png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge

მექსიკაში მერობის კანდიდატი, საარჩევნო კამპანიის დროს პირდაპირ ეთერში მოკლეს

  • მსოფლიო
  • 13.05.2025
  • 09:34
მექსიკაში მერობის კანდიდატი, საარჩევნო კამპანიის დროს პირდაპირ ეთერში მოკლეს

მექსიკის შტატ ვერაკრუსში, ტეკისტეპეკის მერობის კანდიდატი, ესენია ლარა გუტიერესი, წინასაარჩევნო კამპანიის დროს მოკლეს. თავდასხმის შედეგად კიდევ სამი ადამიანი დაიღუპა და სამი დაშავდა. ამის შესახებ ინფორმაციას CNN ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, თავდასხმა 11 მაისის საღამოს, ტეკისტეპეკში, საჯარო ღონისძიების დროს მოხდა, რომელიც Facebook-ზე პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა.

ვიდეოში ჩანს, როგორ ესალმება მმართველი პარტია „მორენას“ კანდიდატი ადგილობრივ მოსახლეობას და მხარდამჭერებთან ერთად ქუჩაში გადაადგილდება. ხალხი სკანდირებს, რა დროსაც მოულოდნელად დაახლოებით 20 გასროლის ხმა გაისმა.

ვერაკრუსის გენერალური პროკურორის ოფისის ცნობით, თავდასხმის შედეგად ოთხი ადამიანი, მათ შორის გუტიერესი, დაიღუპა, ხოლო სამი დაშავდა.

„ჩვენ ვაკოორდინებთ ჩვენს ქმედებებს, მათ შორის უსაფრთხოების მინისტრთან და ვერაკრუსის შტატის ხელისუფლებასთან ერთად ვუზრუნველყოფთ ყველა საჭირო მხარდაჭერას ამ საარჩევნო პერიოდში“, - განაცხადა მექსიკის პრეზიდენტმა კლაუდია შეინბაუმმა პრესკონფერენციაზე.

როგორც მედია წერს, მექსიკაში საარჩევნო პროცესის დროს პოლიტიკოსებზე, განსაკუთრებით ადგილობრივი თანამდებობის კანდიდატებზე თავდასხმები გახშირდა. ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაცია Data Cívica-ს მონაცემებით, გასულ წელს ქვეყანაში პოლიტიკურ აქტივობასთან დაკავშირებულ ადამიანებზე ან ადგილებზე თავდასხმის რეკორდული - 661 შემთხვევა დაფიქსირდა. მსხვერპლთა უმეტესობა მუნიციპალურ თანამდებობებს იკავებდა ან არჩევნებში იყრიდა კენჭს.

2024 წლის მაისში, ჰერეროს შტატში წინასაარჩევნო მიტინგის დროს მერობის კანდიდატი მოკლეს. რამდენიმე დღის შემდეგ, მიჩოაკანის შტატში, კოტიხას ქალაქის მერს იმ დროს ესროლეს, როდესაც ის სპორტდარბაზიდან სახლში ბრუნდებოდა. ოქტომბერში, ჩილპანსინგოს ახლადარჩეული მერი არჩევიდან ერთ კვირაზე ნაკლებ დროში მოკლეს.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
  • 17:05
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
  • 16:35
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge