png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge

უკრაინაში ვერ შევძლებთ მშვიდობის მიღწევას ნებისმიერ ფასად, რუსული დიქტატის მიხედვით - ემანუელ მაკრონი

  • მსოფლიო
  • 06.03.2025
  • 09:46
უკრაინაში ვერ შევძლებთ მშვიდობის მიღწევას ნებისმიერ ფასად, რუსული დიქტატის მიხედვით - ემანუელ მაკრონი

საფრანგეთი უნდა დაეხმაროს უკრაინას რუსეთის აგრესიის წინააღმდეგობაში, ვიდრე რუსეთის ფედერაციასთან „მუდმივი მშვიდობის“ შესახებ შეთანხმება არ მიიღწევა. ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა ერისადმი მიმართვაში განაცხადა. იუწყება Le Monde.

საფრანგეთის პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ უკრაინაში მშვიდობა „არ შეიძლება გაფორმდეს რაიმის ფასად და რუსეთის დიქტატით, რაც უკრაინის კაპიტულაცია იქნება.

„მშვიდობისკენ გზა უკრაინის მიტოვებით ვერ მიიღწევა. ვერ შევძლებთ მშვიდობის მიღწევას ნებისმიერ ფასად, რუსული დიქტატის მიხედვით. მშვიდობის საფასური უკრაინის ჩამოშლა ვერ იქნება და ეს ვერც სუსტ ცეცხლის შეწყვეტაზე იქნება დამყარებული“, - განაცხადა მაკრონმა.

მაკრონმა გაიხსენა, რომ რუსული აგრესია უკრაინის წინააღმდეგ ჯერ კიდევ 2014 წელს დაიწყო, 2015 წელს კი უკვე მინსკის ხელშეკრულებები გაფორმდა, რაც მოსკოვის მიერ მათი დარღვევის გამო წარუმატებელი აღმოჩნდა.

„დღეს რუსეთს სიტყვას ვეღარ ვენდობით. უკრაინას აქვს მშვიდობისა და უსაფრთხოების უფლება და ეს ჩვენი და ევროპის კონტინენტის უსაფრთხოების ინტერესებში შედის. ეს არის ის, რაზეც ვმუშაობთ ჩვენს ბრიტანელ, გერმანელ და რამდენიმე სხვა ევროპელ მეგობართან ერთად“, - განაცხადა მან.

საფრანგეთის პრეზიდენტმა ასევე ისაუბრა უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებების შესახებ, რომელიც შესაძლოა „ზედმეტად მყიფე“ აღმოჩნდეს.

მაკრონმა ასევე ილაპარაკა აშშ-ს მიერ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების შეჩერებისა და კიევსა და ვაშინგტონს შორის სადაზვერვო ინფორმაციების გაზიარების შეწყვეტის შესახებ.

მან ახსენა აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპისა და რუსეთის  პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის „დაახლოება“ და გაიხსენა, რომ აშშ-მა და რუსეთმა მოლაპარაკების მაგიდასთან არ მიიწვიეს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი და ევროპის ქვეყნების ლიდერები.

"მინდა მჯეროდეს, რომ შეერთებული შტატები ჩვენს მხარეს დარჩება. მაგრამ ჩვენ მზად უნდა ვიყოთ, თუ ეს ასე არ იქნება", - თქვა მაკრონმა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
  • 17:05
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
  • 16:35
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge