png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
05 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge

სამარცხვინო, ჩანს ხელისუფლების სრული სასოწარკვეთილება - სალომე ზურაბიშვილი კობახიძის წერილზე

  • პოლიტიკა
  • 13.05.2025
  • 15:34
სამარცხვინო, ჩანს ხელისუფლების სრული სასოწარკვეთილება - სალომე ზურაბიშვილი კობახიძის წერილზე

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი ზურაბიშვილი ირაკლი კობახიძის მიერ შეერთებული შტატების პრეზიდენტის, დონალდ ტრამპისა და ავიცე-პრეზიდენტ ჯეი დი ვენსისადმი გაგზავნილ ღია წერილს სამარცხვინოს უწოდებს.

სალომე ზურაბიშვილის თქმით, წერილში კარგად ჩანს ივანიშვილის ხელისუფლების სასოწარკვეთილებად ა აჩვენებს იმას, რომ "ბიძინა ივანიშვილმა ვერც ვერაფერი ვერ დაალაგა და ვერც ვერაფერს დაალაგებს".

"ეს წერილი პირველ რიგში არის სამარცხვინო,  იმიტომ რომ აქ დაცული არ არის არცერთ არც პროტოკოლური, არც მეგობრული არანაირი ნიშანი აღარ გააჩნია ამ წერილს. არ ვიცი, ვინ დაუწერა და რა განწყობით დაიწერა ეს წერილი, მაგრამ, რაც ჩანს ის არის, რასაც ჩვენ უნდა ვხედავდეთ. აქ ჩანს სრული სასოწარკვეთილება ხელისუფლების, იმის მიმართ, რომ პირველ რიგში ალბათ არის ის, რომ ბიძინა ივანიშვილმა ვერც ვერაფერი ვერ დაალაგა და ვერც ვერაფერს დაალაგებს. ვერც "MEGOABRI აქტის" შედეგებს ვერ დაალაგებს  და ცხადი არის, რომ ძალიან დიდი ნერვიულობა არის "ქართული ოცნების" წრეში და ამის გამომჟღავნება არის ეს წერილი. რომელსაც ოდესმე წაიკითხავს თუ არა ამერიკის პრეზიდენტი და ალბათ მას დღეს ამისთვის არ ცალია და ნაკლებად ცალია, მაგრამ, ვინც წაიკითხავს ძალიან სამწუხარო არის მათთვის, რადგან ეს იქნება ძალიან გამაოგნებელი, როცა ამერიკა ყველა კუთხით და ყველა ფორმით ეხმარება საქართველოს, რომელმაც ჩვენ ჯარი პრაქტიკულად მოგვცა და მოამზადა. 30 წელი ჩვენ ვიყავით ერთ- ერთი პირველი ბენეფიციარი ამერიკული დახმარების და ეს არის ჩვენი პასუხი და ქართული ტრადიციული მადლიერება. ჩვენი ტრადიციები სად იკარგება არ ვიცი. ეს მაჩვენებელი არის მაჩვენებელი ამ ხელისუფლების ჩამოშლის, მორალურად ჩამოშლის და პოლიტიკურად ჩამოშლის ეს არის ის, რაც უნდა დავინახოთ ", - ამბობს სალომე ზურაბიშვილი.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ დონალდ ტრამპსა და ჯეი დი ვენსს ღია წერილით მიმართა. როგორც კობახიძე აღნიშნავს, რამდენიმე კვირის წინ მან მიმართა აშშ-ს წერილით ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებთან დაკავშირებით, თუმცა პასუხი ამ დრომდე არ მიუღია.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
  • 17:05
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
  • 16:35
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge