png.ge
png.ge
png.ge
16+
20 ნოემბერი, 2026, პარასკევი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
20 ნოემბერი, 2026, პარასკევი
png.ge

"თეგეტა მოტორსი" King of Drift-ის 2 ეკიპაჟის მხარდამჭერია

  • ბიზნესი
  • 04.09.2025
  • 14:36
 "თეგეტა მოტორსი" King of Drift-ის 2 ეკიპაჟის მხარდამჭერია

საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და სანახაობრივი დრიფტის ჩემპიონატის King of Drift 2025-ის შეჯიბრი ლილო არენას სარბოლო ტრეკზე მიმდინარეობს. წლევანდელ ჩემპიონატში „თეგეტა მოტორსის“ 2 თანამშრომელი, სათადარიგო ნაწილების მენეჯერი საბა სიდამონიძე და მსუბუქი ავტომობილის ნაწილების ბრენდ მენეჯერი ზაკო ბენდელიანი, მონაწილეობს. „თეგეტა მოტორსი“ დრიფტში მონაწილე თანამშრომლების მხარდაჭერის მიზნით მათი სარბოლო ავტომობილების შესაბამის აღჭურვილობაზე ზრუნავს.

კომპანია წლებია, აქტიურად მუშაობს და არაერთ პროექტს ახორციელებს საგზაო უსაფრთხოების მიმართულებით. ჩემპიონატში ჩართული თანამშრომლების მხარდაჭერაც უსაფრთხო გადაადგილების იდეას ემსახურება. რბოლა ტრეკზე და არა ქუჩაში - ასეთია ყოველწლიური ჩემპიონატის, King of Drift-ის კონცეფცია. 

ვახტანგ მძინარაშვილი, "თეგეტა მოტორსის" საავტომობილო პროდუქტებისა და სერვისების მიმართულების მარკეტინგის ხელმძღვანელი: "ჩემპიონატის უსაფრთხოების კონცეფცია ძალიან ახლოსაა „თეგეტა მოტორსის“ უსაფრთხოების ღირებულებასა და პოლიტიკასთან. ჩვენი ძალისხმევა მუდმივად მიმართულია საგზაო უსაფრთხოების გაძლიერებისკენ. რამდენადაც საავტომობილო გზებზე ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემა გადაჭარბებული სიჩქარით მოძრავი ავტომობილია, მსგავსი ჩემპიონატების საშუალებით ავტომოყვარულებს ან მრბოლელებს შესაძლებლობა ეძლევათ, ქუჩიდან ავტოდრომზე გადაინაცვლონ და იქ გამოცადონ თავიანთი შესაძლებლობები. სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ, მხარი დაგვეჭირა King of Drift-ში მონაწილე ჩვენი კოლეგებისთვის".

King of Drift 2022 წლიდან იმართება ლილო არენას სარბოლო ტრეკზე და ხუთი დამოუკიდებელი ეტაპისგან შედგება. თითოეული ეტაპი განსხვავდება ტრასის მონახაზითა და დავალებით. ჩემპიონატში მონაწილეობენ როგორც პროფესიონალი, ისე მოყვარული მრბოლელები, რომელთა რაოდენობა 70-ს აღწევს.

საბა ჩემპიონატის დაარსების დღიდან ყოველწლიურად ერთვება King of Drift-ში, ზაკოსთვის კი ეს ახალი გამოცდილება იყო. მათი სარბოლო ავტომობილები ATE-ს ბრენდის ხუნდებით აღიჭურვა, რომელიც ერთ-ერთი საუკეთესოა მსოფლიოში და თავისუფლად უძლებს ისეთ დატვირთვასაც კი, როგორიც ავტომობილებს სარბოლო ტრასაზე აქვთ.

საბა სიდამონიძე, King of Drift-ის მონაწილე: "ჩემპიონატის მიმართ ჩემი ინტერესი, ერთი მხრივ, ავტოსპორტის სიყვარულმა და, მეორე მხრივ, King of Drift-ის უსაფრთხოების იდეამ განსაზღვრა. რამდენიმეწლიანმა მონაწილეობამ, ცოდნასთან ერთად, იმის გამოცდილებაც მომცა, როგორ ვმართო ემოციები, როგორ ვიმოქმედო ცივი გონებით ექსტრემალურ მომენტებში. ჩემპიონატი შესანიშნავ შესაძლებლობას გაძლევს, შენი სპორტული ჟინი მოიკლა ტრეკზე და არა ქალაქში. „თეგეტა მოტორსის“ მხარდაჭერა ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, კომპანიამ იზრუნა ჩემპიონატის დროს ჩვენს წარმატებულ და უსაფრთხო გადაადგილებაზე, რაც King of Drift-ის მთავარი კომპონენტია".

ATE ტექნოლოგიურად მოწინავე და უსაფრთხოებაზე ორიენტირებული ბრენდია, რომელსაც „თეგეტა მოტორსი“ ექსკლუზიურად წარმოადგენს. „მუხრუჭების ექსპერტად“ აღიარებული ერთ-ერთი უძველესი და უმსხვილესი გერმანული ბრენდი 1906 წლიდან აწარმოებს უმაღლესი ხარისხის სამუხრუჭე სისტემებს (ხუნდებს, დისკებს, სამუხრუჭე სითხეებს). ATE ამარაგებს მსოფლიოს წამყვან ავტომწარმოებლებს. ის ერთ-ერთი გლობალური გიგანტის, Continental Group-ის ნაწილია. ბრენდი ფოკუსირებულია მძღოლისა და მგზავრების უსაფრთხოებაზე, მისი სამუხრუჭე სისტემები გამძლეობითა და უსაფრთხოების უმაღლესი სტანდარტით ხასიათდება.

ბრენდის სამუხრუჭე სისტემები ტესტირებული და სერტიფიცირებულია მაღალი დატვირთვის პირობებში, ავტოინჟინრების მიერ. ATE გამოცდილია დრიფტზეც - ხუნდები არ გადახურდება მაღალი დატვირთვის შემთხვევაშიც კი. ისინი მაღალტემპერატურული და დაბალი ცვეთის მქონე მასალებისგან მზადდება. ATE-ს სამუხრუჭე სისტემა, რომელიც მარტივად უძლებს დრიფტსაც კი, ცხადია, უპრობლემოდ უმკლავდება ყოველდღიურ მართვას. 

"თეგეტა მოტორსი", რომელიც თავისი საქმიანობით დაკავშირებულია საგზაო მოძრაობასთან, მუდმივად ზრუნავს უსაფრთხო გადაადგილებაზე. სხვადასხვა მარკეტინგული აქტივობითა თუ კამპანიით კომპანია საზოგადოებას მუდმივად მოუწოდებს, გაიაზრონ პასუხისმგებლობა, მართონ უსაფრთხოდ, სიჩქარის დადგენილი ნორმის ფარგლებში და საგზაო მოძრაობის წესების დაცვით იზრუნონ ერთმანეთზე. 

თეგეტა მოტორსის შესახებ: თეგეტა ჰოლდინგში შემავალი კომპანია თეგეტა მოტორსი 1995 წლიდან ოპერირებს ბაზარზე მსუბუქი, სატვირთო და სპეციალური დანიშნულების სერვისის მიმართულებით. ავტოინდუსტრიის ლიდერი კომპანია მომხმარებელს ავტომომსახურების სრულ სპექტრს სთავაზობს, როგორც მსუბუქი და სატვირთო ავტომობილების, ისე ავტობუსებისა და მიკროავტობუსების, ასევე სპეციალური დანიშნულების ტექნიკის მიმართულებით. კომპანიას მთელი ქვეყნის მასშტაბით 28 ფილიალი აქვს, რომლებიც 500 000-მდე საცალო და 35 000-მდე კორპორაციულ მომხმარებელს ემსახურება. თეგეტა მოტორსი 300-მდე მსოფლიო ბრენდის წარმომადგენელია საქართველოში, მათ შორის არის Bridgestone, Michelin, Varta, Shell, Motul, Hengst და სხვა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

მაშველები ნანგრევებში ეძებენ შვიდ მოქალაქეს, რომელთა შორის, სამი მცირეწლოვანია
  • 17:10
მაშველები ნანგრევებში ეძებენ შვიდ მოქალაქეს, რომელთა შორის, სამი მცირეწლოვანია
ღმერთო, დაგვიფარე ასეთი მეგობრებისგან - დონალდ ტუსკი ტრამპის მიერ პუტინის „მეგობრად“ მოხსენიებაზე
  • 16:59
ღმერთო, დაგვიფარე ასეთი მეგობრებისგან - დონალდ ტუსკი ტრამპის მიერ პუტინის „მეგობრად“ მოხსენიებაზე
ივანიშვილი, რომელმაც სამჯერ უკანონოდ ჩამსვა, რომ დაასანქცირონ, მიხარია კი არა, საერთოდ ჩაიტანოს დედამიწამ - ნიკა გვარამია
  • 16:57
ივანიშვილი, რომელმაც სამჯერ უკანონოდ ჩამსვა, რომ დაასანქცირონ, მიხარია კი არა, საერთოდ ჩაიტანოს დედამიწამ - ნიკა გვარამია
გაყიდვების რეკორდი საბურავებში - საავტომობილო პროდუქციის ფართო არჩევანი და ზამთრის შეთავაზებები „თეგეტა მოტორსში“
  • 12:43
გაყიდვების რეკორდი საბურავებში - საავტომობილო პროდუქციის ფართო არჩევანი და ზამთრის შეთავაზებები „თეგეტა მოტორსში“
„თეგეტა აკადემიის“ სავალი ნაწილის შეკეთების პროგრამა დასრულდა - კურსდამთავრებულების ნახევარზე მეტი „თეგეტაში“ დასაქმდება
  • 12:31
„თეგეტა აკადემიის“ სავალი ნაწილის შეკეთების პროგრამა დასრულდა - კურსდამთავრებულების ნახევარზე მეტი „თეგეტაში“ დასაქმდება
Tegeta App-ში მოგების დროა - ყოველი 50-ე ახალი მომხმარებელი საჩუქრად „გალფის“ ქულებს მიიღებს
  • 16:47
Tegeta App-ში მოგების დროა - ყოველი 50-ე ახალი მომხმარებელი საჩუქრად „გალფის“ ქულებს მიიღებს
კაცმა ცივი იარაღის გამოყენებით დედა დაჭრა - თელავში 1 პირი დააკავეს
  • 11:14
კაცმა ცივი იარაღის გამოყენებით დედა დაჭრა - თელავში 1 პირი დააკავეს
Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
  • 14:40
Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge