png.ge
png.ge
png.ge
16+
20 ნოემბერი, 2026, პარასკევი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
20 ნოემბერი, 2026, პარასკევი
png.ge

„თეგეტამ“, „გალტ & თაგარტთან“ ექსკლუზიური პარტნიორობით, 10 მილიონი აშშ დოლარის ობლიგაციები წარმატებით განათავსა

  • ბიზნესი
  • 30.04.2025
  • 16:56
„თეგეტამ“, „გალტ & თაგარტთან“ ექსკლუზიური პარტნიორობით, 10 მილიონი აშშ დოლარის  ობლიგაციები წარმატებით განათავსა

ახალი, 50-მილიონიანი მულტისავალუტო პროგრამის ფარგლებში, „თეგეტა ჰოლდინგმა“, „გალტ & თაგარტის“ ექსკლუზიური მხარდაჭერით, მორიგი ემისია წარმატებით განახორციელა. კომპანიამ კაპიტალის ბაზარზე 10 მილიონი აშშ დოლარის ფასიანი ქაღალდები განათავსა. მიმდინარე წელს დამტკიცებულ პროგრამას ერთწლიანი ვადა აქვს და  ითვალისწინებს 50 მილიონი მოცულობის ეკვივალენტი ბონდების განთავსებას დოლარში, ევროსა და ლარში.

ტრანზაქციის ვადიანობა ორი წელია. აშშ დოლარში დენომინირებული ობლიგაციების საპროცენტო განაკვეთი გაუმჯობესებული 8%-ია. სარგებელს ინვესტორები  ექვს თვეში ერთხელ მიიღებენ. 

ეკატერინე ქავთარაძე, „თეგეტა ჰოლდინგის“ მთავარი აღმასრულებელი ოფიცერი: „თეგეტა“ კაპიტალის ბაზარზე მიმდინარე წელსაც აქტიურია. ამჯერად, ჩვენს პარტნიორთან „გალტ & თაგარტთან“ ერთად, 10-მილიონიანი ტრანში განვახორციელეთ გაუმჯობესებული 8%-იანი განაკვეთით. ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს მაღალ სანდოობაზე კომპანიისა და მისი სამომავლო ხედვების მიმართ. დაინტერესება კვლავაც დიდია და აქვე ხაზგასასმელია, რომ, ახალ ინვესტორებთან ერთად, ობლიგაციების უმრავლესობა იმ პირების მფლობელობაშია, რომლებმაც „თეგეტას“ ფასიანი ქაღალდები 2023 წელსაც შეიძინეს. ეს ნიშნავს, რომ ჩვენს ინვესტორებს ჰოლდინგის მიმართ მაღალი ნდობა აქვთ და კომპანიასთან ურთიერთთანამშრომლობას გრძელვადიან პერსპექტივაში განიხილავენ.

რაც შეეხება ფასიანი ქაღალდების მიზნობრიობას, მოზიდული კაპიტალი ორი წლის წინ განხორციელებული ემისიის რეფინანსირებას მოხმარდა“.

ინვესტორთა ბაზა დივერსიფიცირებულია. საერთო ჯამში, „თეგეტას“ ობლიგაციები 66-მა ფიზიკურმა პირმა შეიძინა, მათგან 29 არარეზიდენტია. ჰოლდინგის ფასიანი ქაღალდებით 3 კერძო კომპანია დაინტერესდა.

საავტომობილო ინდუსტრიაში ლიდერი კომპანიისთვის წელს ეს უკვე მეორე ემისიაა. გარიგების ექსკლუზიური საინვესტიციო ბანკი ამჯერად „გალტ & თაგარტია“. „თეგეტასა“ და  „გალტ & თაგარტის“ პარტნიორობის ფარგლებში ეს უკვე მერვე წარმატებული ემისიაა.

გიორგი კუპრაშვილი, „გალტ & თაგარტის“ გენერალური დირექტორი: „მოხარულები ვართ, რომ „თეგეტა ჰოლდინგმა“ ობლიგაციები „გალტ & თაგარტის“ ექსკლუზიური პარტნიორობით განათავსა. განსაკუთრებით მისასალმებელია ის ინტერესი, რომელიც ობლიგაციების მიმართ ინვესტორებმა გამოიჩინეს. აღნიშნული ტრანზაქცია კიდევ ერთხელ ადასტურებს „თეგეტას“ ძლიერ პოზიციებს ბაზარზე, ასევე ინვესტორების ნდობას როგორც „თეგეტას“, ისე „გალტ & თაგარტის“ მიმართ. ჩვენთვის საამაყოა, რომ მრავალი წელია, მხარს ვუჭერთ „თეგეტა ჰოლდინგის“ ობლიგაციებს წარმატებულ ემისიებს“.

ამჟამინდელი მდგომარეობით „თეგეტა ჰოლდინგს“ განთავსებული აქვს 215 მილიონი ლარის, 38 მილიონი აშშ დოლარისა და 19 მილიონი ევროს ობლიგაციები.

„თეგეტა“ ადგილობრივი კაპიტალის ბაზარზე ახალი მნიშვნელოვანი ნაბიჯებისთვის ემზადება — კომპანიაში აცხადებენ, რომ განსაკუთრებული აქტივობა სწორედ წლის მეორე ნახევრიდან იგეგმება.

--

თეგეტა ჰოლდინგის შესახებ: უმსხვილესი საავტომობილო კომპანია კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში მომხმარებელს საავტომობილო ეკოსისტემის სრულ სპექტრს სთავაზობს, რაც მსუბუქ, სატვირთო და სამშენებლო, ასევე კომერციულ, სამგზავრო და ინდუსტრიულ ტრანსპორტს მოიცავს. მთელი ქვეყნის მასშტაბით თეგეტას 28 სერვისცენტრი აქვს, ხოლო საერთაშორისო ვაჭრობას ჰოლდინგი ოთხ კონტინენტზე ახორციელებს. თეგეტა ექსკლუზიურად წარმოადგენს ცნობილ ბრენდებს Porsche, Volvo, Toyota, Mazda. სატვირთო და სპეცტექნიკის მიმართულებით ჰოლდინგის პარტნიორები არიან ისეთი დიდი ბრენდები, როგორებიცაა: MAN, JCB, HINO, Liebherr, BOMAG და სხვები. თეგეტა მსოფლიოს 300-ზე მეტი წამყვანი საავტომობილო ბრენდის უმსხვილესი იმპორტიორია საქართველოში. თეგეტა ჰოლდინგი, 3000-მდე თანამშრომლით, დღეს საქართველოში ერთ-ერთი უმსხვილესი დამსაქმებელია.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

მაშველები ნანგრევებში ეძებენ შვიდ მოქალაქეს, რომელთა შორის, სამი მცირეწლოვანია
  • 17:10
მაშველები ნანგრევებში ეძებენ შვიდ მოქალაქეს, რომელთა შორის, სამი მცირეწლოვანია
ღმერთო, დაგვიფარე ასეთი მეგობრებისგან - დონალდ ტუსკი ტრამპის მიერ პუტინის „მეგობრად“ მოხსენიებაზე
  • 16:59
ღმერთო, დაგვიფარე ასეთი მეგობრებისგან - დონალდ ტუსკი ტრამპის მიერ პუტინის „მეგობრად“ მოხსენიებაზე
ივანიშვილი, რომელმაც სამჯერ უკანონოდ ჩამსვა, რომ დაასანქცირონ, მიხარია კი არა, საერთოდ ჩაიტანოს დედამიწამ - ნიკა გვარამია
  • 16:57
ივანიშვილი, რომელმაც სამჯერ უკანონოდ ჩამსვა, რომ დაასანქცირონ, მიხარია კი არა, საერთოდ ჩაიტანოს დედამიწამ - ნიკა გვარამია
გაყიდვების რეკორდი საბურავებში - საავტომობილო პროდუქციის ფართო არჩევანი და ზამთრის შეთავაზებები „თეგეტა მოტორსში“
  • 12:43
გაყიდვების რეკორდი საბურავებში - საავტომობილო პროდუქციის ფართო არჩევანი და ზამთრის შეთავაზებები „თეგეტა მოტორსში“
„თეგეტა აკადემიის“ სავალი ნაწილის შეკეთების პროგრამა დასრულდა - კურსდამთავრებულების ნახევარზე მეტი „თეგეტაში“ დასაქმდება
  • 12:31
„თეგეტა აკადემიის“ სავალი ნაწილის შეკეთების პროგრამა დასრულდა - კურსდამთავრებულების ნახევარზე მეტი „თეგეტაში“ დასაქმდება
Tegeta App-ში მოგების დროა - ყოველი 50-ე ახალი მომხმარებელი საჩუქრად „გალფის“ ქულებს მიიღებს
  • 16:47
Tegeta App-ში მოგების დროა - ყოველი 50-ე ახალი მომხმარებელი საჩუქრად „გალფის“ ქულებს მიიღებს
კაცმა ცივი იარაღის გამოყენებით დედა დაჭრა - თელავში 1 პირი დააკავეს
  • 11:14
კაცმა ცივი იარაღის გამოყენებით დედა დაჭრა - თელავში 1 პირი დააკავეს
Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
  • 14:40
Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge