png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
07 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
07 ოქტომბერი, 2026, ოთხშაბათი
png.ge

აჭარაში სოფლად ტურიზმის განვითარების მიზნით შეხვედრები დაიწყო

  • ეკონომიკა
  • 15.03.2016
  • 13:35
აჭარაში სოფლად ტურიზმის განვითარების მიზნით შეხვედრები დაიწყო

აჭარის მუნიციპალიტეტებში ტურისტული მარშრუტების გაუმჯობესებისა და განვითარების მიზნით აჭარის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელი მუნიციპალიტეტებში შეხვედრებს მართავს. თინათინ ზოიძე უკვე შეხვდა ხელვაჩაურის, ქედის, შუახევისა და ხულოს მუნიციპალიტეტების გამგებლებსა და ტურიზმის სამსახურის წარმომადგენლებს.

ვიზიტისას სააგენტოს ხელმძღვანელმა მუნიციპალიტეტეის წარმომადგენლებს სააგენტოს 2016 წლის მიზნები და მუნიციპალიტეტებში დაგეგმილი ტურისტული მარშრუტები გააცნო. გარდა ამისა, შეხვედრაზე ტურისტული სეზონისათვის მზადების ეტაპები, მუნიციპალიტეტებში კონკრეტული ტურისტული მარშრუტები, იქ არსებული პრობლემები და მათი მოგვარების გზები განიხილეს.

მიმდინარე წელს, ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტო მუნიციპალიტეტებში საოჯახო სასტუმროების, სუვენირებისა და ხელნაკეთი ნივთების მწარმოებელი ოჯახების ერთიანი ბაზის შექმნას გეგმავს, რის მომზადებაშიც მუნიციპალიტეტის ტურიზმის სამსახურის წარმომადგენლებიც ჩაერთვებიან. ზაფხულისთვის თითოეული მუნიციპალიტეტში დამზადებული სუვენირები განახლებულ ტურისტულ საინფორმაციო ცენტრებში გაიყიდება.

„სოფლად ტურიზმის განვითარებისა და მუნიციპალიტეტებში ახალი ტურისტული მარშრუტების შექმნისთვის აუცილებელია ჩვენ და მუნიციპალიტეტების ტურიზმის სამსახურებმა კოორდინირებულად ვიმუშაოთ. ჩვენ გვჭირდება მათი ჩართულობა როგორც პრობლემების მოგვარების, ასევე ახალი მარშრუტების შექმნისა და დანეგვისას. შეხვედრებისას ყურადღება გავამახვილეთ თითოეულ მუნიციპალიტეტში უკვე არსებული და მიმდინარე წელს დაგეგმილი ტურისტული მარშრუტებისა და პროდუქტების განვითარებასა და რეალიზაციაზე,“ განაცხადა აჭარის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტოს დირექტორმა თინათინ ზოიძემ.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

შეიძლება ეს იყოს მისი ანდერძი  - სალომე ზურაბიშვილი არ გამორიცხავს, რომ კობახიძე წასასვლელად ემზადებოდეს
  • 19:10
შეიძლება ეს იყოს მისი ანდერძი  - სალომე ზურაბიშვილი არ გამორიცხავს, რომ კობახიძე წასასვლელად ემზადებოდეს
ინექცია 6 თვეში ერთხელ - აივ-ინფექციის პრევენციისთვის საქართველოში „ლენაკაპავირის“ დანერგვა იგეგმება
  • 18:17
ინექცია 6 თვეში ერთხელ - აივ-ინფექციის პრევენციისთვის საქართველოში „ლენაკაპავირის“ დანერგვა იგეგმება
ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზაზე კლდოვანი მასა ჩამოიშალა
  • 17:27
ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზაზე კლდოვანი მასა ჩამოიშალა
პავლიკა მოროზოვის ფსიქოლოგია არის დამახასიათებელი ახალგაზრდა „ნაციონალებისთვის“ -  ირაკლი კობახიძე პაატა ბურჭულაძის შვილზე
  • 17:25
პავლიკა მოროზოვის ფსიქოლოგია არის დამახასიათებელი ახალგაზრდა „ნაციონალებისთვის“ -  ირაკლი კობახიძე პაატა ბურჭულაძის შვილზე
ამოვიდა ყელში... ახლა უნდა მოგიყვეთ თუ რატომ ვიყავით ირმა სოხაძისთვის აუტანელი -  მიხეილ სააკაშვილი
  • 15:46
ამოვიდა ყელში... ახლა უნდა მოგიყვეთ თუ რატომ ვიყავით ირმა სოხაძისთვის აუტანელი - მიხეილ სააკაშვილი
მრჩება შთაბეჭდილება, რომ მას უხარია მამის ციხეში ყოფნა - შალვა პაპუაშვილი პაატა ბურჭულაძის შვილს აკრიტიკებს
  • 15:00
მრჩება შთაბეჭდილება, რომ მას უხარია მამის ციხეში ყოფნა - შალვა პაპუაშვილი პაატა ბურჭულაძის შვილს აკრიტიკებს
"თეგეტა ჰოლდინგმა" და GAIA-მ საქართველოში AI წიგნიერების პირველი ეროვნული სასკოლო პროგრამა დაიწყეს
  • 10:50
"თეგეტა ჰოლდინგმა" და GAIA-მ საქართველოში AI წიგნიერების პირველი ეროვნული სასკოლო პროგრამა დაიწყეს
თბილისში არასრულწლოვანმა ერთი პირი დაჭრა
  • 10:43
თბილისში არასრულწლოვანმა ერთი პირი დაჭრა
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge