png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge

რუსული რეჟიმის ჩამოყალიბება გრძელდება ძალიან სწრაფი ტემპით - სალომე ზურაბიშვილი

  • კომენტარები
  • 27.08.2025
  • 22:15
 რუსული რეჟიმის ჩამოყალიბება გრძელდება ძალიან სწრაფი ტემპით - სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი არასამთავრობო ორგანიზაციების ანგარიშების დაყადაღებას გამოეხმაურა.

ზურაბიშვილის თქმით, დღევანდელი ამოცანა არის ქვეყნის მომავლის გადარჩენა და ეს არის მისი გზავნილი.

„არ შეიძლება, დღეს ყველას არ გვესმოდეს, რომ ხელისუფლებამ საქართველო წაიყვანა რუსულ მოდელზე, რუსული რეჟიმის ჩამოყალიბება გრძელდება ძალიან სწრაფი ტემპით. ის ბრალდებები, რაც არის წამოყენებული, სრულიად აბსურდამდეა მისული. ერთადერთი ის არის, რომ საქართველოში ეს ყველაფერი კიდევ უფრო სწრაფად ვითარდება, ვიდრე თავის დროზე რუსეთში. შუაგულ ზაფხულში ვხედავთ ამ შეტევას არასამთავრობოებზე. მეორე მხრივ, უკვე ცხრათვიანი პატიმრობის შემდგომ გადავდივართ დასკვნით პროცესებზე. აქაც მძიმე, სრულიად უსაფუძვლო, აბსურდული ბრალდებებით, და თურმე ამას უნდა შევეგუოთ. მგონი, დღეს მოდის საზოგადოებისთვის დრო, რომ მივხვდეთ – შეგუება ნიშნავს, რომ ჩვენ ამ ქვეყანას ჩავაბარებთ რუსეთს და არ მგონია, საქართველო მზად იყოს, რომ ჩაბარდეს. ეს რომ მჯეროდეს, აქ არ ვიქნებოდი. ხან პოლიტიკური ლიდერები დაიჭირეს, ხან აქტივისტები, ახლა – „ენჯეოები“. ჩვენ არ გვყავს ზურგში ძლიერი პარტნიორები. რამდენსაც არ უნდა ლაპარაკობდნენ რაღაც ომის პარტიაზე, არ არსებობს ეს ომის პარტია, არსებობს საქართველო, რომელიც ებრძვის რუსეთს. საქართველომ უკვე თავი უნდა დაიცვას და გადაარჩინოს დამოუკიდებლობა. ეს არის დღეს ჩვენი ამოცანა, ყველასი ერთად. აქ არ არის ლაპარაკი რომელიმე პოლიტიკურ პარტიაზე. არ შეიძლება, რომ არ მივმართო იმ პარტიებს, რომლებიც დღეს თამაშობენ რაღაც ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობას, რაღაც კამპანიას: სად ვართ? სად არის ქვეყანა? სად არის რაღაც კამპანია, რომ ვინმე დავარწმუნოთ, ადგილობრივი არჩევნები რამეს შეცვლის ან ვინმე რამეს მიაღწევს ამ არჩევნებში? ჩვენი ამოცანა დღეს არის ნამდვილად ქვეყნის მომავლის ამოცანა, ქვეყნის მომავლის გადარჩენა, საქართველოს დამოუკიდებლობის გადარჩენა. ეს არის ჩემი გზავნილი ამ ზაფხულის დასასრულს“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
  • 17:05
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
  • 16:35
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
3 ოქტომბრამდე საქართველოში კვლავ ნალექია მოსალოდნელი
  • 16:29
3 ოქტომბრამდე საქართველოში კვლავ ნალექია მოსალოდნელი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge