png.ge
png.ge
png.ge
16+
20 ნოემბერი, 2026, პარასკევი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
20 ნოემბერი, 2026, პარასკევი
png.ge

გახარია პარლამენტში ფიზიკურად არ არის, თორემ არც დაფინანსებაზე თქვა უარი და არც მანდატები დაუთმია, საგამოძიებო კომისიის სხდომაზეც იმყოფებოდა - ლევან მახაშვილი

  • პოლიტიკა
  • 16.04.2025
  • 16:53
გახარია პარლამენტში ფიზიკურად არ არის, თორემ არც დაფინანსებაზე თქვა უარი და არც მანდატები დაუთმია, საგამოძიებო კომისიის სხდომაზეც იმყოფებოდა - ლევან მახაშვილი

გახარია პარლამენტში ფიზიკურად არ არის, თორემ არც დაფინანსებაზე თქვა უარი და არც მანდატები დაუთმია. მათ შორის, საგამოძიებო კომისიის სხდომაზეც იმყოფებოდა, – ამის შესახებ პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა.

ამასთან, მახაშვილის თქმით, ოპოზიცია თვითმმართველობის არჩევნებში მიიღებს თუ არა მონაწილეობას, ეს რამდენიმე ფაქტორზე იქნება დამოკიდებული.

„ერთი მხრივ, როგორ წარმოუდგენია პერსპექტივა, ხელისუფლებასთან კონკურენციაში შევიდეს და, მეორე მხრივ, რა დავალებას მიიღებენ თავიანთი გარე პატრონებისგან. როგორც ჩანს, ამ ბრძოლაში შემოსვლას გახარია პირველი ცდილობს, რათა სხვა ძალებთან შედარებით, უპირატესობა მოიპოვოს. ფაქტია, რომ გიორგი გახარია პოლიტიკური სივრციდან არც არასოდეს გაწეულა. პარლამენტში ფიზიკურად არ არის, თორემ არც დაფინანსებაზე თქვა უარი და არც მანდატები დაუთმია. მათ შორის, საგამოძიებო კომისიის სხდომაზეც იმყოფებოდა. პროცესიდან გაწეული არც არასოდეს ყოფილა, უბრალოდ, ტაქტიკის თვალსაზრისით, ჰგონია, რომ უკეთესი იქნება, რაც მალე შევა ამ ბრძოლაში არა მხოლოდ ხელისუფლების წინააღმდეგ, არამეს ოპოზიციასთან მიმართებით. კვლევების გათვალისწინებით, გიორგი გახარიას ნაკლები შანსი აქვს, კონკურენცია გასწიოს, თუმცა, როგორც ჩანს, მიიჩნევს, რომ მას რესურსი აქვს, სხვა დისკრედიტირებულ და პარლამენტიდან განდევნილ პარტიებთან შედარებით, ხმები წაიღოს. მისი მცდელობაა, გარკვეული ნიშა დაიჭიროს, სხვა პარტიებისგან დისტანცია დაიკავოს, თუმცა, თუ გავითვალისწინებთ, რა თამაშს თამაშობენ, ისინი „ნაციონალურ მოძრაობას“ წარმოადგენენ“, – განაცხადა მახაშვილმა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

მაშველები ნანგრევებში ეძებენ შვიდ მოქალაქეს, რომელთა შორის, სამი მცირეწლოვანია
  • 17:10
მაშველები ნანგრევებში ეძებენ შვიდ მოქალაქეს, რომელთა შორის, სამი მცირეწლოვანია
ღმერთო, დაგვიფარე ასეთი მეგობრებისგან - დონალდ ტუსკი ტრამპის მიერ პუტინის „მეგობრად“ მოხსენიებაზე
  • 16:59
ღმერთო, დაგვიფარე ასეთი მეგობრებისგან - დონალდ ტუსკი ტრამპის მიერ პუტინის „მეგობრად“ მოხსენიებაზე
ივანიშვილი, რომელმაც სამჯერ უკანონოდ ჩამსვა, რომ დაასანქცირონ, მიხარია კი არა, საერთოდ ჩაიტანოს დედამიწამ - ნიკა გვარამია
  • 16:57
ივანიშვილი, რომელმაც სამჯერ უკანონოდ ჩამსვა, რომ დაასანქცირონ, მიხარია კი არა, საერთოდ ჩაიტანოს დედამიწამ - ნიკა გვარამია
გაყიდვების რეკორდი საბურავებში - საავტომობილო პროდუქციის ფართო არჩევანი და ზამთრის შეთავაზებები „თეგეტა მოტორსში“
  • 12:43
გაყიდვების რეკორდი საბურავებში - საავტომობილო პროდუქციის ფართო არჩევანი და ზამთრის შეთავაზებები „თეგეტა მოტორსში“
„თეგეტა აკადემიის“ სავალი ნაწილის შეკეთების პროგრამა დასრულდა - კურსდამთავრებულების ნახევარზე მეტი „თეგეტაში“ დასაქმდება
  • 12:31
„თეგეტა აკადემიის“ სავალი ნაწილის შეკეთების პროგრამა დასრულდა - კურსდამთავრებულების ნახევარზე მეტი „თეგეტაში“ დასაქმდება
Tegeta App-ში მოგების დროა - ყოველი 50-ე ახალი მომხმარებელი საჩუქრად „გალფის“ ქულებს მიიღებს
  • 16:47
Tegeta App-ში მოგების დროა - ყოველი 50-ე ახალი მომხმარებელი საჩუქრად „გალფის“ ქულებს მიიღებს
კაცმა ცივი იარაღის გამოყენებით დედა დაჭრა - თელავში 1 პირი დააკავეს
  • 11:14
კაცმა ცივი იარაღის გამოყენებით დედა დაჭრა - თელავში 1 პირი დააკავეს
Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
  • 14:40
Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge