png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge

ბუნება და კომფორტი ერთად - „საირმეს რეკრეაციულ ფერმაში“ თანამედროვე საპიკნიკე ზონები მოეწყო

  • საზოგადოება
  • 30.09.2025
  • 15:08
ბუნება და კომფორტი ერთად - „საირმეს რეკრეაციულ ფერმაში“ თანამედროვე საპიკნიკე ზონები მოეწყო

„საირმეს რეკრეაციულ ფერმაში“ ორი ახალი, სრულად აღჭურვილი საპიკნიკე და მოსასვენებელი ზონა მოეწყო. სივრცე ბუნებასთან სიახლოვესა და თანამედროვე კომფორტს აერთიანებს, რაც სტუმრებს საშუალებას აძლევს, ერთდროულად დატკბნენ გარემოს სილამაზით და გათავისუფლდნენ ყოველდღიური სტრესისგან. საპიკნიკე სივრცე გადახურულია და საჭირო ინვენტარით არის აღჭურვილი.

გია კირკაძე, „საირმეს რეკრეაციული ფერმის“ რეინჯერების ხელმძღვანელი: „საირმე გამორჩეულად პოპულარული მიმართულებაა როგორც ოჯახებისთვის, ისე მეგობრებისთვის. მას ხშირად სტუმრობენ სუფთა ჰაერისა და გრილი კლიმატის გამო, თუმცა წლების განმავლობაში სტუმრებს დასასვენებელი ადგილების მოწყობა თავად უწევდათ, რაც ხშირად უხერხულობას ქმნიდა და ზოგჯერ ბუნებასაც ზიანს აყენებდა. ამიტომ გადავწყვიტეთ, ისეთი საპიკნიკე სივრცე და ინფრასტრუქტურა მოგვეწყო, რომელიც ბუნებას ჰარმონიულად ერწყმის, სტუმრებს მაქსიმალურ კომფორტს სთავაზობს და ამავდროულად გარემოს დაზიანებისგან იცავს.

გვინდა, საირმე დარჩეს ადგილად, სადაც ბუნებასთან სიახლოვე და თანამედროვე კომფორტი ერთი მთლიანობაა“.

„საირმეს რეკრეაციული ფერმის“ ახალი საპიკნიკე ზონები ქმნის სრულფასოვან ეკოტურისტულ გამოცდილებას და მნიშვნელოვნად უწყობს ხელს საოჯახო ტურიზმის გაძლიერებასა და ადგილობრივი ეკონომიკის განვითარებას. თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ინფრასტრუქტურა მეტ ვიზიტორს იზიდავს, მომსახურების ხარისხს აუმჯობესებს და ახალ სამუშაო ადგილებს ქმნის. შედეგად რეგიონი თანდათან უფრო კონკურენტუნარიანი ხდება როგორც შიდა, ისე საერთაშორისო ტურისტულ ბაზარზე.

საირმეში დაგეგმილი მასშტაბური პროექტის ფარგლებში, 13 000 ჰექტარ ტერიტორიაზე „საირმეს რეკრეაციული ფერმა“ მოეწყობა. პირველად ისტორიაში  ტერიტორიაზე წითელ ნუსხაში შეყვანილი ცხოველები, კავკასიური კეთილშობილი ირემი და არჩვი გამრავლდება. ინვესტორი ვანისა და ბაღდათის მდინარეებში მთის კალმახის მოშენებაზეც იზრუნებს.

პროექტის განსახორციელებლად 5 წლის განმავლობაში არანაკლებ 4 მილიონი ლარის ინვესტიცია ჩაიდება.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
  • 17:05
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
  • 16:35
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge