png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
05 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
05 ოქტომბერი, 2026, ორშაბათი
png.ge

დაუწესდეს სანქციები ბიძინა ივანიშვილის გარემოცვის წევრებს - ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ რეზოლუცია დაამტკიცა

  • პოლიტიკა
  • 13.02.2025
  • 16:24
დაუწესდეს სანქციები ბიძინა ივანიშვილის გარემოცვის წევრებს - ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ რეზოლუცია დაამტკიცა

ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია სახელწოდებით „საქართველოში პოლიტიკური ვითარების გაუარესების შესახებ“. მიღებული რეზოლუცია ხუთი პოლიტიკური ჯგუფის დეპუტატების მიერ წარდგენილ პროექტებს აერთიანებს.

კენჭისყრაზე რეზოლუციას მხარი დაუჭირა 400-მა დეპუტატმა, 63 წინააღმდეგი იყო, 81-მა თავი შეიკავა.

სადაც დეპუტატები საბჭოსა და წევრ სახელმწიფოებს მოუწოდებენ, დაუწესოს სანქციები ბიძინა ივანიშვილის გარემოცვის წევრებს, რომლებიც ხელს უწყობენ რეპრესიულ სახელმწიფო აპარატს. პროექტს მხარი დაუჭირა 400-მა ევროპარლამენტარმა, წინააღმდეგი იყო 63 და თავი შეიკავა 81-მა.

მათ შორის ჩამოთვლილია: ეკატერინე ხვედელიძეს, უტა ივანიშვილს, ცოტნე ივანიშვილს, ბერა ივანიშვილს, გვანცა ივანიშვილს, ალექსანდრე ივანიშვილს, შმაგი კობახიძეს, უჩა მამაცაშვილს, ნათია თურნავას, ივანე ჩხარტიშვილს, სულხან პაპაშვილს, გიორგი კაპანაძეს, თორნიკე რიჟვაძეს, ილია წულაიას, კახა ბექაურს, ლაშა ნაცვლიშვილს, ვასილ მაღლაფერიძეს, გრიგოლ ლილუაშვილს, მიხეილ ჩინჩალაძეს, ლევან მურუსიძეს, ირაკლი რუხაძეს, თინათინ ბერძენიშვილს, თამაზ გაიაშვილს, ანტონ ობოლაშვილსა და გოჩა ენუქიძეს.

ევროპარლამენტის ამ რეზოლუციით, ევროპარლამენტარები არ აღიარებენ „ქართული ოცნების” თვითგამოცხადებულ ხელისუფლებას და მიიჩნევენ, რომ არსებული პოლიტიკური კრიზისის დაძლევის ერთადერთი გზა ახალი არჩევნებია.

ამასთან, ისინი მოუწოდებენ ევროკომისიასა და საბჭოს, გადახედონ საქართველოს უვიზო რეჟიმის სტატუსს და საჭიროების შემთხვევაში, განიხილონ მისი შეჩერების შესაძლებლობა, თუ დადგინდება, რომ EU-ის სტანდარტები დემოკრატიული მმართველობისა და თავისუფლებების დაცვის შესახებ საქართველოში აღარ სრულდება.

რეზოლუციის ტექსტში ასევე მოთხოვნილია პოლიტპატიმრების, მათ შორის რეჟიმის ტყვის, "ბათუმელებისა" და "ნეტგაზეთის" დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის გათავისუფლება. 

ამასთან, რეზოლუციაში აღნიშნულია, რომ საჭიროა ახალი არჩევნების ჩატარება.

„რეზოლუცია ასევე ადასტურებს, რომ საქართველოში არსებული კრიზისიდან ერთადერთი გამოსავალია ახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება, რომელიც ევროპარლამენტარების აზრით, უნდა გაიმართოს მომდევნო რამდენიმე თვის განმავლობაში და ჩატარდეს გაუმჯობესებულ საარჩევნო გარემოში, ზედამხედველობა გაუწიოს დამოუკიდებელმა, მიუკერძოებელმა საარჩევნო ადმინისტრაციამ საერთაშორისო დამკვირვებლების მონიტორინგით. მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ მიერ ევროინტეგრაციისა და ნატო-ში გაწევრიანების გზიდან გადახვევის გამო ღრმა მწუხარებით, პარლამენტი კვლავ ადასტურებს თავის მტკიცე მხარდაჭერას ქართველი ხალხის ლეგიტიმური ევროპული მისწრაფებების მიმართ“, – ნათქვამია პრესრელიზში.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
  • 17:05
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
  • 16:35
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge