png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge

ვაფრთხილებ ხამენეის, კარგად ახსოვდეს, რა დაემართა მეზობელი ქვეყნის დიქტატორს - ისრაელ კაცი

  • მსოფლიო
  • 17.06.2025
  • 16:26
ვაფრთხილებ ხამენეის, კარგად ახსოვდეს, რა დაემართა მეზობელი ქვეყნის დიქტატორს - ისრაელ კაცი

ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, ისრაელ კაცმა, ირანის უზენაეს ლიდერს, აიათოლა ალი ხამენეის მიმართა და გააფრთხილა, რომ შესძლოა ერაყის დიქტატორის სადამ ჰუსეინის ბედი გაიზიაროს.

„ვაფრთხილებ ირანელ დიქტატორს: კარგად ახსოვდეს, რა დაემართა მეზობელი ქვეყნის დიქტატორს, რომელიც ისრაელის წინააღმდეგ წავიდა“, - განაცხადა კაცმა.

მინისტრმა აღნიშნა, რომ ისრაელი ირანს „დიდი ძალით და ყველა ფრონტზე“ ურტყამს. მისი თქმით, დარტყმები ომის მიზნებს შეესაბამება.

„გუშინ ღამით, ირანის გენერალური შტაბის უფროსის მოვალეობის შემსრულებლის ლიკვიდაცია განხორციელდა . გაერთიანებული შტაბის უფროსო, მადლობას გიხდით თქვენ და ისრაელის თავდაცვის ძალებს ამ შესანიშნავი მიღწევებისთვის“, - თქვა კაცმა.

კაცმა ასევე გააფრთხილა ირანი დაბომბვების შესახებ. „მე ვაფრთხილებ დიქტატორს, დაუშვებელია ომის დანაშაულები და ისრაელის მშვიდობიან მოსახლეობაზე სარაკეტო თავდასხმები“, - განაცხადა მინისტრმა.

მან გაიხსენა, რომ ისრაელი გააგრძელებს თეირანში რეჟიმის ობიექტებსა და სამხედრო სამიზნეებზე თავდასხმას.

მინისტრმა ასევე მიმართა ირანის დედაქალაქის მაცხოვრებლებს დატოვონ სახიფათო ზონები.

 „ნუ ჩაიგდებთ თავს საფრთხეში. ნუ გახდებით დიქტატორის მძევალი, რომელიც საკუთარი გადარჩენისთვის გიყენებთ. ისრაელის ხელი ყველა მტერს მისწვდება, სადაც არ უნდა იყვნენ ისინი“, - განაცხადა ისრაელ კაცმა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
  • 17:05
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
  • 16:35
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge