png.ge
png.ge
png.ge
16+
20 ნოემბერი, 2026, პარასკევი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
20 ნოემბერი, 2026, პარასკევი
png.ge

ჩეხეთის ინიციატივის ფარგლებში, უკრაინა კიდევ 400 000 საარტილერიო ჭურვს მიიღებს

  • მსოფლიო
  • 21.05.2025
  • 15:13
ჩეხეთის ინიციატივის ფარგლებში, უკრაინა კიდევ 400 000 საარტილერიო ჭურვს მიიღებს

უკრაინა ჩეხეთის რესპუბლიკისგან კიდევ 400 000 საარტილერიო ჭურვს მიიღებს. საბრძოლო მასალა წელს უკრაინაში ე.წ. ჩეხური ინიციატივის ფარგლებში ჩავა.

ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა დენის შმიჰალმა 20 მაისს უჟგოროდში ჩეხეთის პრემიერ-მინისტრ პეტრ ფიალასთან ერთად გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მან ასევე აღნიშნა, რომ პრაღამ უკრაინისთვის დახმარება გაზარდა.

„ჩეხური ინიციატივა ჩვენთვის მთავარია - უკრაინის თავდაცვის ძალებისთვის საბრძოლო მასალის მიწოდება. გასულ წელს სხვადასხვა კალიბრის დაახლოებით 1,5 მილიონი ჭურვი მივიღეთ. წელს კიდევ 400 ათასს მივიღებთ.

ეს არის არაჩვეულებრივი სამუშაო, რომელიც აძლიერებს უკრაინას“, - განაცხადა უკრაინის პრემიერ-მინისტრმა.

გარდა ამისა, როგორც შმიჰალმა აღნიშნა, ჩეხეთის მთავრობის მიერ მიღებული უკრაინის აღდგენის პროგრამა 2030 წლამდე გაგრძელდა და წლიური დახმარების ოდენობა 43 მილიონ დოლარზე მეტად გაიზარდა.

„ეს ჩვენს ქვეყნებს შორის გრძელვადიანი მდგრადი პარტნიორობის დასტურია. ჩვენ ვაფასებთ და მადლიერები ვართ ამისთვის“, - განაცხადა უკრაინის პრემიერ-მინისტრმა.

უკრაინის მთავრობის მეთაურმა დასძინა, რომ 2022 წლიდან პრაღამ კიევს 900 მილიონ დოლარზე მეტი ღირებულების სამხედრო დახმარება გაუწია.

შეგახსენებთ, რომ ჩეხეთი აგრძელებს უკრაინის თავდაცვის ძალებისთვის საბრძოლო მასალის მიწოდებას მესამე ქვეყნებიდან მისი შეძენის ინიციატივის ფარგლებში, რომელიც 2024 წელს დაიწყო.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

მაშველები ნანგრევებში ეძებენ შვიდ მოქალაქეს, რომელთა შორის, სამი მცირეწლოვანია
  • 17:10
მაშველები ნანგრევებში ეძებენ შვიდ მოქალაქეს, რომელთა შორის, სამი მცირეწლოვანია
ღმერთო, დაგვიფარე ასეთი მეგობრებისგან - დონალდ ტუსკი ტრამპის მიერ პუტინის „მეგობრად“ მოხსენიებაზე
  • 16:59
ღმერთო, დაგვიფარე ასეთი მეგობრებისგან - დონალდ ტუსკი ტრამპის მიერ პუტინის „მეგობრად“ მოხსენიებაზე
ივანიშვილი, რომელმაც სამჯერ უკანონოდ ჩამსვა, რომ დაასანქცირონ, მიხარია კი არა, საერთოდ ჩაიტანოს დედამიწამ - ნიკა გვარამია
  • 16:57
ივანიშვილი, რომელმაც სამჯერ უკანონოდ ჩამსვა, რომ დაასანქცირონ, მიხარია კი არა, საერთოდ ჩაიტანოს დედამიწამ - ნიკა გვარამია
გაყიდვების რეკორდი საბურავებში - საავტომობილო პროდუქციის ფართო არჩევანი და ზამთრის შეთავაზებები „თეგეტა მოტორსში“
  • 12:43
გაყიდვების რეკორდი საბურავებში - საავტომობილო პროდუქციის ფართო არჩევანი და ზამთრის შეთავაზებები „თეგეტა მოტორსში“
„თეგეტა აკადემიის“ სავალი ნაწილის შეკეთების პროგრამა დასრულდა - კურსდამთავრებულების ნახევარზე მეტი „თეგეტაში“ დასაქმდება
  • 12:31
„თეგეტა აკადემიის“ სავალი ნაწილის შეკეთების პროგრამა დასრულდა - კურსდამთავრებულების ნახევარზე მეტი „თეგეტაში“ დასაქმდება
Tegeta App-ში მოგების დროა - ყოველი 50-ე ახალი მომხმარებელი საჩუქრად „გალფის“ ქულებს მიიღებს
  • 16:47
Tegeta App-ში მოგების დროა - ყოველი 50-ე ახალი მომხმარებელი საჩუქრად „გალფის“ ქულებს მიიღებს
კაცმა ცივი იარაღის გამოყენებით დედა დაჭრა - თელავში 1 პირი დააკავეს
  • 11:14
კაცმა ცივი იარაღის გამოყენებით დედა დაჭრა - თელავში 1 პირი დააკავეს
Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
  • 14:40
Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge