png.ge
png.ge
png.ge
16+
20 ნოემბერი, 2026, პარასკევი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
20 ნოემბერი, 2026, პარასკევი
png.ge

მაკრონი ტრამპს მოუწოდებს, ევროპის მიმართ ტარიფების დაწესების მუქარის ნაცვლად, უკრაინაში ომის დასრულებაზე იფიქროს

  • მსოფლიო
  • 10.02.2025
  • 21:55
 მაკრონი ტრამპს მოუწოდებს, ევროპის მიმართ ტარიფების დაწესების მუქარის ნაცვლად, უკრაინაში ომის დასრულებაზე იფიქროს

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ყურადღება უნდა გაამახვილოს უკრაინაში მიმდინარე ომის დასრულებაზე და არა ევროპასთან სავაჭრო დაპირისპირებაზე. ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა CNN-თან ინტერვიუში განაცხადა.

"ჩვენ უნდა გადავწყვიტოთ უკრაინის პრობლემა. ჩვენ უნდა მოვაგვაროთ სიტუაცია ახლო აღმოსავლეთში. ჩვენ გვაქვს კონკურენცია აშშ-სა და ჩინეთს შორის...

არის თუ არა ევროკავშირი თქვენი მთავარი პრობლემა? არა, მე ასე არ ვფიქრობ. თქვენი პირველი პრობლემა ჩინეთია, ამიტომ ამაზე კონცენტრირება გჭირდებათ. ”ევროპა თქვენი მოკავშირეა”, - თქვა მაკრონმა.

მაკრონმა აღნიშნა, რომ ტრამპთან კარგ ურთიერთობას ინარჩუნებს. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ტარიფების გაზრდა ასევე დააზარალებს ამერიკის ეკონომიკას, რადგან აშშ-სა და ევროკავშირს შორის ეკონომიკური კავშირები საკმაოდ მჭიდროა.

„თუ თქვენ დააწესებთ ტარიფებს ეკონომიკის რამდენიმე სექტორზე, ეს გაზრდის ხარჯებს და შექმნის ინფლაციას შეერთებულ შტატებში.  ნუთუ ეს ნამდვილად სურს თქვენს ხალხს?" - აღნიშნა საფრანგეთის პრეზიდენტმა.

მაკრონმა დაადასტურა, რომ ევროპა შეერთებული შტატების მოკავშირეა. მან ტრამპს ევროკავშირთან სავაჭრო ომის დასრულებისკენ მოუწოდა.

„თუ გსურთ, რომ ევროპამ მეტი ინვესტიცია განახორციელოს და უსაფრთხოებისა და თავდაცვის ვალდებულება აიღოს, ვფიქრობ, შეერთებული შტატების ინტერესებში შედის, არ შეუტიოს ევროპას და არ დაემუქროს მას ტარიფებით“, - დასძინა საფრანგეთის პრეზიდენტმა.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

მაშველები ნანგრევებში ეძებენ შვიდ მოქალაქეს, რომელთა შორის, სამი მცირეწლოვანია
  • 17:10
მაშველები ნანგრევებში ეძებენ შვიდ მოქალაქეს, რომელთა შორის, სამი მცირეწლოვანია
ღმერთო, დაგვიფარე ასეთი მეგობრებისგან - დონალდ ტუსკი ტრამპის მიერ პუტინის „მეგობრად“ მოხსენიებაზე
  • 16:59
ღმერთო, დაგვიფარე ასეთი მეგობრებისგან - დონალდ ტუსკი ტრამპის მიერ პუტინის „მეგობრად“ მოხსენიებაზე
ივანიშვილი, რომელმაც სამჯერ უკანონოდ ჩამსვა, რომ დაასანქცირონ, მიხარია კი არა, საერთოდ ჩაიტანოს დედამიწამ - ნიკა გვარამია
  • 16:57
ივანიშვილი, რომელმაც სამჯერ უკანონოდ ჩამსვა, რომ დაასანქცირონ, მიხარია კი არა, საერთოდ ჩაიტანოს დედამიწამ - ნიკა გვარამია
გაყიდვების რეკორდი საბურავებში - საავტომობილო პროდუქციის ფართო არჩევანი და ზამთრის შეთავაზებები „თეგეტა მოტორსში“
  • 12:43
გაყიდვების რეკორდი საბურავებში - საავტომობილო პროდუქციის ფართო არჩევანი და ზამთრის შეთავაზებები „თეგეტა მოტორსში“
„თეგეტა აკადემიის“ სავალი ნაწილის შეკეთების პროგრამა დასრულდა - კურსდამთავრებულების ნახევარზე მეტი „თეგეტაში“ დასაქმდება
  • 12:31
„თეგეტა აკადემიის“ სავალი ნაწილის შეკეთების პროგრამა დასრულდა - კურსდამთავრებულების ნახევარზე მეტი „თეგეტაში“ დასაქმდება
Tegeta App-ში მოგების დროა - ყოველი 50-ე ახალი მომხმარებელი საჩუქრად „გალფის“ ქულებს მიიღებს
  • 16:47
Tegeta App-ში მოგების დროა - ყოველი 50-ე ახალი მომხმარებელი საჩუქრად „გალფის“ ქულებს მიიღებს
კაცმა ცივი იარაღის გამოყენებით დედა დაჭრა - თელავში 1 პირი დააკავეს
  • 11:14
კაცმა ცივი იარაღის გამოყენებით დედა დაჭრა - თელავში 1 პირი დააკავეს
Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
  • 14:40
Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge