png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge

აშშ-ის პრეზიდენტთან ძალიან მნიშვნელოვანი და შედეგიანი საუბარი მქონდა, შევთანხმდით, რომ ერთად ვიმუშავებთ ჩვენი ცის დაცვის გასაძლიერებლად - ვოლოდიმირ ზელენსკი

  • მსოფლიო
  • 04.07.2025
  • 19:20
აშშ-ის პრეზიდენტთან ძალიან მნიშვნელოვანი და შედეგიანი საუბარი მქონდა, შევთანხმდით, რომ ერთად ვიმუშავებთ ჩვენი ცის დაცვის გასაძლიერებლად - ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ აშშ-ის პრეზიდენტთან საუბრისას მან განიხილა ცის დაცვის გაძლიერებისა და საჰაერო თავდაცვის შესაძლებლობების გაზრდის, თავდაცვის სექტორში ერთობლივი წარმოებისა და „ღირსეული“ სამშვიდობო შეთანხმების მისაღწევად დიპლომატიური ძალისხმევის საკითხები.

ამის შესახებ ზელენსკი Telegram-ზე წერს.

„აშშ-ის პრეზიდენტთან ძალიან მნიშვნელოვანი და შედეგიანი საუბარი მქონდა. პრეზიდენტ ტრამპსა და ამერიკელ ხალხს აშშ-ს დამოუკიდებლობის დღე მივულოცე.

ჩვენ, უკრაინაში, მადლობელნი ვართ გაწეული მხარდაჭერისთვის. ეს გვეხმარება დავიცვათ სიცოცხლე, დავიცვათ ჩვენი თავისუფლება და დამოუკიდებლობა. ჩვენ ბევრს მივაღწიეთ ამერიკასთან ერთად და მხარს ვუჭერთ ყველა ძალისხმევას, რომელიც მიმართულია მკვლელობების შესაჩერებლად და სამართლიანი, მდგრადი და ღირსეული მშვიდობის აღსადგენად.

დღეს ჩვენ ვისაუბრეთ სიტუაციაზე: რუსეთის საჰაერო დარტყმებზე და უფრო ფართოდ - ფრონტზე არსებულ ვითარებაზე. პრეზიდენტი ტრამპი ძალიან კარგად არის ინფორმირებული, მადლობა უკრაინისადმი ასეთი ყურადღებისთვის. ჩვენ განვიხილეთ საჰაერო თავდაცვის შესაძლებლობები და შევთანხმდით, რომ ერთად ვიმუშავებთ ჩვენი ცის დაცვის გასაძლიერებლად. შევთანხმდით ჩვენი გუნდების შესაბამის შეხვედრაზე,“ - აღნიშნა ზელენსკიმ.

ზელენსკის თქმით, საუბრის დროს მხარეებმა ასევე დეტალურად განიხილეს თავდაცვის ინდუსტრიის შესაძლებლობები და ერთობლივი წარმოების შესაძლებლობა.

„ჩვენ მზად ვართ ამერიკასთან პირდაპირი პროექტებისთვის და გვჯერა, რომ ეს ძალიან აუცილებელია უსაფრთხოებისთვის, განსაკუთრებით დრონებისა და მასთან დაკავშირებული ტექნოლოგიების მხრივ“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

კიდევ ერთი თემა იყო ორმხრივი შესყიდვები და ინვესტიციები.

„ჩვენ გავცვალეთ მოსაზრებები დიპლომატიურ სიტუაციასა და ამერიკასთან და სხვა პარტნიორებთან ერთობლივ მუშაობაზე“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

პრეზიდენტმა მადლიერება გამოხატა აშშ-ის მხარდაჭერისთვის და ხაზი გაუსვა „მშვიდობისთვის ღირსეული შეთანხმების“ აუცილებლობას და უკრაინის მიერ ამერიკული წინადადებების მხარდაჭერას.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
  • 17:05
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
  • 16:35
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge