png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
05 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge

გირაოს გადახდას არ ვაპირებ, ნებისმიერი რამისთვის მზად ვარ - ზურაბ ჯაფარიძე

  • პოლიტიკა
  • 16.04.2025
  • 14:52
გირაოს გადახდას არ ვაპირებ, ნებისმიერი რამისთვის მზად ვარ - ზურაბ ჯაფარიძე

კოალიცია "ცვლილებისთვის" ერთ-ერთ ლიდერს, ზურა ჯაფარიძეს პარლამენტის საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო ბრალდება წაუყენეს. 

"არანაირი გირაოს გადახდას არ ვაპირებ და ამაზე რამდენიმე კვირით ადრე ვთქვი საჯაროდ. არცერთი ლარის გადამხდელი მე არ ვარ. არსად გაქცევას არ ვაპირებ.

სასამართლო არის ამ ქვეყანაში ერთადერთი ინსტანცია, სადაც ჩემი ნებით დავდივარ. არა იმის გამო, რომ იმედი მაქვს, რომ სამართალს ვიპოვი, არა, უბრალოდ სასამართლო არის ის ადგილი, სადაც ნორმალურ ქვეყნებში სამართალი მოიპოვება და ჩვენნაირი ტიპის ქვეყნებში, სადაც ესეთი რეჟიმები არიან, სასამართლო არის, სადაც ყველაზე მეტად ყარს და ჩემი ნებით დავდივარ ხოლმე, რომ ეს სიმყრალე შევიგრძნო.

მათ შორის ბევრი ადამიანის პროცესებზე დავდივარ და ამის გამო ახლა, ცხადია, ჩემს სასამართლოზეც მივალ, როცა დამიძახებენ. სავარაუდოდ დღეს იქნება.

მასალები, რაც გადმომცეს, ჩემი whatsapp-ში ჩატის ამონაწერები არის, სადაც მემესიჯებიან, რომ დაბარებული ვარ და მე ვეუბნები, რომ არ მოვალ. და არის ჩემი Facebook პოსტები, სადაც რამდენჯერმე დავწერე “ვაი, თქვე &₾ეებო”. ეს აქვთ გადიდებული, 80-იანი ფონტით აქვთ და ეს დევს საქმის მასალებში და აი, ამას აგზავნიან ახლა სასამართლოში… 

დამკვიდრებული პრაქტიკა რაც არის, რომ გირაოს უფარდებენ და ასე უშვებენ, ერთი ლარის გადამხდელი მე არ ვარ. პასპორტი შეიძლება, ჩამომართვა, იმიტომ, რომ ბოლო ჩემი  გასვლა დაემთხვა ისე, რომ რამდენი წავედი, იმდენჯერ ვიღაცეები დაასანქცირეს აქ, ყოველ ჯერზე და შეიძლება, ჩათვალონ, რომ ეს ჩემი დამსახურებაა, რადგან მე იქ ვიყავი. არის ჩემი დამსახურება, მაგრამ ვიზიტებთან ეს კავშირში არ არის.არც ეგ არ არის პრობლემა, კიდევ ვიმეორებ, არსად ამ ქვეყნიდან მე წასვლას არ ვაპირებ. ნებისმიერი რამისთვის მზად ვარ, - განაცხადა ზურა ჯაფარიძემ TV ფორმულასთან საუბარში.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
  • 17:05
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
  • 16:35
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge