png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge

ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მორიგ პაკეტზე შეთანხმდა

  • მსოფლიო
  • 19.02.2025
  • 14:33
 ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მორიგ პაკეტზე შეთანხმდა

უკრაინაში სრულმასშტაბიანი სამხედრო აგრესიის გამო, ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-16 პაკეტზე შეთანხმდა.

როგორც ევროკავშირის საბჭოს ამჟამინდელმა თავმჯდომარემ, პოლონეთმა განაცხადა, შეზღუდვები ძალაში 2025 წლის 24 თებერვალს, რუსეთის უკრაინაში შეჭრის მესამე წლისთავზე შევა.

როგორც იტყობინებიან, ახალი სანქციების პაკეტის ფარგლებში, კიდევ 13 რუსული ბანკი გაითიშება SWIFT-ის საერთაშორისო სისტემიდან.

გარდა ამისა, რვა რუსული მედიაკომპანია დაკარგავს ევროკავშირში საქმიანობის ლიცენზიას.

სანქციების ახალი პაკეტის ფარგლებში დაწესდება ფართო აკრძალვა რუსული ალუმინისა და ალუმინის შენადნობების იმპორტზე. ასევე აიკრძალება იმ მოწყობილობების ექსპორტი, რომელიც შესაძლოა, გამოყენებულ იქნეს საბრძოლო თვითმფრინავებისთვის. მაგალითად, ვიდეოთამაშების PlayStation-ისა და Xbox-ის სათამაშო კონსოლების ექსპორტი.

ამავდროულად, ევროკავშირი გაამკაცრებს ბრძოლას რუსეთის ე.წ. „ჩრდილოვანი ფლოტის“ წინააღმდეგ. მე-16 პაკეტით, შეზღუდვები დაუწესედება კიდევ 73 ტანკერს.
ამ ფლოტის შემადგენლობაში არიან ტანკერები, რომელთაც საერთაშორისო სანქციების გვერდის ავლით, რუსეთიდან ნავთობიზ გადაზიდვებს ახორციელებენ. ახალი შეზღუდვების თანახმად, სანქციები დაუწესდებათ „ჩრდილოვან ფლოტში“ შემავალი ხომალდების კაპიტნებსა და მფლობელებს.

რუსეთის "ჩრდილოვანი ფლოტის" წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში, გასულ წელს ევროკავშირმა 80 ხომალდს აუკრძალა თავის პორტებსა და ნავსადგურებში შესვლა. ამასთან, მესამე მხარის კომპანიებს აეკრძალათ ასეთი ხომალდებისთვის მომსახურების გაწევა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
  • 17:05
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
  • 16:35
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge