png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge

ახალი საკანონმდებლო ინიციატივით დივიდენდის გაცემისა და კოოპერატივის სარეზერვო ფონდში არსებული თანხის განკარგვის წესი, განისაზღვრება

  • ეკონომიკა
  • 01.10.2015
  • 12:49
ახალი საკანონმდებლო ინიციატივით დივიდენდის გაცემისა და კოოპერატივის სარეზერვო ფონდში არსებული თანხის განკარგვის წესი, განისაზღვრება

„სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებები შედის. როგორც სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე დავით გალეგაშვილი აცხადებს, კანონპროექტი ითვალისწინებს ასოცირებული წევრის ინსტიტუტის და დამატებითი საპაიო შენატანების შემოღებას.

„ასევე, განისაზღვრება თუ რა არის კოოპერაციული შემოსავალი. დაწესდება შეზღუდვა კოოპერატივის არა წევრებისაგან პროდუქციის შესყიდვაზე ან და მათთვის მომსახურეობის გაწევაზე. ასევე, კოოპერატივის წევრთა რეესტრის წარმოებაზე, რომელსაც კანონის მიღების შემდეგ სოფლის მეურნეობის მინისტრი განსაზღვრავს“, - განმარტა მომხსენებელმა.

მისივე თქმით, კანონპროექტით, განისაზღვრება დივიდენდის გაცემის და კოოპერატივის სარეზერვო ფონდში არსებული თანხის განკარგვის წესი. „კიდევ ერთი მთავარი ცვლილება არის ის, რომ სააგენტოს, რომელიც მთავრობის მხრიდან მართავს კოოპერატივებთან ურთიერთობს, მას მიეცემა კოოპერატივებზე გრანტების გაცემის უფლებამოსილება. „უკვე წელიწადზე მეტია რაც საქართველოში კოოპერატივები იქმნება. დრომ მოიტანა და კანონში ცვლილების შეტანით, ჩვენ უფრო მეტად ვაზუსტებთ თუ რას ნიშნავს კოოპერაცია. შპს-ებს ან სხვა ორგანიზაციებს, მათ, ვისაც ამის იმედი ჰქონდათ, უკვე ნაკლები ინტერესი ექნებათ შეღავათების მიღებისა, იმის იმედით, რომ არარეალური კოოპერატივებით შეძლებდნენ შეღავათების ან გრანტებს უცხოელებისა თუ მთავრობისგან მიღებას“, - განაცხადა დავით გალეგაშვილმა.

კანონპროექტის მიზანია სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის შიდა საწარმოო ურთიერთობების მოწესრიგება და სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის გამართული მოდელის შექმნა, რომელიც წევრთა შრომითი რესურსების კაპიტალიზაციის გააქტიურებაზე იქნება მიმართული.

გარდა ამისა, ცვლილება ასევე, მიზნად ისახავს სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების ხელშემწყობი პროგრამების ადმინისტირების მოქნილი მექანიზმის შესაქმნელად სსიპ - სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოსთვის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის სტატუსის მქონე სუბიექტებზე გრანტის გაცემის უფლებამოსილების მინიჭებას. ასევე, კანონპროექტი ემსახურება წევრთა რეესტრის წარმოების ერთიანი სტანდარტის დანერგვას და მასთან დაკავშირებული რისკების მაქსიმალურად დაზღვევას.

 

 

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
  • 17:05
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
  • 16:35
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge