png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge

რა ბენეფიტებს სთავაზობს საოპერაციო ლიზინგი კომპანიებს

  • ბიზნესი
  • 06.03.2025
  • 12:00
რა ბენეფიტებს სთავაზობს საოპერაციო ლიზინგი კომპანიებს

თანამედროვე ბიზნესგარემოში ფლოტის მართვა და ტრანსპორტირების ხარჯების ოპტიმიზაცია კომპანიების ერთ-ერთი მთავარი გამოწვევაა. საოპერაციო ლიზინგი ბიზნესს სთავაზობს ეკონომიურად გამართლებულ, მოქნილ და სტაბილურ გადაწყვეტას, რომელიც უზრუნველყოფს ფინანსურ სტაბილურობასა და ბიზნესის უწყვეტობას. რატომ არის საოპერაციო ლიზინგი მნიშვნელოვანი და რა უპირატესობები აქვს მას კომპანიებისთვის? – ამ კითხვებზე პასუხებს სტატიაში მიიღებთ.

რა არის საოპერაციო ლიზინგი?

- საოპერაციო ლიზინგი გულისხმობს ავტომობილის ან ფლოტის გაქირავებას გარკვეული დროით. ამ პერიოდში კომპანია იხდის მხოლოდ ექსპლუატაციის საფასურს, თუმცა არ ფლობს საკუთრებაში მანქანებს. ამ მოდელის მთავარი უპირატესობა ის არის, რომ ბიზნესს არ სჭირდება ერთჯერადი, მასშტაბური ინვესტიციის განხორციელება, ის უბრალოდ ავტოპარკით სარგებლობს განსაზღვრული პერიოდული გადასახადის სანაცვლოდ.

საოპერაციო ლიზინგი ბიზნესის უწყვეტობის გარანტიას იძლევა.

  • მანქანა არასდროს გაჩერდება – თუ ავტომობილი დაზიანდა, ის დაუყოვნებლივ შეიცვლება, რაც ბიზნესის უწყვეტ ოპერირებას უზრუნველყოფს.
  • 24/7 ტექნიკური მხარდაჭერა – კომპანია არ აჩერებს საქმიანობას გაუთვალისწინებელი შემთხვევების გამოც კი.

ამასთანავე, საოპერაციო ლიზინგი ფინანსურ სტაბილურობასა და ხარჯების ოპტიმიზაციასაც უზრუნველყოფს.

  • არ არის საჭირო საწყისი მასშტაბური ინვესტიცია – კომპანია არ ყიდულობს ავტოპარკს, რაც ფულადი რესურსების სწორად განაწილების საშუალებას იძლევა.
  • მოთხოვნის შესაბამისად რეგულირება – შესაძლებელია ავტომობილების რაოდენობის ზრდა ან შემცირება ბიზნესის საჭიროებებზე დაყრდნობით.

კომპანიებს, რომლებიც ოპერაციული ლიზინგით სარგებლობენ, მინიმალური ადმინისტრაციული დატვირთვის შესაძლებლობა აქვთ:

  • ფლოტის მართვა და მოვლა მთლიანად სერვის-პროვაიდერის პასუხისმგებლობაა, რაც კომპანიას საშუალებას აძლევს, ფოკუსირდეს მთავარ საქმიანობაზე.
  • პაკეტი მოიცავს საგარანტიო და ტექნიკური მომსახურებას, შესაბამისად, ბიზნესი დაზღვეულია დამატებითი ხარჯებისგან დაზიანებებისა და ტექნიკური პრობლემების მოგვარებისთვის.

რაც შეეხება ტექნიკურ უპირატესობებს, საოპერაციო ლიზინგი ამ მიმართულებითაც მნიშვნელოვან ბენეფიტებს ქმნის:

  • ინოვაციური ფლოტის მართვის სისტემები – საოპერაციო ლიზინგის კომპანიები სთავაზობენ GPS მონიტორინგს, საწვავის კონტროლსა და მძღოლების ქცევის ანალიზს, რაც ფინანსურ დანახარჯებს ამცირებს.
  • ტექნოლოგიურად ახალი და ეკოლოგიურად სუფთა ტრანსპორტი – კომპანიას შეუძლია, ყოველთვის ისარგებლოს ახალი, ეკონომიური და ეკოლოგიურად სუფთა მანქანებით.

 

 

2023 წლიდან ბაზარზე ოპერირებს „თეგეტა ჰოლდინგის“ შვილობილი კომპანია „თეგეტა ლიზინგი“. მისი შექმნის მიზანი სწორედ მომხმარებლებისთვის საერთაშორისო პრაქტიკის გაზიარება და მათზე მორგებული გამოცდილების შექმნაა.

უფრო კონკრეტულად - რატომ უნდა აირჩიოთ თეგეტას საოპერაციო ლიზინგი?

თეგეტა გთავაზობთ მოქნილ და მაღალპროფესიონალურ ოპერაციული ლიზინგის სერვისს, რომელიც ქმნის მნიშვნელოვან უპირატესობებს:

  • დაგეგმარება - წინასწარ განსაზღვრული ფიქსირებული ხარჯებით უზრუნველყოფს უკეთეს ფინანსურ დაგეგმვას
  • თამამი ფლოტის მართვა – მიიღეთ სრულად მართული ავტოპარკი, რომელიც 24/7 ტექნიკური მხარდაჭერითა და დაზღვევით არის უზრუნველყოფილი.
  • ფინანსური მოქნილობა – დაზოგეთ კაპიტალური ხარჯები და გადაიხადეთ მხოლოდ სარგებლობისთვის.
  • ტექნიკური მხარდაჭერა და ცვლადი ავტოპარკი – ყოველთვის იყავით ბიზნესის საჭიროებების მიხედვით აღჭურვილი.
  • GPS კონტროლი და ანალიტიკა – მიიღეთ სრული კონტროლი და ხარჯების დეტალური ანალიზი.

თუ თქვენი ბიზნესისთვის სანდო, მოქნილი და ეკონომიური ტრანსპორტირების გადაწყვეტას ეძებთ, საოპერაციო ლიზინგი საუკეთესო არჩევანია. აღნიშნული სერვისი უზრუნველყოფს ბიზნესის უწყვეტობას, ხარჯების კონტროლსა და ოპერაციული პროცესების გამარტივებას.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
  • 17:05
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
  • 16:35
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge