png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge

უკრაინასა და რუსეთს მოუწევთ ტერიტორიების დათმობა - ჯეი დი ვენსი

  • მსოფლიო
  • 23.04.2025
  • 13:56
უკრაინასა და რუსეთს მოუწევთ ტერიტორიების დათმობა - ჯეი დი ვენსი

აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის ჯეი დი ვენსის განცხადებით, აშშ-ის სამშვიდობო შეთანხმება ითვალისწინებს, რომ უკრაინასაც და რუსეთსაც მოუწევთ იმ ტერიტორიის ნაწილის დათმობა, რომელსაც თითოეული მხარე ამჟამად აკონტროლებს, ასევე საუბარია კონფლიქტის გაყინვაზე ამჟამინდელი კონტაქტის ხაზის გასწვრივ. ამის შესახებ Bloomberg-ი იუწყება.

მისივე თქმით, სადემარკაციო ხაზი, სავარაუდოდ, ზუსტად არ დაემთხვევა ახლანდელ ფრონტის ხაზს, მაგრამ ახლოს იქნება.

„საბოლოოდ, კონფლიქტში ახალი ხაზები გაივლება არსებული ფრონტის ხაზებზე ან სადღაც მათთან სიახლოვეს“, - განუცხადა ვენსმა ჟურნალისტებს.

მისი თქმით, მკვლელობების შესაჩერებლად, ორივე მხარემ უნდა „დაყაროს იარაღი, გაყინოს ეს ყველაფერი და დაიწყოს რეალურად უკეთესი რუსეთისა და უკეთესი უკრაინის მშენებლობა“.

გასულ კვირას აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ მზად არის უარი თქვას უკრაინაში ომის დასრულების მცდელობებზე, თუ შეთანხმება მალე ვერ მიიღწევა.

ვენსმა თქვა, რომ შეერთებულმა შტატებმა „ძალიან მკაფიო შეთავაზება“ გადასცა რუსეთსა და უკრაინას სამშვიდობო შეთანხმების გზაზე.

„დადგა დრო, როდესაც მათ ან უნდა თქვან დიახ, ან შეერთებულმა შტატებმა უნდა დატოვოს ეს პროცესი“, - განაცხადა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
  • 17:05
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
  • 16:35
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge