png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge

გაშიფრული და ძალიან მარტივი სქემაა, ცდილობენ, არეულობა მოაწყონ, ხალხი ერთმანეთს დააპირისპირონ, ეცადონ სახელმწიფო გადატრიალებას - კახა კალაძე ოპოზიციაზე

  • პოლიტიკა
  • 23.09.2025
  • 12:37
გაშიფრული და ძალიან მარტივი სქემაა, ცდილობენ, არეულობა მოაწყონ, ხალხი ერთმანეთს დააპირისპირონ, ეცადონ სახელმწიფო გადატრიალებას - კახა კალაძე ოპოზიციაზე

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, გაშიფრული სქემაა, რომ ქვეყანაში, წლების განმავლობაში, უცხოური ძალების მხრიდან აგენტურული ქსელის შესაქმნელად ძალიან დიდი თანხები იხარჯებოდა. 

ამის შესახებ მან პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის მიერ გამოქვეყნებულ იმ განცხადების შეფასებისას აღნიშნა, რომლის თანახმადაც, პოლიტიკური ციკლი აჩვენებს, რომ საქართველოს შიდა საქმეებში უცხოური ინტერესები ქართული ოპოზიციის საშუალებით ტარდება.

„მარიონეტები არიან. ძალიან მარტივად აქვთ დალაგებული თემა - ქვეყანაში, წლების განმავლობაში, იხარჯებდა თანხები იმისთვის, რომ შეექმნათ აგენტურული ქსელი. რისთვის სჭირდებოდათ ეს ქსელი? იმისთვის, რომ ქვეყანა აკონტროლონ, თავად იყვნენ ამ ქვეყნის ბატონ-პატრონი. არა ქართველი ხალხი, არამედ თვითონ - გლობალური ომის პარტიის რამდენიმე წარმომადგენელი. წარმოგიდგენიათ? ეს არის მათი დამოკიდებულება. იმ აგენტურის საშუალებით, რომლის შესაქმნელადაც ძალიან დიდი თანხები დახარჯეს, ცდილობენ, არეულობა მოაწყონ, ხალხი ერთმანეთს დააპირისპირონ, ეცადონ სახელმწიფო გადატრიალების მოწყობას და ა.შ. გაშიფრული და ძალიან მარტივი სქემაა“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე შეფასებით, უსიამოვნოა ის განცხადებები, რაც ბოლო პერიოდის განმავლობაში, გლობალური ომის პარტიის წარმომადგენლების მხრიდან საქართველოსთან დაკავშირებით ისმის.

„არ ვიცი, რამდენად გამოსწორდებიან. უკვე ვნახეთ, რომ ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა პირველი დაპირება რაც გასცა, „დიფ სთეითის“ დამარცხება იყო, მეორე დაპირება კი ომის დასრულება. ჯერ არც ერთი დამთავრებულა და არც მეორე არ დაუმარცხებია. პროცესი მიდის, რაშიც ძალიან ვგულშემატკივრობთ პრეზიდენტ ტრამპს. რა თქმა უნდა, თუ ეს მართლა ასე მოხდება, ჩვენს ქვეყანაზეც აისახება. ჩვენ, პირველ რიგში, ჩვენი სამშობლო, საქართველო გვადარდებს, რადგან ის არასწორი დამოკიდებულება, რაც აქვთ გლობალური ომის პარტიის წარმომადგენლებს გარედან - მათი ყველა განცხადება მხოლოდ და მხოლოდ ტყუილით, სიცრუით, ცილისწამებითაა შემოფარგლული, არასასიამოვნოა. გვინდა, რომ ეს ყველაფერი შეიცვალოს და სამართლიანი დამოკიდებულება იყოს ჩვენს ქვეყანასთან მიმართებაში“, - აღნიშნა თბილისის მერმა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
  • 17:05
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
  • 16:35
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge