png.ge
png.ge
png.ge
სარეკლამო სივრცე 630X110
16+
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge
  • მთავარი
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • ბიზნესი
  • სამართალი
  • თავდაცვა
  • საზოგადოება
  • კულტურა
  • სპორტი
  • მეტი
    • მსოფლიო
    • კონფლიქტები
    • ეს საინტერესოა
    • მედიცინა
+16
04 ოქტომბერი, 2026, კვირა
png.ge

"მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, შეწყვიტოს საპროტესტო აქციების გაშუქებისას, ჟურნალისტების მიმართ ძალის გადამეტებული გამოყენება" | "მედიის თავისუფლების კოალიცია"

  • საზოგადოება
  • 20.12.2024
  • 18:52
"მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, შეწყვიტოს საპროტესტო აქციების გაშუქებისას, ჟურნალისტების მიმართ ძალის გადამეტებული გამოყენება" | "მედიის თავისუფლების კოალიცია"

"მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, შეწყვიტოს საპროტესტო აქციების გაშუქებისას, ჟურნალისტების მიმართ ძალის გადამეტებული გამოყენება და შეასრულოს ნაკისრი ვალდებულებები მედიის თავისუფლებისა და ჟურნალისტების უსაფრთხოების დაცვის, ასევე, მშვიდობიანი შეკრების უფლების კუთხით", - ამის შესახებ "მედიის თავისუფლების კოალიციის" თანათავმჯდომარეების მიერ საქართველოში ჟურნალისტებისა და მედიაში დასაქმებულების უსაფრთხოებაზე გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.

"მედიის თავისუფლების კოალიციის თანათავმჯდომარეები უკიდურეს შეშფოთებას გამოხატავენ, პრო-ევროპული საპროტესტო აქციებზე, საქართველოს ხელისუფლების მიერ ჟურნალისტებისა და მედიაში დასაქმებულების მიმართ ძალის გადამეტების, ძალადობისა და დაკავებების გამო.

28 ნოემბრის შემდეგ „საქართველოს ჟურნალისტურმა ეთიკის ქარტიამ“ ჟურნალისტებისა და მედიის წარმომადგენლების მიმართ ძალადობისა და საქმიანობაში ხელშეშლის 70-ზე მეტი შემთხვევა დააფიქსირა. მათ შორის არიან ქალი ჟურნალისტებიც.

ჩვენ ვგმობთ, ჟურნალისტებისა და მედიაში დასაქმებულების მიმართ წარმოებულ, ნებისმიერ მუქარასა და ძალადობას. მათ უნდა შეეძლოთ საზოგადოების ინფორმირება ძალადობისა და ხელის შეშლის შიშის გარეშე. ძალადობისა და მუქარის ყველა შემთხვევა საფუძვლიანად უნდა იქნას გამოძიებული, ხოლო დამნაშავეები უნდა მიეცნენ პასუხისგებაში.

ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, შეწყვიტოს საპროტესტო აქციების გაშუქებისას, ჟურნალისტების მიმართ ძალის გადამეტებული გამოყენება და შეასრულოს ნაკისრი ვალდებულებები მედიის თავისუფლებისა და ჟურნალისტების უსაფრთხოების დაცვის, ასევე, მშვიდობიანი შეკრების უფლების კუთხით", - ნათქვამია განცხადებაში.

გაზიარება:

ამავე კატეგორიაში

სარეკლამო სივრცე 300X200

მიმდინარე სიახლეები

გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
  • 11:57
გერმანიის კანცლერი ფრიდრიხ მერცი კიევში ჩავიდა
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
  • 20:04
სტრასბურგამდე ჩავალ, ამ ხელისუფლებას როგორც მოვიყვანე ისე წავიყვან - პატიმრის დედა
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
  • 19:46
სახალხო დამცველი პატიმარ გიორგი დავითაძის საქმეზე განცხადებას ავრცელებს
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
  • 19:23
პატიმარი ბადრაგს გაუპატიურებაში ადანაშაულებს
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
  • 11:10
ახალგაზრდა ინჟინერთა საშაბათო სკოლა - "თეგეტა აკადემია" მოზარდებისთვის ავტოინჟინერიის ინოვაციურ კურსს იწყებს
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
  • 10:41
კონრად ადენაუერის ფონდმა თბილისში ოფისი დახურა
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
  • 17:05
TORCAL-ის პრემიერა - „ბენტლიმ“ პირველი, უნიკალური ელექტრომობილი წარადგინა
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
  • 16:35
დღეს სრულდება საქართველოს ისტორიული სირცხვილის – ჩემი ეთნიკური ქართველების მიერ დატყვევების 5 წლისთავი - მიხეილ სააკაშვილი
ყველა სიახლე
სარეკლამო სივრცე 300X200
https://www.facebook.com/pages/Prime-News-Georgia/1630193507230649

© png.ge 2015-2026. ყველა უფლება დაცულია

  • ჩვენს შესახებ
  • info@png.ge