png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge

რუსებმა კიევზე მასშტაბური იერიში მიიტანეს - დაიღუპა 4 და დაშავდა 20 ადამიანი

  • მსოფლიო
  • 06.06.2025
  • 10:11
რუსებმა კიევზე მასშტაბური იერიში მიიტანეს - დაიღუპა 4 და დაშავდა 20 ადამიანი

6 ივნისის ღამეს, უკრაინის დედაქალაქი რუსეთის მხრიდან კიდევ ერთი კომბინირებული თავდასხმის ქვეშ მოექცა.

ნამსხვრევების ჩამოვარდნისა და დარტყმების შედეგად დაზიანდა სამოქალაქო ინფრასტრუქტურის ობიექტები, საცხოვრებელი შენობები, ავტომობილები და მეტროს ლიანდაგები. ოთხი ადამიანი დაიღუპა და 20 დაშავდა.

კიევის საქალაქო სამხედრო ადმინისტრაციის ცნობით, მასშტაბური თავდასხმის შედეგად, ზიანი კიევის სულ მცირე ექვს რაიონს მიადგა.

სოლომენის რაიონში, დაახლოებით 500 კვადრატული მეტრის ფართობის ლითონის ანგარში ხანძარი გაჩნდა. მაშველები ხანძრის ქრობის სამუშაოებს აგრძელებენ. ხანძარი გაჩნდა 16-სართულიანი საცხოვრებელი კორპუსის მე-11 სართულზე. სწრაფი რეაგირების შედეგად, სამი ადამიანი გადაარჩინეს. ხანძარი ჩააქრეს.

დარნიცის რაიონში ჩამოგდებული სამიზნეების ნამსხვრევები სულ მცირე სამ ადგილას ჩაცვივდა.

გოლოსეევის რაიონში, სამოქალაქო ინფრასტრუქტურის ობიექტში ხანძარი გაჩნდა და ხანძრის ჩაქრობის სამუშაოები ამ დრომდე გრძელდება.

დაზიანდა საგანმანათლებლო დაწესებულება. ჩამოგდებული სამიზნის ნაწილები ბენზინგასამართ სადგურთან ახლოს დაეცა, რის შედეგადაც ერთი ავტომობილი დაზიანდა. ნამსხვრევები ასევე არასაცხოვრებელ ზონაში ჩაცვივდა.

დესნიანის რაიონში, ღია ადგილას ჩამოგდებული უპილოტო საფრენი აპარატის ნამსხვრევები იპოვეს.

შევჩენკოვსკის რაიონში ხანძარი არასაცხოვრებელ ზონაში გაჩნდა. დნიპროვის რაიონში კი მნიშვნელოვანი ზიანი მიადგა ბენზინგასამართ სადგურს. ადგილზე მაშველები მუშაობენ.

კიევის მერის ვიტალი კლიჩკოს ცნობით, რამდენიმე ადგილას სამძებრო-სამაშველო სამუშაოები მიმდინარეობს.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
  • 17:05
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
  • 16:35
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge