png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge

ჩვენ ველით ევროპისა და აშშ-სგან რუსეთზე რეალურ ზეწოლას, რათა შეწყდეს „შაჰადების“ ტერორი - ვოლოდიმირ ზელენსკი

  • მსოფლიო
  • 21.03.2025
  • 16:45
ჩვენ ველით ევროპისა და აშშ-სგან რუსეთზე რეალურ ზეწოლას, რათა შეწყდეს „შაჰადების“ ტერორი - ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აღნიშნავს, რომ რუსეთის ფედერაციაზე ზეწოლის გაზრდა არის გზა, რათა დასრულდეს შაჰედების ტერორი.

მან აღნიშნა, რომ გუშინდელი დღიდან რუსეთი უკრაინის რეგიონებს ორასზე მეტი მოიერიშე დრონით და დრონის იმიტატორით დაესხა თავს. ასევე გამოიყენეს მართვადი საჰაერო ბომბები.

დაბომბვის შედეგად დაზარალდა ოდესის, ზაპორიჟიეს, სუმის, კიევის, ხმელნიცკის და ჩერნიჰივის ოლქები.

როგორც ზელენსკიმ აღნიშნა, ოდესის ოლქზე ოკუპანტების მასიური დარტყმების შედეგად ხანძარი გაჩნდა სავაჭრო ცენტრში, მაღაზიებში და დაზიანდა მრავალსართულიანი შენობა. დაშავდა სამი ბავშვი.

ზაპოროჟიეში რუსული ავიაიერიშის შედეგად ექვსი ადამიანი დაშავდა, მათ შორის 4 წლის ბავშვი. დაზიანდა სახლები და მანქანები.

„სწორედ რუსეთზე ერთობლივი ზეწოლა, სანქციების გაძლიერება და ჩვენი სახელმწიფოს თავდაცვის მხარდაჭერა არის ასეთი ტერორის  და რუსეთის მიერ ომის გახანგრძლივების დასასრულების გზა.

ჩვენ ველით რეალურ ზეწოლას რუსეთზე აშშ-ის, ევროპისა და ყველა ჩვენი პარტნიორისგან. და ეს არის ის, რაც დიპლომატიას მუშაობის საშუალებას მისცემს“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, წუხელ ჩამოაგდეს 114 რუსული დრონი, 81-მა იმიტატორმა უპილოტომ სამიზნეებს ვერ მიაღწია (ლოკალურად დაიკარგა).

კონკრეტულად 2025 წლის 21 მარტის ღამეს მტერმა შეუტია 214 შაჰედის ტიპის მოიერიშე უპილოტო საფრენი აპარატით და სხვადასხვა ტიპის დრონის იმიტატორით.

საჰაერო თავდასხმა მოიგერიეს ავიაციის საზენიტო-სარაკეტო ძალებმა, ელექტრონული ომის დანაყოფებმა და უკრაინის საჰაერო ძალების და თავდაცვის ძალების მობილურმა საცეცხლე ჯგუფებმა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
  • 17:05
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
  • 16:35
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge