png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge

თანამედროვე დანადგარები და ინსტრუმენტები ავტოსერვისისთვის „თეგეტა მოტორსში“

  • ბიზნესი
  • 09.10.2025
  • 12:54
თანამედროვე დანადგარები და ინსტრუმენტები ავტოსერვისისთვის „თეგეტა მოტორსში“

მაღალი ხარისხის დანადგარები, სწორად ათვისებული სივრცე და მუდმივი ტექნიკური მხარდაჭერა ის მნიშვნელოვანი ფაქტორებია, რომლებიც ავტოსერვისში მომუშავე ბიზნესის ხარისხსა და ეფექტიანობას განსაზღვრავს. მსხვილ კორპორაციებს, საშუალო თუ მცირე ბიზნესს - ყველას, ვისაც მსგავსი მომსახურება სჭირდება, „თეგეტა მოტორსი“ სრულ სერვისს სთავაზობს. საქმე მთელ სისტემას ეხება და საჭირო დანადგარების მიწოდებას, სივრცის დაგეგმარებას, მონტაჟს, საგარანტიო მომსახურებასა თუ სათადარიგო ნაწილებით უზრუნველყოფას მოიცავს.

იოსებ სუხიტაშვილი, „თეგეტა მოტორსის“ დანადგარების მიმართულების უფროსი პროდუქტოფიცერი: „ჩვენი მომხმარებლები არიან როგორც მსხვილი კორპორაციული სეგმენტი, რომელიც დიდ ავტოპარკს მართავს, ისე მცირე და საშუალო ავტოსერვისები. ამასთანავე, ხელს ვუწყობთ ინდივიდუალურ მეწარმეებს და ფიზიკურ პირებსაც, რომლებსაც საკუთარი სახელოსნოს მოწყობა სურთ.

რაც შეეხება უშუალოდ დანადგარებს, ამ მიმართულებით მომხმარებელს სრულ სპექტრს ვთავაზობთ. მათ შორის, საავტომობილო ამწეებს, ვულკანიზაციის დანადგარებს, საავტომობილო რობოტებს, სამღებრო კამერას, დიაგნოსტიკის მრავალფეროვან სისტემას, ჰაერის კომპრესორს, შედუღების აპარატებს, სპეცინსტრუმენტებსა და სამრეცხაო პორტალებს. ეს დანადგარები განკუთვნილია როგორც მსუბუქი, ისე სატვირთო ავტომობილებისა და სპეცტექნიკისთვის. თითოეულს ექსკლუზიური პარტნიორებისაგან ვიღებთ. ყველა მათგანი პრემიუმ ბრენდია და „თეგეტა მოტორსი“ მათთან თანამშრომლობის არაერთ წელს ითვლის.

საუბარია ისეთ მსოფლიო მწარმოებლებზე, როგორებიც არიან ამერიკული Hunter, დიაგნოსტიკის აპარატების მწარმოებელი კომპანია Texa, ასევე გერმანული Christ, რომელიც სამრეცხაო პორტალებს გვაწვდის. ჩამონათვალშია ასევე Nussbaum, Hofmann, OMCN, Teco, Gis, Telwin, Flexbimec, Filcar, Cattini, Milwaukee, Toptul და Launch“.

ავტოსერვისისთვის საჭირო ტექნიკური ბაზის მოწყობა, მაღალი ხარისხის, თანამედროვე დანადგარებთან ერთად, სწორი ტექნოლოგიური ეკოსისტემის შექმნას გულისხმობს. ეს კი, თავის მხრივ, სამუშაო ზონის შესაბამისად აღჭურვასა და ტექნიკის სათანადოდ გადანაწილებას მოითხოვს. „თეგეტა მოტორსი“, რომელსაც საავტომობილო სექტორში 30-წლიანი გამოცდილება აქვს, მომხმარებელს სრულ ტექნიკურ გადაწყვეტას სთავაზობს - მოწყობილობების მიწოდებით, მონტაჟითა და კონსულტაციით.

იოსებ სუხიტაშვილი, „თეგეტა მოტორსის“ დანადგარების მიმართულების უფროსი პროდუქტოფიცერი: „ჩვენი კვალიფიციური ტექნიკოსები მომხმარებელს მთელი საქართველოს მასშტაბით ემსახურებიან. შეკვეთის მიღებიდან მაქსიმუმ 48 საათში გავდივართ ადგილზე, შევისწავლით სივრცეს და ვიწყებთ დაგეგმარებას. მომხმარებელს დეტალურად ვურჩევთ, მაგალითად, სად უნდა დააყენოს ამწე, რობოტი თუ თვლების შეყრის აპარატი, მოკლედ, ხდება სამშენებლო ნაწილის სრული დაგეგმარება, რაც შემდეგ შეუფერხებელ და მაქსიმალურად ეფექტიან სამუშაო პროცესზე აისახება. ცხადია, ყველაფერი წესებისა და უსაფრთხოების ნორმების აბსოლუტური დაცვით ხდება.

ამასთან ერთად, მომხმარებელი იღებს გარანტიას (საშუალოდ, 2-3 წელი), თუმცა ამ ვადის გასვლის შემდეგაც, საჭიროების შემთხვევაში, ჩვენ მათ მხარდაჭერას ვაგრძელებთ“.

დანადგარების მიწოდება-მონტაჟისას განსაკუთრებული ყურადღება უსაფრთხოების კომპონენტს ენიჭება. კომპანიაში აცხადებენ, რომ გამართული სერვისი, გამოცდილებასთან ერთად, მუდმივ განვითარებას ეფუძნება. სწორედ ამიტომ „თეგეტა მოტორსის“ ტექნიკური ჯგუფები ინტენსიურ ტრენინგებსა და მომზადებას უშუალოდ მწარმოებლის ქარხნებში გადიან. სანამ ახალი დანადგარი მომხმარებლამდე მივა, მას ჰოლდინგის თანამშრომლები დეტალურად სწავლობენ. ეცნობიან ინფორმაციას როგორც პროდუქტის შესაძლებლობების, ისე მისი მონტაჟისა და ექსპლუატაციის წესების შესახებ. ასევე, აქვთ მუდმივი მხარდაჭერა პარტნიორი ბრენდებისგან და, აუცილებლობის შემთხვევაში, მათგან დისტანციურ დახმარებას იღებენ.

საავტომობილო სერვისისათვის საჭირო დანადგარების გარდა, „თეგეტა მოტორსის“ შეთავაზებაშია სასაწყობე ტექნიკა. უკვე ხუთი წელია, კომპანია ამ მიმართულების განვითარებაზე ზრუნავს და მომხმარებელს ელექტროდამტვირთველებით, ელექტროშტაბელიორებით, ხელისა და ელექტროურიკებით, დასუფთავების აპარატებითა და სტელაჟებით ამარაგებს. ამ შემთხვევაშიც საწყობისათვის საჭირო პაკეტი მსოფლიო ბრენდების აღჭურვილობასა და გარანტიას ითვალისწინებს.  

„თეგეტა მოტორსი“ ინდივიდუალურ საჭიროებებს სრულად ერგება და ბაზაში არსებულ ტექნიკასთან ერთად, მომხმარებელს სასურველი აპარატურის თუ დანადგარის შერჩევასა და იმპორტს სთავაზობს. საუბარია როგორც საავტომობილო, ისე სასაწყობე დანადგარებზე.

წლის ჭრილში, ჰოლდინგი 100-ზე მეტ პროექტს ახორციელებს, მათ შორისაა B2B მომსახურება. კომპანიაში აცხადებენ, რომ უახლოეს მომავალში უფრო მეტი ციფრული კომპონენტის დანერგვა-განვითარება იგეგმება, რაც კომპანიის სერვისს უფრო მოქნილსა და ეფექტურს გახდის.

--

თეგეტა მოტორსის შესახებ: თეგეტა ჰოლდინგში შემავალი კომპანია „თეგეტა მოტორსი“ 1995 წლიდან ოპერირებს ბაზარზე მსუბუქი, სატვირთო და სპეციალური დანიშნულების სერვისის მიმართულებით. ავტოინდუსტრიის ლიდერი კომპანია მომხმარებელს ავტომომსახურების სრულ სპექტრს სთავაზობს, როგორც მსუბუქი და სატვირთო ავტომობილების, ისე ავტობუსებისა და მიკროავტობუსების, ასევე სპეციალური დანიშნულების ტექნიკის მიმართულებით. კომპანიას მთელი ქვეყნის მასშტაბით 28 ფილიალი აქვს, რომლებიც 500 000-მდე საცალო და 35 000-მდე კორპორაციულ მომხმარებელს ემსახურება. „თეგეტა მოტორსი“ 300-მდე მსოფლიო ბრენდის წარმომადგენელია საქართველოში, მათ შორის არის Bridgestone, Michelin, Varta, Shell, Motul, Hengst და სხვა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
  • 17:05
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
  • 16:35
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge