png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge

"ქართული ოცნებიდან" გაგდებული ზოგიერთი ყოფილი წევრი რადიკალიზმს ასაზრდოებს, ყველამ კარგად უნდა იცოდეს, რომ ვინც კანონს დაარღვევს, სახელმწიფო შეუვალი იქნება - დავით მათიკაშვილი

  • პოლიტიკა
  • 08.09.2025
  • 14:48
"ქართული ოცნებიდან" გაგდებული ზოგიერთი ყოფილი წევრი რადიკალიზმს ასაზრდოებს, ყველამ კარგად უნდა იცოდეს, რომ ვინც კანონს დაარღვევს, სახელმწიფო შეუვალი იქნება - დავით მათიკაშვილი

ვინც კანონს დაარღვევს, უღალატებს სამშობლოს და გუნდს. ბუნებრივია, მათ მიმართ კანონი და სახელმწიფო შეუვალი იქნება - ჩვენ გვარებზე და სახელებზე არ ვსაუბრობთ, ყოველ შემთხვევაში, ჯერჯერობით, - ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით მათიკაშვილმა განაცხადა. ის გამოეხმაურა „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, სოფო ჯაფარიძის განცხადებას, რომ „კობახიძე და „ქართული ოცნება“ კიდევ ბევრ სიურპრიზს უნდა ელოდოს მათივე ყოფილი თანაგუნდელებისგან“.

როგორც მათიკაშვილმა აღნიშნა, ["ქართული ოცნებიდან"] ადამიანები იმიტომ გააგდეს, რომ სახელმწიფოს საწინააღმდეგო საქმეს ეწეოდნენ 

მისი თქმით, „სახეზეა, რომ „ქართული ოცნებიდან“ გაგდებული პირები, გარკვეული ფორმით, ცდილობდნენ, საქართველოში რადიკალიზმი წაეხალისებინათ და დაეფინანსებინათ კიდეც“.

"უხერხულადაც კი მიმაჩნია საუბარი გუნდიდან გაგდებულებზე, რომლებიც მერე თანხებს ხარჯავენ და არა მხოლოდ გუნდის, არამედ, საქართველოს საწინააღმდეგოდ, ათას საქმიანობას ეწევიან. ამაზე ილაპარაკა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა. აღარ გავიმეორებ იმ მეტსახელს, რომლითაც ხაბეიშვილი იღებდა ჰონორარს ამ "ღალატის აქტთან" დაკავშირებით. რა თქმა უნდა, ეს მოსალოდნელია. ეს ადამიანები გუნდიდან იმიტომაც გაუშვეს და გააგდეს, რომ სახელმწიფოს საწინააღმდეგო საქმეს ეწეოდნენ. თავის საქმიანობას სწორი მიმართულებით არ ეწეოდნენ და რა თქმა უნდა, ისინი ამას აგრძელებენ. მაგრამ ერთი რამე მინდა ვთქვა, რომ ისინი და ბევრი სხვაც, ეტყობა ვერ ხვდებიან, რომ სახელმწიფო საწინააღმდეგოდ მოქმედებები ასე ადვილად უკვე აღარ ჩაივლის. ისინი, ყველანი, მხილებული იქნებიან უცხოეთთან ისეთ კავშირებზე, რომელიც ძალიან აზიანებს საქართველოს და მის ინტერესებს. ასე რომ, ჩვენ კი არ უნდა ველოდოთ რაღაცებს, ისინი უნდა ელოდონ, რომ მხილებული იქნებიან," - განაცხადა შარმანაშვილმა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
  • 17:05
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
  • 16:35
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge