png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის დღე კიდევ ერთხელ გვახსენებს, რომ ჩვენი სულიერი ფასეულობები, ისტორიული მემკვიდრეობა და სახელმწიფოებრივი აზროვნება ერთმანეთისგან განუყოფელია - ირაკლი კობახიძე

  • საზოგადოება
  • 25.03.2025
  • 10:31
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის დღე კიდევ ერთხელ გვახსენებს, რომ ჩვენი სულიერი ფასეულობები, ისტორიული მემკვიდრეობა და სახელმწიფოებრივი აზროვნება ერთმანეთისგან განუყოფელია - ირაკლი კობახიძე

1917 წლის 25 მარტს აღდგა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალია. ეს უმნიშვნელოვანესი მოვლენა ჩვენი სახელმწიფოებრიობისა და სულიერი ფასეულობების აღდგენის სიმბოლოდ იქცა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის განცხადებაშია აღნიშნული.

მთავრობის მეთაურის თქმით, ილია ჭავჭავაძის, დიმიტრი ყიფიანის, ექვთიმე თაყაიშვილისა და მრავალი სხვა მამულიშვილის ძალისხმევით, ეკლესიამ დაიბრუნა თავისუფლება, რაც ერისა და ბერის ერთიანობისა და საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის ქვაკუთხედი გახდა.

“აღსანიშნავია, რომ ჩვენი ავტოკეფალიის ოფიციალურად ცნობა საერთაშორისო დონეზე მხოლოდ 1990 წელს, უწმინდესისა და უნეტარესის, კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის უდიდესი პირადი ძალისხმევისა და ავტორიტეტის წყალობით მოხერხდა. ამგვარად, საბოლოოდ აღდგა ისტორიული სამართლიანობა და ქართულმა ეკლესიამ მსოფლიო დამოუკიდებელ და თანასწორ მართლმადიდებელ ეკლესიათა შორის კუთვნილი ადგილი დაიკავა.

ეს დღე კიდევ ერთხელ გვახსენებს, რომ ჩვენი სულიერი ფასეულობები, ისტორიული მემკვიდრეობა და სახელმწიფოებრივი აზროვნება ერთმანეთისგან განუყოფელია”, - აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
  • 17:05
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
  • 16:35
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge