გირაო რამდენიმე საათის წინ შეუფარდა  - გადაწყვეტილება მოსამართლე მზია გარშაულიშვილმა გამოაცხადა.  მოსამართლის გადაწყვეტილებიდან რამდენიმე საათში, მოქალაქეებმა აქციის მონაწილე ქალს ფული შეუგროვეს.

თავდაპირველად პროკურატურა იას მიმართ პატიმრობის შეფარდებას ითხოვდა, თუმცა პროცესზე გახდა ცნობილი, რომ დარახველიძეს აქვს ჯანმრთელობის პრობლემები. [გავრცელებული ინფორმაციით, ია დარახველიძეს ეპილეფია აქვს და მას შეტევა საკანში გასულ ღამესაც განუვითარდა]

ამის შემდეგ პროკურატურამ შესვენება მოითხოვა, ინფორმაციის გაცნობისა და გადამოწმების შემდეგ მათ დარახველიძის ნაწილში შუამდგომლობა შეცვალა და საპატიმრო გირაოს გამოყენება მოითხოვა. ია დარახველიძე გირაოს გადახდის შემდეგ გათავისუფლდება. 

დარახველიძეს გამოძიება ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ედავება.

ცნობისთვის, ათონელის სასახლესთან განვითარებულ მოვლენებში მონაწილე პირების მიმართ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე, 222-ე, 225-ე და 187-ე მუხლებით მიმდინარეობს. აღნიშნული გამოძიების ფარგლებში ჯამში 46 ადამიანია დაკავებული.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
  • 17:05
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
  • 16:35
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge