png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge

ფინეთი, გაყინული რუსული აქტივებიდან მიღებული შემოსავლის ხარჯზე, უკრაინას საბრძოლო მასალას გადასცემს

  • მსოფლიო
  • 19.05.2025
  • 16:16
ფინეთი, გაყინული რუსული აქტივებიდან მიღებული შემოსავლის ხარჯზე, უკრაინას საბრძოლო მასალას გადასცემს

ფინეთი ევროკავშირის პროგრამის ერთ-ერთი მონაწილე ქვეყანა გახდა, რომელიც უკრაინას სამხედრო დახმარებას გაუწევს ევროპაში რუსული გაყინული აქტივებიდან მიღებული შემოსავლის ხარჯზე; საუბარია 90 მილიონი ევროს ოდენობის თანხაზე. ამის შესახებ ინფორმაციას ფინეთის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

ევროკომისიასთან შეთანხმება ითვალისწინებს, რომ ფინეთი უკრაინას მსხვილკალიბრიან საბრძოლო მასალას გადასცემს.

საბრძოლო მასალას ფინეთის თავდაცვის ინდუსტრიისგან შეიძენენ და მათი ღირებულება გაყინული რუსული აქტივებიდან მიღებული თანხებით დაფინანსდება, რომელიც ევროპის მშვიდობის ფონდის მეშვეობით გადაირიცხება.

საერთო თანხა 90 მილიონი ევრო იქნება.

თავდაცვის მინისტრის, ანტი ჰაკანენის თქმით, ასეთი სქემა ფინეთის თავდაცვის ინდუსტრიისთვის სამუშაო ადგილების შექმნას და უკრაინის მხარდაჭერას უზრუნველყოფს.

„ეს ახალი პაკეტი, 660 მილიონი ევროს ოდენობის ეროვნულ დახმარების პროგრამასთან ერთად, ხელს შეუწყობს ფინეთის თავდაცვის ინდუსტრიასა და ფინეთის მიერ უკრაინის მხარდაჭერას შორის მჭიდრო კავშირის განვითარებას. ეს შესანიშნავი მაგალითია იმისა, თუ რისი გაკეთება შეუძლია ფინეთის თავდაცვის ინდუსტრიას და ეს აჩვენებს, რომ ჩვენი ინვესტიციები წარმოების სიმძლავრეებში შედეგს იძლევა“, - განაცხადა მინისტრმა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
  • 17:05
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
  • 16:35
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge