png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge

ვარშავაში ქართული ღვინის მასშტაბური დეგუსტაცია „Georgian Grand Tasting“ გაიმართა

  • ეკონომიკა
  • 06.06.2025
  • 11:02
ვარშავაში ქართული ღვინის მასშტაბური დეგუსტაცია „Georgian  Grand Tasting“ გაიმართა

ღვინის ეროვნული სააგენტოს და სააგენტოს კონტრაქტორი პოლონური მარკეტინგული კომპანიის „People PR” ორგანიზებით, ვარშავაში ქართული ღვინის მასშტაბური დეგუსტაცია „Georgian  Grand Tasting“ გაიმართა.

ღონისძიებას, რომლის მიზანი ქართული ღვინის პოპულარიზაცია და საექსპორტო ბაზრების დივერსიფიკაციაა, პოლონელი  ღვინის პროფესიონალები, იმპორტიორები, ჰორეკა სექტორის და  მედიის წარმომადგენლები დაესწრნენ. წარდგენილი იყო ქართული ღვინის მწარმოებელი 24 კომპანიის სხვადასხვა სახეობის პროდუქცია.

"ღონისძიების ფარგლებში გაიმართა ქართული ღვინის სამი მასტერკლასი, რომლებსაც გერმანელი ღვინის  მაგისტრი კონსტანტინ ბაუმი და პოლონური კომპანიის „ო-ლილე“ ხელმძღვანელი ქეთევან ფრანგულაიშვილი უძღვებოდნენ.

გამოფენას საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი პოლონეთის რესპუბლიკაში დიანა ჟღენტი დაესწრო. დეგუსტაციაზე  „Georgian  Grand Tasting“ ღვინის წარსადგენად ქართველმა მეწარმეებმა მხარდაჭერა პოლონეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოსგანაც მიიღეს.

„ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიებაა და პირველ რიგში მადლობა უნდა გადავუხადოთ ღვინის ეროვნულ სააგენტოს ქართული ღვინის ექსპორტის ასეთი მხარდაჭერისთვის. პოლონეთის ბაზარი ძალიან მნიშვნელოვანია ქართული ღვინისთვის, ეს საკმაოდ დიდი ბაზარია და ასევე არის შესაძლებლობა, რომ პოლონეთიდან მოხდეს ქართული ღვინის გატანა ევროპის უფრო ფართო ბაზარზე. საქართველოს საელჩოსთვის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია ქართული ღვინის ექსპორტის ხელშეწყობა. ხალხთა შორის ურთიერთობების ჩამოყალიბებაში ღვინოს და ქართულ სამზარეულოს განსაკუთრებული ადგილი უკავია და საქართველოს საელჩო ყოველთვის მზად არის, ხელი შეუწყოს ნებისმიერ ქართველ მწარმოებელს, რომ რაც შეიძლება მეტი პროდუქტი წარადგინოს  და გააცნოს საქართველო პოლონელ მომხმარებელს“, - განაცხადა ელჩმა.

ვარშავაში გამართულ ღონისძიებას დაესწრო ღვინის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენელი ანანო შეყლაშვილი.

„პოლონეთის დედაქალაქი წელს უკვე მეორედ მასპინძლობს ქართული ღვინის მასშტაბურ წარდგენას. ქართველი მწარმოებლებისთვის ეს არის საუკეთესო შესაძლებლობა, შეხვდნენ პოლონელ იმპორტიორებს და დისტრიბუტორებს და, შესაბამისად, გაზარდონ გაყიდვები პოლონეთში, ქართული ღვინის ერთ-ერთ მნიშვნელოვან სტრატეგიულ ბაზარზე", -აღნიშნა ანანო შეყლაშვილმა.

აღსანიშნავია, რომ პოლონეთი ქართული ღვინის ერთ-ერთ სტრატეგიულ ბაზარს წარმოადგენს, რომელმაც ქართული ღვინის ექსპორტიორი ქვეყნების ხუთეულში სტაბილურად დაიმკვიდრა ადგილი. აღნიშნულს ბაზარზე ღვინის ეროვნული სააგენტო პოლონურ მარკეტინგულ კომპანიასთან „People PR” 2022 წლიდან თანამშრომლობს. აღნიშნულ პერიოდში პოლონეთის ბაზარზე ქართული ღვინის ექსპორტის სტაბილური ზრდა ფიქსირდება. 2024 წელს, პოლონეთში ქართული ღვინის ექსპორტმა 6,7 მლნ ლიტრი შეადგინა, ზრდამ, 2023 წელთან შედარებით, 12%-ს მიაღწია", - აღნიშნულია ინფორმაციაში. 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
  • 17:05
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
  • 16:35
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
3 ოქტომბრამდე საქართველოში კვლავ ნალექია მოსალოდნელი
  • 16:29
3 ოქტომბრამდე საქართველოში კვლავ ნალექია მოსალოდნელი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge