png.ge
png.ge
png.ge
16+
20 ნოემბერი, 2026, პარასკევი
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
20 ნოემბერი, 2026, პარასკევი
png.ge

17-კილომეტრიანი დრიფტი ყინულზე - Taycan-მა გინესის რეკორდი მოხსნა

  • ბიზნესი
  • 29.01.2025
  • 15:10
17-კილომეტრიანი დრიფტი ყინულზე - Taycan-მა გინესის რეკორდი  მოხსნა
  • Taycan-მა ელექტრომობილების ისტორიაში მე-4 გინესის რეკორდი დაამყარა
  • 17,503-კილომეტრიანი დრიფტი 59-მეტრიანი დიამეტრის წრეზე შესრულდა

Porsche Experience-ის გუნდმა ელექტრომობილით ყინულზე ყველაზე ხანგრძლივი, უწყვეტი დრიფტი შეასრულა და გინესის მორიგი რეკორდი დაამყარა. ლაპლანდიაში, იენს რიჰტერმა Taycan GTS-ით 46 წუთში 132 წრე შეასრულა და 17.503 კილომეტრი დაფარა,. რაც Porsche-ს ისტორიაში რიგით მე-4 რეკორდია.

რეკორდის მოხსნისთვის იენს რიჰტერმა ბრძოლა 2025 წლის 14 იანვარს რთულ კლიმატურ პირობებში დაიწყო. „დრიფტის შესრულებისას, მუდმივი ექსტრემალური დატვირთვის გამო, ყინულის ტრასა მოსალოდნელზე სწრაფად ჩატყდა“, - განაცხადა იენს რიჰტერმა. სწორედ ამ სირთულეების გამო პირველი მცდელობის შეწყვეტა დაახლოებით 11 კილომეტრის შემდეგ მოუწია.

მეორე მცდელობისას გუნდმა არჩევანი მოკლე შიპებზე შეაჩერა. დაბნელების შემდეგ ტემპერატურამ იკლო, რაც წარმატებისთვის ხელშემწყობი ფაქტორი აღმოჩნდა. იენს რიჰტერმა Taycan GTS-ის მართვა უწყვეტი დრიფტისას 17 503 კილომეტრის (132 წრე) განმავლობაში შეძლო მხოლოდ გაზის პედლისა და საჭის გამოყენებით. მან მნიშვნელოვნად გააუმჯობესა წინამორბედის შედეგი (14 809 კმ) და გინესის რეკორდსმენი გახდა. ეს იყო ელექტრომობილით ყველაზე ხანგრძლივი უწყვეტი დრიფტი  ყინულზე.

„ახალი ტიტულის მოპოვების შემდეგ Taycan-მა კიდევ ერთხელ დაამტკიცა საკუთარი შესაძლებლობები. ის, რომ Taycan GTS-ის მართვა შესაძლებელია ექსტრემალურ პირობებში, ხაზს უსვამს მის უნიკალურ შასებსა და სხვა მახასიათებლებს“.- განაცხადა იენს რიჰტერმა.

დრიფტი ყინულის ტრასაზე, Porsche Arctic Center-ში, ფინეთში, არქტიკული წრის ჩრდილოეთით დაახლოებით 150 კილომეტრში გაიმართა. რეკორდის დასამყარებლად Porsche Experience-ის გუნდმა სადრიფტაო ტრასა შექმნა, რომლის დიამეტრიც 59 მეტრს შეადგენდა. Taycan GTS-ზე Michelin-ის კომერციულად ხელმისაწვდომი სერიული საბურავები დამაგრდა, ერთმილიმეტრიანი შიპებით.

მარშრუტის გასაზომად ავტომობილი აღიჭურვა პროფესიონალური GPS-მოწყობილობით, რომელიც აღრიცხავდა არა მხოლოდ გავლილ მანძილს, არამედ  მძღოლის ისეთ ქმედებებს, როგორებიცაა საჭის მოძრაობა, აჩქარება, შენელება და ავტომობილზე მოქმედი გრავიტაციული ძალები.

პროცესს გინესის მსოფლიო რეკორდის ოფიციალური მსაჯი, კარლ სევილი ესწრებოდა. დასრულების შემდეგ მან რეკორდის დამადასტურებელი სერტიფიკატი გადასცა მძღოლს - იენს რიჰტერს და კრისტიან ლეჰვალდს, Porsche Arctic Center-ის მმართველ დირექტორსა და Porsche Experience and New Platforms-ის ხელმძღვანელს.

„ექსპერიმენტული მარკეტინგისადმი ჩვენი მიდგომა გულისხმობს, რომ მუდმივად ვიყოთ სიახლის ძიებაში და მივიღოთ ახალი გამოცდილებები. Porsche Arctic Center-ში საუკეთესო პირობებია ყინულზე დრიფტების განსახორციელებლად. ახალი Taycan GTS-ი ბაზარზე ერთ-ერთ ყველაზე მძლავრი ელექტრომობილია. სწორედ ამიტომ დარწმუნებულები ვიყავით, რომ შევძლებდით რეკორდის დამყარებას და ეს გამოწვევა მივიღეთ“, - განაცხადა კრისტიან ლეჰვალდმა.

Taycan-ის კიდევ ერთი მიღწევა: გინესის რეკორდი

უნიკალური მახასიათებლების მეშვეობით ელექტრომობილმა ოთხი რეკორდი დაამყარა: 2023 წელს Taycan Cross Turismo სინციანი-ტიბეტის ტრასის გავლისას ზღვის დონიდან 5 573 მეტრზე მართვისას ქვემოთ დაეშვა და ყველაზე დიდი სხვაობა დააფიქსირა მართვის სიმაღლეებს შორის. ეს ელექტრომობილების ისტორიაში კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი რეკორდი იყო.

2021 წელს მრბოლელმა ლელ კინმა ნიუ-ორლეანის საგამოფენო დარბაზში Taycan-ის მართვისას 165,1 კმ/სთ სიჩქარე განავითარა. მან დახურულ სივრცეში მანქანის ყველაზე სწრაფად მართვა შეძლო და რეკორდი მოხსნა. 2020 წელს კი - Porsche Experience-ის ინსტრუქტორმა, დენის რეტერამ Porsche Experience Center-ში, ჰოკენჰაიმრინგის ტრასაზე 210 წრე შეასრულა და 55 წუთში 42 171 კილომეტრი გაიარა.

საქართველოში პორშეს ოფიციალური იმპორტიორია „თეგეტა ჰოლდინგის“ ერთ-ერთ მიმართულებაში, „თეგეტა ქარსში“ შემავალი კომპანია პორშე ცენტრი თბილისი. კომპანია ქართულ ბაზარზე 2011 წლიდან ოპერირებს. მომხმარებელს პრემიუმ ბრენდის უახლეს ავტომობილებს, ასევე სრულ სადიაგნოსტიკო და სარემონტო მომსახურებას, ორიგინალ ნაწილებს და აქსესუარებს სთავაზობს. შოურუმის გარდა, მომხმარებელს შესაძლებლობა აქვს, კომპანიის ვებგვერდზე კონფიგურატორის დახმარებით, სასურველი კომპლექტაციის მოდელი საკუთარი გემოვნებით ააწყოს, რომლის ჩამოყვანასაც „პორშე ცენტრი თბილისი“ უზრუნველყოფს.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

მაშველები ნანგრევებში ეძებენ შვიდ მოქალაქეს, რომელთა შორის, სამი მცირეწლოვანია
  • 17:10
მაშველები ნანგრევებში ეძებენ შვიდ მოქალაქეს, რომელთა შორის, სამი მცირეწლოვანია
ღმერთო, დაგვიფარე ასეთი მეგობრებისგან - დონალდ ტუსკი ტრამპის მიერ პუტინის „მეგობრად“ მოხსენიებაზე
  • 16:59
ღმერთო, დაგვიფარე ასეთი მეგობრებისგან - დონალდ ტუსკი ტრამპის მიერ პუტინის „მეგობრად“ მოხსენიებაზე
ივანიშვილი, რომელმაც სამჯერ უკანონოდ ჩამსვა, რომ დაასანქცირონ, მიხარია კი არა, საერთოდ ჩაიტანოს დედამიწამ - ნიკა გვარამია
  • 16:57
ივანიშვილი, რომელმაც სამჯერ უკანონოდ ჩამსვა, რომ დაასანქცირონ, მიხარია კი არა, საერთოდ ჩაიტანოს დედამიწამ - ნიკა გვარამია
გაყიდვების რეკორდი საბურავებში - საავტომობილო პროდუქციის ფართო არჩევანი და ზამთრის შეთავაზებები „თეგეტა მოტორსში“
  • 12:43
გაყიდვების რეკორდი საბურავებში - საავტომობილო პროდუქციის ფართო არჩევანი და ზამთრის შეთავაზებები „თეგეტა მოტორსში“
„თეგეტა აკადემიის“ სავალი ნაწილის შეკეთების პროგრამა დასრულდა - კურსდამთავრებულების ნახევარზე მეტი „თეგეტაში“ დასაქმდება
  • 12:31
„თეგეტა აკადემიის“ სავალი ნაწილის შეკეთების პროგრამა დასრულდა - კურსდამთავრებულების ნახევარზე მეტი „თეგეტაში“ დასაქმდება
Tegeta App-ში მოგების დროა - ყოველი 50-ე ახალი მომხმარებელი საჩუქრად „გალფის“ ქულებს მიიღებს
  • 16:47
Tegeta App-ში მოგების დროა - ყოველი 50-ე ახალი მომხმარებელი საჩუქრად „გალფის“ ქულებს მიიღებს
კაცმა ცივი იარაღის გამოყენებით დედა დაჭრა - თელავში 1 პირი დააკავეს
  • 11:14
კაცმა ცივი იარაღის გამოყენებით დედა დაჭრა - თელავში 1 პირი დააკავეს
Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
  • 14:40
Geely Starship 7 და Toyota Corolla საქართველოს ბანკის ავტოპარკში - „თეგეტა“ ბანკს ფლიტმენეჯმენტის ფარგლებში სრულ მომსახურებას გაუწევს
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • info@png.ge