png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge

კრიპტოვალუტის მითვისების საქმეზე გიორგი ბაჩიაშვილს აღკვეთის ღონისძიება გირაო პატიმრობით შეეცვალა

  • სამართალი
  • 06.03.2025
  • 11:48
კრიპტოვალუტის მითვისების საქმეზე გიორგი ბაჩიაშვილს აღკვეთის ღონისძიება გირაო პატიმრობით შეეცვალა

თანაინვესტირების ფონდის ყოფილი ხელმძღვანელის, „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის კუთვნილი კრიპტოვალუტის მითვისების საქმეზე ბრალდებულ გიორგი ბაჩიაშვილის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს.

პროკურატურამ ბაჩიაშვილისთვის აღკვეთის ღონისძიების შეცვლის შუამდგომლობა დააყენა და მის მიმართ პატიმრობის გამოყენება მოითხოვა, რადგან პროკურორის განცხადებით, მან ქვეყანა უკანონო გზით დატოვა და დაარღვია სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც, მას ქვეყნის დატოვება აკრძალული ჰქონდა. ბაჩიაშვილს აღნიშნულ საქმეზე აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო, 2 500 000 ლარი ჰქონდა შეფარდებული.

აღკვეთის შეცვლის შუამდგომლობას არ დაეთანხმა დაცვის მხარე. როგორც ადვოკატმა ლევან მახარაშვილმა განმარტა, ბაჩიაშვილს საზღვრის უკანონო კვეთის საქმეზე პატიმრობა უკვე შეფარდებული აქვს, შესაბამისად, მის მიმართ კიდევ ერთი პატიმრობის გამოყენების საფუძველი აღარ არსებობს.

მოსამართლე გიორგი გელაშვილმა ბრალდების მხარის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და გიორგი ბაჩიაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო პატიმრობით შეეცვალა. როგორც მოსამართლემ აღნიშნა, ბაჩიაშვილმა დაარღვია გირაოს პირობები და შესაბამისად, სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ბაჩიაშვილის მიმართ უფრო მკაცრი აღკვეთის ღონისძიება, პატიმრობა იქნას გამოყენებული.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
  • 17:05
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
  • 16:35
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge