png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
05 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge

სალომე ზურაბიშვილი აშშ-ის საელჩოში იყო, არ ვიცით, რა საკითხებზე მსჯელობენ, მაგრამ დარწმუნებული ვართ, რომ ამერიკის საელჩო რელევანტურ განცხადებას გააკეთებს - გია ვოლსკი

  • პოლიტიკა
  • 23.05.2025
  • 15:57
სალომე ზურაბიშვილი აშშ-ის საელჩოში იყო, არ ვიცით, რა საკითხებზე მსჯელობენ, მაგრამ დარწმუნებული ვართ, რომ ამერიკის საელჩო რელევანტურ განცხადებას გააკეთებს - გია ვოლსკი

ევროკავშირის ელჩი, დიდი ხანია, პოლიტიკური განცხადებებით გამოდის. ჰერჩინსკი „ნაცმოძრაობის“ პოლიტიკური ლიდერად გადაიქცა, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.

„სალომე ზურაბიშვილი „მაკკეინის ინსტიტუტის“ სტიპენდიატია, რომელიც აშშ-ის საელჩოში იყო. არ ვიცით, რა საკითხებზე მსჯელობენ, მაგრამ დარწმუნებული ვართ, რომ ამერიკის საელჩო ამასთან დაკავშირებით რელევანტურ განცხადებას გააკეთებს. იმავეს გააკეთებს ევროკავშირის ელჩი, რომელიც, უკვე დიდი ხანია, პოლიტიკური განცხადებებით გამოდის. ჰერჩინკსი „ნაცმოძრაობის“ პოლიტიკურ ლიდერად გადაიქცა. რასაკვირველია, შეიძლება ვივარაუდოთ, რა განცხადებებზე, რა ღონისძიებებზეა საუბარი, მაგრამ ვიმედოვნებ, იქნებ გონს მოეგოს ევროკავშირის ელჩი. ის რაღაც გარკვეულ თემებს მიღებული ინსტრუქციის თანახმად განიხილავს, რომელიც საქართველოში სტაბილურობის შენარჩუნებას და ქვეყნის გადარჩენას ეხება. თუმცა ეჭვი მაქვს, რომ ამ თემასთან დაკავშირებით არანაირი პოზიტიური დამოკიდებულება ჰერჩინსკის არ აქვს, რადგან ინსტრუქცია სხვა აქვს. ინსტრუქციის მიმცემის მიმართ კი ევროპის სასამართლოს სერიოზული პრეტენზიები გააჩნია. ეს ის სქემაა, რასაც ვუყურებთ. ეს მხოლოდ საქართველოს არ ეხება. ევროპის სივრცეში სერიოზული დაძაბულობა, მათ შორის იმ ადამიანის მიმართ, ვინც ჰერჩინსკის ინსტრუქციებს აძლევს. რასაკვირველია, ამერიკის საელჩოს მხრიდან კონკრეტულ განცხადებებს და განმარტებებს ველოდებით. ამერიკის შეერთებულ შტატებს არ სჩვევია, რომ მისმა საელჩომ რამე დამალოს. იმედია, განცხადება იქნება ამომწურავი“, – განაცხადა ვოლსკიმ.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
  • 17:05
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
  • 16:35
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge