png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
05 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge

ვერც კახი კალაძეს დაუკნინებს ვერავინ ორგზის ჩემპიონთა ლიგის მოგებას და ვერც ლაშა ტალახაძეს წაართმევენ სამ ოლიმპიურ ოქროს, დანარჩენი არის სუსტი ადამიანების გადაწყვეტილებები - ირაკლი კობახიძე

  • პოლიტიკა
  • 05.03.2025
  • 19:37
ვერც კახი კალაძეს დაუკნინებს ვერავინ ორგზის ჩემპიონთა ლიგის მოგებას და ვერც ლაშა ტალახაძეს წაართმევენ სამ ოლიმპიურ ოქროს, დანარჩენი არის სუსტი ადამიანების გადაწყვეტილებები - ირაკლი კობახიძე

ვერც კახი კალაძეს ვერ დაუკნინებს ვერავინ ორგზის ჩემპიონთა ლიგის მოგებას და ვერც ლაშა ტალახაძეს წაართმევს ვერავინ სამ ოლიმპიურ ოქროს, დანარჩენი არის სუსტი ადამიანების გადაწყვეტილებები, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს თბილისის მერისთვის უკრაინის სპორტის საერთაშორისო კლასის ოსტატის წოდების ჩამორთმევასთან დაკავშირებით  განუცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ეს არის ისეთი ადამიანების გადაწყვეტილებები, რომლებიც დაკვეთით მოქმედებენ.

„გასაოცარია ის გადაწყვეტილებები, რაც მიიღება უკრაინაში კახი კალაძის მიმართ, რომელიც არის ორგზის ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული. მანამდე ესტონეთში მიიღეს გადაწყვეტილება, სამგზის ოლიმპიური ჩემპიონის მიმართ. ვერც კახი კალაძეს ვერ დაუკნინებს ვერავინ ორგზის ჩემპიონთა ლიგის მოგებას და ვერც ლაშა ტალახაძეს წაართმევს ვერავინ სამ ოლიმპიურ ოქროს. დანარჩენი არის სუსტი ადამიანების გადაწყვეტილებები და ისეთი ადამიანების გადაწყვეტილებები, რომლებიც დაკვეთით მოქმედებენ. ისინი მთლიანად დამოკიდებულნი არიან გარე დაკვეთებზე. შესაბამისად, არავითარი სერიოზული შეფასება ამ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით არ შეიძლება გაკეთდეს.

როდესაც ადამიანი არის უპრინციპო, მისგან ყველანაირი არასერიოზული გადაწყვეტილებაა მოსალოდნელი. მათ აქვთ კონკრეტული კავშირები, შეიძლება ამ კავშირებს იყენებენ კომპრომატებადაც მათ წინააღმდეგ. იგივე შეიძლება შეეხოს ზოგადად, სახელმწიფოების მიდგომასაც. ლატვიის პრეზიდენტი ჩვენ მოგვიწოდებდა სანქციების დაწესებისკენ და ამ დროს ლატვია ჩვენზე სამჯერ მეტ ღვინოს ყიდის რუსეთში, ეს არის ძალიან მარტივი ორმაგი სტანდარტები“, - განაცხადა პრემიერმა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
  • 17:05
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
  • 16:35
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge