png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge

დონალდ ტრამპმა ევროპელ და უკრაინელ ლიდერებს განუცხადა, რომ აშშ მზადაა, გარკვეული პირობებით, უკრაინას უსაფრთხოების გარანტიები მისცეს - Politico

  • მსოფლიო
  • 14.08.2025
  • 10:37
დონალდ ტრამპმა ევროპელ და უკრაინელ ლიდერებს განუცხადა, რომ აშშ მზადაა, გარკვეული პირობებით, უკრაინას უსაფრთხოების გარანტიები მისცეს - Politico

13 აგვისტოს, ონლაინ-შეხვედრაზე, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ევროპელ და უკრაინელ ლიდერებს განუცხადა, რომ შეერთებული შტატები მზადაა, გარკვეული პირობებით, უკრაინას უსაფრთხოების გარანტიები მისცეს.

ამის შესახებ Politico ინფორმირებულ წყაროებზე დაყრდნობით წერს.

თუმცა, გამოცემის წყაროების ცნობით, ასეთი გარანტიები ნატო-ს ფარგლებში ვერ გაიცემა.

გამოცემის სამივე თანამოსაუბრემ - ევროპელმა დიპლომატმა, ბრიტანელმა ოფიციალურმა პირმა და ონლაინ-შეხვედრის  შესახებ ინფორმირებულმა პირმა - განაცხადა, რომ შეერთებული შტატები მზადაა, ცეცხლის შეწყვეტის შემთხვევაში, კიევისთვის რუსეთის შესაძლო აგრესიის შეკავებაში მონაწილეობა მიიღოს.

„ინფორმირებული წყაროს თქმით, ტრამპმა განაცხადა, რომ ასეთ ვალდებულებას მხოლოდ იმ შემთხვევაში აიღებს, თუ ძალისხმევა ნატო-ს ფარგლებში არ განხორციელდება“, - წერს გამოცემა.

თუმცა, Politico-ს წყაროს ცნობით, ტრამპმა არ დააკონკრეტა, თუ რას გულისხმობდა უსაფრთხოების გარანტიებში, მან მხოლოდ უფრო ფართო კონცეფცია განიხილა.

ბრიტანელი ოფიციალური პირის თქმით, ტრამპი ფიქრობს, რომ ამერიკული უსაფრთხოების გარანტიები საბოლოო შეთანხმების ნაწილი უნდა იყოს და მიიჩნევს, რომ შეერთებულ შტატებს ამაში თავისი როლი აქვს შესასრულებელი.

ტრამპის ღიაობა ასეთი გარანტიების მიმართ - რაც როგორც უკრაინის, ასევე ევროპის მთავარი მოთხოვნაა -  ხსნის ევროპელი მაღალჩინოსნების ფრთხილ ოპტიმიზმს პარასკევს ტრამპსა და პუტინს შორის ალასკაში დაგეგმილი შეხვედრის წინ.  

თუმცა, უსაფრთხოების გარანტიების მიუხედავად, ტრამპმა ნათლად განაცხადა, რომ აშშ არ გააგრძელებს უკრაინისთვის იარაღის პირდაპირ მიწოდებას, თუმცა კიევისთვის გადასაცემ შეიარაღებას ევროპას მიჰყიდის.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
  • 17:05
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
  • 16:35
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge